რბოლა სატრანსფერო სეზონის ჩემპიონობისთვის
სატრანსფერო სიგიჟემ სრულად გაშალა ფრთები, მილიონობით გირვანქა, ევრო თუ დოლარი იხარჯება ახალი ფეხბურთელების შესაძენად. ეს ერთგვარი "რბოლა" არანაკლებ იზიდავს ფეხბურთის გულშემატკივრებს, ვიდრე თავად თამაშები.

მაგრამ რომელი კლუბი იგებს სატრანსფერო ომს, რომელი ძლიერდება ყველაზე მეტად? Bleacher Report-მა შეარჩია ტოპ-15 კლუბი 22 ივლისის მონაცემებით.

XI-XV ადგილები

15. ლივერპული

მართალია, "წითლებს" ჯერ არ გაუკეთებიათ ცუდი არჩევანი, მაგრამ მათი ტრანსფერები არასათანადოდ კარგია იმისთვის, რომ კლუბი ტოპ-10-ში მოვახვედროთ. მოჰამედ სალაჰი და დომინიკ სოლანკე კარგი შენაძენები არიან, მაგრამ, როგორც ჩანს, იურგენ კლოპი დანებდა ვირხილ ვან დეიკისა და ნაბი კეიტასთვის ბრძოლაში, ხოლო ენდი რობერტსონის დამატება დიდი ვერაფერი შეღავათია.

14. იუვენტუსი

მართალია, გუნდმა იჯარით დუგლას კოშტა აიყვანა და ხუან კუადრადო საბოლოოდ გაიფორმა, მაგრამ ახლახან "იუვემ" დაცვის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. დანი ალვეში მატია დე შილიომ უნდა შეცვალოს. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ლეონარდო ბონუჩის შეცვლაა ძნელი. ზოგი მის შემცვლელად დანიელე რუგანის ასახელებს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს კლასის მოკლებაა. თუმცა "იუვენტუსმა" უნდა დაიკვეხნოს, რომ მსოფლიოში საუკეთესო სარეზერვო გოლკიპერი აიყვანა - ვოიცეხ შჩესნი.

13. ბორნმუთი

"ალუბლები" ჯერმეინ დეფოს დამატებით, ასევე ნათან აკესა და ასმირ ბეგოვიჩის გადაბირებით სამ ახალ ვარსკვლავს იღებენ. ედი ჰაუს გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდა.

12. ინტერი

თუ ევერ ბანეგას "ინტერის" შეუცვლელ ფეხბურთელად არ ჩავთვლით (ბოლო სეზონის მიხედვით, არც უნდა ჩავთვალოთ) "ინტერს" ჯერ სასტარტოს ფეხბურთელი არ დაუკარგავს. სამაგიეროდ, შეიმატა მშვენიერი ახალგაზრდა მილან შკრინიარი და გამოცდილი ნახევარმცველი ბორხა ვალერო.

11. ლაიპციგი

"ლაიპციგის" არც ერთი ტრანსფერი არ არის მაღალი კლასის, მაგრამ ისინი საჭირო ტრანსფერებია - ბრუმა შეტევის ხაზს გააძლიერებს. ივო მვოგო კი გუნდის პირველი მეკარე იქნება.

ტოპ-10

10. ბარსელონა

მივიდნენ: ნელსონ სემედუ, ჟერარდ დეულოფეუ

წავიდნენ: კრისტიან ტელიო, ჟერემი მატიო

ნეიმარის წასვლა არწასვლა ყველაფერს შეცვლის, თუმცა იმ თანხად "ბარსელონას" მართლაც კარგი ფეხბურთელების მიყვანა შეუძლია. მაგრამ სანამ (თუ) ეს ტრანსფერი არ განხორციელებულა, ჩვენ მასზე არ ვლაპარაკობთ. სემედუ მარჯვენა მცველია, რომელიც "ბარსას" ესაჭიროება, დეულოფეუ შინ ბრუნდება.

9. არსენალი

მივიდნენ: სეად კოლაშინაცი, ალექსანდრ ლაკაზეტი

წავიდნენ: იაია სანოგო, ვოიცეხ შჩესნი

"არსენალმა" სასტარტოს ორი ფეხბურთელი ნაადრევადვე დაიბევა. ფანებს, რა თქმა უნდა, არ მოეწონათ შჩესნის გაყიდვა, მას ახალ ჩეხად მოიაზრებდნენ, პოლონელს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა "რომაში".

8. რეალი

მივიდნენ: ტეო ერნანდესი, დანი სებალიოსი

წავიდნენ: მარიანო დიასი, დიეგო ლორენტე, პეპე, ფაბიო კოენტრაო, ხამეს როდრიგესი

"რეალს" ბევრი არ ესაჭიროება, მაგრამ ხანდახან ეს კლუბი საქმეს ირთულებს ხოლმე - როგორ უნდა შეცვალო გუნდი, რომელმაც ყველაფერი მოიგო, გამარჯვების ფორმულის შეცვლა შეიძლება?

პეპეს წასვლა ცუდია, მაგრამ იჯარიდან დაბრუნდა ხესუს ვალიეხო. ტეო ერნანდესი საინტერესო შემატებაა გუნდისთვის და ის უკვე ახლა სჯობს კოენტრაოს. დანი სებალიოსი ხამესის ნაცვლას მივიდა. ზიდანმა ელიტურ გუნდს ორი ბრწყინვალე ახალგაზრდა დაამატა და მან მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაკარგა, ისიც 34 წლისა.

7. ჩელსი

მივიდნენ: ვილი კაბალიერო, ანტონიო რიუდიგერი, ტიემუა ბაკაიოკო, ალვარო მორატა

წავიდნენ: ხუან კუადრადო, ბერტრან ტრაორე, ასმირ ბეგოვიჩი, კრისტიან ატსუ, ნათანიელ ჩალობა, ოლა აინა, რუბენ ლოფტუს-ჩიკი

ალვარო მორატა შესანიშნავი შენაძენია და დიეგო კოშტას ალტერნატივა (შესაძლოა, უკეთესიც). ბაკაიოკო ნგოლო კანტესთან ერთად ნახევარდაცვის ცენტრს გაამაგრებს. ანტონიო კონტეს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი, მაგრამ გუნდის გადახალისება შესანიშნავად დაიწყო.

6. დორტმუნდი

მივიდნენ: მაქსიმილიან ფილიპი, ომერ თოფრაქი, მაჰმუდ დაუდი, დან-აქსელ ზაგადუ

წავიდნენ: ადრიან რამოსი, მატიას გინტერი, სვენ ბენდერი

თოფრაქს დორტმუნდელები დიდ ხანს ელოდნენ, ფილიპი ძალიან კარგი შენაძენია გუნდისთვის. ზაგადუ კი მომავალზე გათვლით არის ნაყიდი. დაუდმა ნახევარდაცვაში მოტორი უნდა შეაკეთოს, რომელიც გუნდიდან გიუნდოგანის წასვლის შემდეგ, ცუდად მუშაობს.

სამი ფეხბურთელი კარგ ფასად გაიყიდა. სვენ ბენდერი იმდენ ხელფასს იღებდა, რამდენსაც ყველა დანარჩენი ახალწვეული ერთად აიღებს.

5. მანჩესტერი

მივიდნენ: ვიქტორ ლინდელიოფი, რომელუ ლუკაკუ

წავიდნენ: ადნან იანუზაი, უეინ რუნი

"იუნაიტედს" სამი პოზიციიის გაძლიერება ძალზე ესაჭიროებოდა, ორზე გუნდმა პრობლემა აღმოფხვრა ლინდელიოფისა და ლუკაკუს შეძენით. მესამე დაცვითი ტიპის ნახევარმცველია, რომელიც პოგბას შემტევ პოტენციალს გამოუთავისუფლებს. რუნის წასვლა მტკივნეულია, მაგრამ საჭირო. იანუზაი ნიჭიერია, მაგრამ არა "იუნაიტედისთვის".

4. სიტი

მივიდნენ: ბერნარდო სილვა, ედერსონ მორაეში, კაილ უოკერი

წავიდნენ: ენეს უნალი, პაბლო საბალეტა, გაელ კლიში, ბაკარი სანია, ხესუს ნავასი, აარონ მუი, რუბენ სობრინო, ნოლიტო

შესაძლოა, "სიტის" ფანები მეტს ელოდნენ, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დაკეტვამდე დიდი დროა, გუნდმა კი სამი ბრწყინვალე ფეხბურთელი უკვე დაიმატა. კაილ უოკერი "სიტისთვის" პრობლემურ პოზიციას იდეალურად მოერგება. ბერნანრდო სილვა და ედერსონ მორაეშიც კარგი შენაძენებია. შემდეგი შესაძლოა, იყოს მცველი დანილო.

3. ევერტონი

მივიდნენ: ჯორდან პიკფორდი, დავი კლაასენი, მაიკლ კინი, სანდრო რამირესი, უეინ რუნი, კუკო მარტინა

წავიდნენ: რომელუ ლუკაკუ, ჟერარდ დეულოფეუ, ტომ კლევერლი, ეიდენ მაკგიდი

ბოლოს მათ კუკო მარტინა უფასოდ აიყვანეს და მაკგიდი ჩემპიონშიპში გავარდნილ "სანდერლენდში" გაყიდეს. მარტინა სავარაუდოდ, კლუბის ყველაზე ცუდი შენაძენია, მაგრამ ლივერპულელებმა სატრანსფერო სეზონის ადრეულ სტადიაზე იყოჩაღეს.

2. ბაიერნი

მივიდნენ: კორენტინ ტოლისო, ნიკლას ზიულე, სებასტიან რუდი, კინგსლი კომანი, ხამეს როდრიგესი

წავიდნენ: მეჰდი ბენატია

გნაბრი შემადგენლობაში ალბათ ვერ მოხვდებოდა და "ჰოფენჰაიმში" მისი იჯარა ჭკვიანური ნაბიჯია. ჯერ არ მოსულა ის დრო, როცა გნაბრი რიბერის შეცვლის. ტოლისო და ხამესი კი კლუბის დიდებული შენაძენებია.

1. მილანი

მივიდნენ: ანდრე სილვა, ფრანკ კესიე, რიკარდო როდრიგესი, მატეო მუსაკიო, ჰაქან ჩალჰანოღლუ, ფაბიო ბორინი, ანდრეა კონტი, ანტონიო დონარუმა, ლუკას ბილია, ლეონარდო ბუნუჩი

წავიდნენ: კეისუკე ჰონდა, დიეგო ლოპესი, ანდრეა პოლი, ჯანლუკა ლაპადულა, მატია დე შილიო

"მილანი" სატრანსფერო სეზონის ნამდვილი ჩემპიონია, ის უგებს ბრძოლას "ბაიერნს", რომელმაც იტალიური კლუბის პირველობა ეჭვქვეშ მას მერე დააყენა, რაც "რეალიდან" ხამესი გადაიბირა, მაგრამ "მილანის" საპასუხო სვლა იყო - ბონუჩი. გუნდმა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველში 40 მილიონი ევრო გადაიხადა.

"მილანის" ყოველი შენაძენი გუნდის გასაძლიერებლადაა გაკეთებული, ეს ყველაფერი კი კლუბს "სკუდეტოს" მაძიებელთა სიაში აბრუნებს.

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
გამოცდილი ნახევარმცველი შეიძლება პსჟ-ში პორტუგალიურ დიასპორას შეუერთდეს
[VIDEO] ვალვერდემ დონარუმა სამჯერ დაამწუხრა - "სპორტინგი" ნორვეგიაში განადგურდა
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
[VIDEO] თრილერი "სენტ ჯეიმს პარკზე" - 10-კაციანმა "ნიუკასლმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო წამებზე ულამაზესი გოლით დაამარცხა
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"იუვეს" თავდამსხმელი "ევერტონში" გადავიდა
გულშემატკივარმა თავი ძელზე მიიბა - უცნაური ამბავი პრემიერლიგაში
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ალეგრი "რეალის" მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში თან ორი ფეხბურთელის გადაყვანას მოითხოვს
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
2 გაუქმებული გოლი, დრამა და შედევრი - "არსენალი" ისევ დამარცხდა [VIDEO]
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
არტიომ ძიუბას "ევერტონში" შესაძლო გადასვლა მართალი არ გამოდგა
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
"პრემიერლიგის მოგება ყველაზე რთული რამაა. თუ კიდევ ქულებს დავკარგავთ, ყველაფერი დასრულდება" - პეპ გვარდიოლა
თუ კერიკი წავა - "მანჩესტერ იუნაიტედს" ამ სამი მწვრთნელიდან ერთ-ერთი ჩაიბარებს
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ახალი კონტრაქტი ლეაოს - "მილანში" პორტუგალიელის შენარჩუნება დიდი ხნით სურს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
TeamTalk: "მანჩესტერ იუნაიტედი" კვარაცხელიას სენსაციური ტრანსფერისთვის ემზადება
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"მანჩესტერ სიტიმ" "ევერტონს" სძლია და გალიდერდა [VIDEO]
პრემიერლიგა. XVIII ტური: "ტოტენჰემმა" "ევერტონი" გაანადგურა [VIDEO]