ამ მარცხმა ჩვენს ნაკრებს "ბ"-დან "ა" დივიზიონში გადასვლის გზა მოუჭრა
საქართველოს კალათბურთელთა 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე დასანანი მარცხი იწვნია, რამაც ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილ გუნდს "ბ"-დან "ა" დივიზიონში გადასვლის გზა მოუჭრა.

ხორვატიის ნაკრები ტურნირის დაწყებამდე "ა" დივიზიონში გადასვლის ერთ-ერთი უმთავრეს კანდიდატად ითვლებოდა და ჯგუფური ეტაპიც წაუგებლად, ძალიან იოლად გაიარა. საქართველოს ნაკრებთან კი ხორვატები უმეტესწილად აგებდნენ და ბოლოს დიდი გაჭირვებით - 74:71 იმარჯვეს.

საქართელოს ნაკრებს ცოტა რომ გამართლებოდა, ნახევარფინალში გავიდოდა, თუმცა ის უპირატესობა, რასაც ჩვენი გუნდის წევრები მატჩის მიწურულს ფლობდნენ, ვერ შეინარჩუნეს. მაშინაც კი, როცა ბოლო წუთზე ხორვატები 4 ქულით წინ გავიდნენ, ქართველებს გათანაბრების რეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ ჩვენი ნაკრების ბომბარდირმა გოგაბითაძემ გამთანაბრებელი სამქულიანი ააცილა. ქართველებს მერეც ჰქონდათ გათანაბრების შანსი, მაგრამ ჩვენმა კალათბურთელებმა ბოლო წამებზე ბურთი ვერ მოიხელთეს და დასანანი მარცხი განიცადეს.

17 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო შედეგი აჩვენა გოგა ბითაძემ, ხოლო ოთხმა ქართველმა - დავით ლომიძემ, ვილი ისიანმა, ლევან ბაბილოძემ და ნიკა დარბაიძემ 12-12 ქულა მიითვალეს. 7 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა დავით აფაზავა.

საქართველოს ნაკრები 5-8 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთვება და ხვალ, 22 ივლისს პოლონეთის ნაკრებს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაუპირიპირდება.

gbf.ge

სოსო
სამწუხაროდ არ მეცალა და ნაკრების თამაშებს ვერ ვუყურე,მაგრამ ახლა მომეცა საშუალება და პოლონეთთან მეორე ტაიმის ბოლო 15 წუთი,შემდეგ კი ჩანაწერში პირველი პერიოდი ვნახე და მეტი ვეღარ გავძელი,გამოვედი.აქმდე მეგონა,რომ გუნდში 12 კაცია და აქედან 5 კაცი თამაშობს მოედანზე.აქ აღმოჩნდა რომ მოედანზე 5 კაცია,მაგრამ ორი თამაშობს,სამი კი პრაქტიკულად სტატისტები არიან.ბურთის ტარებაში აშკარად ეტყობათ ტექნიკის ნაკლებობაა საჯარიმოებსაც ბლომად აფუჭებენ და კომბინაციები ხომ თითქმის არაფერი,ან პასი ბითაძეს,ან კიდევ მეოთხე ნომერი იზავს რამეს,სხვები მხოლოდ მათ დახმარებას ცდილობენ.დაცვაში უარესობა იყო,მეტოქის კომბინაციებთან სრული უძლურება გამოჩნდა.აშკარად ჩვენზე განათლებულები არიან.ვაპირებდი წინა თამაშების ჩანაწერებს ვნახავ მეთქი,მაგრამ ყოველგვარი ხალისი დავკარგე.
ლუკა
ვუყურ თამაშს ფსიქოლოგიურად წააგეს ბიჭებმა. ეს ჩვენი მწვრთნელი კი რას ურახუნებდა ბიჭებს ვერ გავიგე? მე მგონია, რო ფედერაციებმა პირველ რიგში მაინც მწვრთნელთა კვალიფიკაციიდან უნდა დაიწყონ. ალბათფასჰულია სჰაიბარებს მალე ფედერაციას და ახალ სტანდარტებს დანერგავს. მანამდე ვიწვალოდ......................
rt
ეს აშკარაა რო საქართველოში მწვრთნელების კრიზისია!არაკვალიფიკაციურები არიან
haha
იმიტომ წააგეს რომ როგორც ყველა ნამდვილ ქართველს ამათაც კრიტიკულ სიტუაციაში ნერვები ღალატობთ. ამხანაგური რომ ყოფილიყო - მოიგებდნენ. მწვრთნელიც ქართველია და ისიც ნერვიულობს.
Chamdebii
პირველ რიგში მწრთვნელი არ ვარგა და საერთოდ ნაკრების ასაკობრივი მწრთვნელები საერთოდ 0 ტოლფასებია ,ყველაფერი გაბრიჩიძეს ბრალია ეს კაცი ღუპავს ყველაფერს.გაიტანეთ გაბრიჩიძე
mamuka
მართლაც ბევერი საჯარიმო გააფუჭეს, 67 ქულაზე კი გაიყინენ, ერთი ათი შეტევა მაინც გააფუჭეს, თორემ მაშინ წინაც ვიყავით. ხომ არ ჯობდა წუთშესვენების აღება. ასეა თუ ისე თანაბარი გუნდები იყვნენ და შეიძლებოდა ფორტუნა ჩვენსკენ ყოფილიყო, არა უშავს იქნებ ნაკრების ასაკობრივი ჩავარდნა ამათ ამოქაჩონ.
aronaks
წარმოუდგენელია სად შეიკრიბა ერთად ამდენი არასრულფასოვანი მოთამაშე. თამაშში რომ 10-15 საჯარიმოს ააცილებ, რისი იმედი უნდა გქონდეს. არც მწვრთნელი ვარგა და არც მოთამაშეები.
aronaks
წარმოუდგენელია სად შეიკრიბა ერთად ამდენი არასრულფასოვანი მოთამაშე. თამაშში რომ 10-15 საჯარიმოს ააცილებ, რისი იმედი უნდა გქონდეს. არც მწვრთნელი ვარგა და არც მოთამაშეები.
F
სტრატეგია-0.რუმინეთთან წაგებამ,ხორვატიას შეგვახვედრა!?..ასეთ ძლიერ მოწინააღმდეგესთან 10 ქულიანი უპირატესობის არ გაზრდა,პირიქით -განიავება.ჯარიმების ვერ გამოყენება.თამაშის გადამწყვეტ ფაზაში 4-5 შეტევის ''ჩაგდება''...დასანანი მარცხი.
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა