<p>სამშაბათს, „ბაიერნისა“ და „ინტერის“ დაპირისპირების (2:3) დამთავრების შემდეგ, მიუნხენური კლუბის ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი „ნერაძურის“ მცველ მარკო მატერაცისკენ იწევდა <br></p><p>სამშაბათს, „ბაიერნისა“ და „ინტერის“ დაპირისპირების (2:3) დამთავრების შემდეგ, მიუნხენური კლუბის ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი „ნერაძურის“ მცველ მარკო მატერაცისკენ იწევდა – ადგილი ჰქონდა მცირე შეხლა-შემოხლას, რის შემდეგაც შვაინშტაიგერმა ჟურნალისტებს უთხრა, ზინედინ ზიდანის ახლა უკვე ძალიან კარგად მესმის, მატერაცი პროვოკატორია და ჯერ თამაშის წინ, მერე კი საფინალო სასტვენის შემდეგაც ცუდი რაღაცები მომაძახაო. იტალიელმა მცველმა გერმანელ ფეხბურთელს პასუხი საკუთარი ვებ-გვერდის მეშვეობით გასცა. აი, რას წერს მატერაცი:</p><p>„შვაინშტაიგერი ძალიან ბევრს ლაპარაკობს, გრძელი ენა ჰქონია. მე კი მის შესახებ მხოლოდ ამას ვიტყვი: როგორც ჩანს, რაღაც ორიგინალურის გაკეთება უნდოდა, როცა პროვოკატორი მიწოდა. ორი კვირაა, შვაინშტაიგერი მილანის „ინტერზე“ ლაპარაკობს და თანაც, ძალიან ცუდად. მან თქვა, რომ სამშაბათს დიდი რევანში შედგებოდა, რომ „ბაიერნი“ აუცილებლად შურს იძიებდა მადრიდული ფინალის წაგებისთვის. მან ისიც თქვა, „ინტერი“ ალბათ ისე ითამაშებს, როგორც ზოგადად იტალიელები თამაშობენ ხოლმეო და ერთ-ერთ ინტერვიუში იტალიური ფეხბურთი შეურაცხყო. ესეც არ იკმარა და თქვა, იტალიური კლუბებიდან, მარტო „მილანის“ ფეხბურთელებს ვცნობ სახეზეო. იმედია, „ინტერის“ ფეხბურთელებს სახეზე სამშაბათის მერე მაინც ცნობს. მე მისთვის ცუდი არაფერი მითქვამს და ალბათ ნერვები იმიტომ მოეშალა, რომ სახის გამომეტყველება მქონდა ძალიან მკაცრი. პროვოკატორს ალბათ იმიტომ მიწოდებს, რომ თამაშის წინ და თამაშის მერეც შევახსენე, რომ უმჯობესია, მოგებული თამაშის მერე ილაყბოს ხოლმე...“</p>
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა