ქართველმა დიდოსტატებმა თბილისში გასამართი ევროპის ქალთა პირველობის წინ სავარჯიშოდ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატი შეარჩიეს
გუშინ საღამოს ქართველ დიდოსტატებს - ლელა ჯავახიშვილსა და სალომე მელიას შევხვდი - ვაკის საცურაო აუზისკენ მიიჩქაროდნენ. 22 მარტიდან ვაჟთა ევროპის ჩემპიონატში გვინდა ვიასპარეზოთ და ფიზიკურად მოღონიერებას ვესწრაფვითო, თქვეს.

- წლეულს გიბრალტარის საერთაშორისო ტურნირზე მინდოდა გამოსვლა, სადაც ნანა ძაგნიძემ და სალომე მელიამ, შესაბამისად, პირველ-მეორე ადგილები დაიკვეს, მაგრამ თავს შეუძლოდ ვგრძნობდი და შორეულ გზაზე მგზავრობას მოვერიდე, - მითხრა ლელამ. - ესეც არ ყოფილიყო, ანაკლიაში შესანიშნავ პირობებში ჩატარდა საქართველოს ქალთა ჩემპიონატი და იქ გადავწყვიტე ძალების გამოცდა. სამწუხაროდ, ჯანმრთელობამ ზღვისპირეთშიც დამაღალატა. 11 შესაძლებლიდან 6,5 ქულით მე-5 ადგილი დავიკავე - მესამე ადგილზე გასულ ნინო ხურციძეს ნახევარი ქულით ჩამოვრჩი. თავიდან ცუდად ვითამაშე. მოსაგები პოზიციები ვერ გამოვიყენე ნაზი პაიკიძესთან და სალომე მელიასთან. ორივე პარტიაში ყაიმს დავჯერდი. ტურნირის მეორე ნახევარში უკეთ გავისარჯე, მაგრამ კვარცხლბეკისკენ მიმავალი მატარებელი უკვე ჩავლილი იყო.

- მერე, მგონი, საფრანგეთის საკლუბო ჩემპიონატში გამოდიოდი...

- დიახ, სტრასბურგთან ახლო მდებარე ქალაქ ბიშვილერის კლუბის წევრი ვარ. ორი წლის წინათ საფრანგეთის ჩემპიონობა მოვიპოვეთ. ახლაც მედლებისთვის ვიბრძვით. ხუთი პარტია ვითამაშე - სამი მოვიგე და ორი ყაიმით დავამთავრე. გუნდში მეორე დაფაზე ქართველი მოჭადრაკე ნინო მაისურაძე თამაშობს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, პარიზშია გათხოვილი.

ფინალურ ოთხეულში გავედით. მეტოქეთა ღირსებას იცავენ უკრაინელი ორგზის ევროპის ჩემპიონი კატერინა ლახნო, სლოვენიელი ანა მუზიჩუკი, რუმინელი ელენა კოსმა. ასე რომ, ივნისის მიწურულს ძნელი ორთაბრძოლები გველის.

- ყოველ შემთხვევაში იმაზე რთული არა, რაც ვაჟთა ევროპის ჩემპიონატში.

- რა თქმა უნდა. ქალთა ევროპის პირველობა 6 მაისიდან თბილისში რომ დაინიშნა, იმ დროისთვის სპორტულ ფორმაში შესასვლელად მე და სალომე მელიამ ვაჟთა ჩემპიონატში მონაწილეობა გადავწყვიტეთ. ამ ეტაზე ჩვენთვის მთავარია ვარჯიში, ასე ვთქვათ, მოთელვა, საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა ძლიერ ვაჟ დიდოსტატებთან პაექრობაში. თუმცა, როგორც განაცხადებიდან შევიტყვე, საფრანგეთში ქალებიც მრავლად იქნებიან - იუდით პოლგარი, კატერინა ლახნო, ნატალია ჟუკოვა, ანა მუზიჩუკი, ვიქტორია ჩმილიტე. მათთან დაპირისპირებაში ნამდვილად არ გვსურს თავის შერცხვენა.

მთავარი მაინც ქალთა ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადებაა. თბილისში მედლებისთვის ვიბრძოლებ. პროგრამა მინიმუმი კი იმ პირველ თოთხმეტეულში მოხვედრაა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს იძლევა.

kopala
არა რა ესენი ჭკუას ვერ სწავლობენ,ნანამ ხომ წინასწარ წარმოიდგინა თავი გამარჯვებულად და ამით საქმე გაიფუჭა და ახლა აგიც იმეორებს ასე ვიზამო,როდესაც მთელი წელი წარუმატებელი აქვს.ვიცით რომ ეცდებით მარა თავს ნუ დაივალდებულებთ წინასწარ ხალხის წინაშე,თორემ მერე მოგთხოვს ხალხი დაპირებულს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა