პირველი დღის შედეგები
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ცურვაში მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი დღე იყო. გათამაშდა მედლების ოთხი კომპლექტი და აქედან სამ სახეობაში გამარჯვება ამერიკელმა მოცურავეებმა მოიპოვეს.

დღის გმირი აღმოჩნდა აშშ-ის ნაკრების ლიდერი კეტი ლედეკი. მან 400-მეტრიანი დისტანცია თავისუფალი სტილით ცურვაში 3 წუთსა და 58.34 წამში დაფარა და კარიერაში მსოფლიოს ჩემპიონატის მეათე ოქრო მოიგო. მან მთელი სამი წამით აჯობა მეორე ადგილზე თანამემამულეს ლეა სმიტს.

კიდევ ორი ოქრო ამერიკელებმა 4x100 მეტრზე თავისუფალი სტილის ესტაფეტაში მოიპოვეს. ამ დისციპლინაში ქალების ფინალში ისტორიული შედეგი დაფიქსირდა: შვედეთის ნაკრებში პირველ ნომრად ცურავდა სარა სოსტრიომი და მან მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა 100 მეტრზე ცურვაში.

სოსტრიომი პირველი ქალი მოცურავეა ცურვის ისტორიაში, ვინც ამ დისციპლინაში 52 წამიდან გამოსვლა შეძლო. ესტაფეტაში გამარჯვება მოიპოვა ლედეკიმ, ასე რომ, 20 წლის ლეგენდამ მსოფლიოს ჩემპიონატი დუბლით გახსნა.

პირველი დღის შედეგები:

400 მ. თავისუფალი

ქალები

1. კეტი ლედეკი (აშშ) - 3.58,34

2. ლეა სმიტი (აშშ) - 4.01,54

3. ლი ბენჟი (ჩინ) - 4.03,25

კაცები

1. სუნ იანი (ჩინ) - 3.41,28

2. მეკ ჰორტონი (ბრიტ) - 3.43,85

3. გაბრიელე დეტი (უნგ) - 3.43,93

4x100 მ. თავისუფალი

ქალები

1. აშშ - 3.31,72

2. ავსტრალია - 3.32,01

3. ჰოლადნია - 3.32,64

კაცები

1. აშშ - 3.10,06

2. ბრაზილია - 3.10,34

3. უნგრეთი - 3.11,99

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე