სადისციპლინო საკითხი
„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ასისტენტი-მწვრთნელი ჯო ჯორდანი უეფამ ერთი მატჩით დასაჯა. მიზეზი: მას ჯენარო გატუზომ ყელში ხელი წაუჭირა. დაგვეთანხმებით, მეტისმეტად უცნაურად ჟღერს, მაგრამ ინგლისური გაზეთები ჰარი რედნაპის მარჯვენა ხელის დასჯას სწორედ ასე აღიქვამენ. ისინი წერენ, რომ ეს ადამიანი უეფამ დასაჯა რადგან... მას ვიღაც თავს დაესხა. „ლელოს“ მკითხველს კარგად ახსოვს „სან სიროზე“ დატრიალებული ამბები. „დეილი მეილი“ წერს, რომ „სფურზისთვის“ ეს იყო პირველი მეოთხედფინალი ჩემპიონთა ლიგაში და ინციდენტები, რომლებიც მისი მსვლელობისას დატრიალდა, ჯორდანს არ გამოუწვევია. 1980-იანი წლების შოტლანდიელი ფორვარდი სრულიად უდანაშაულო იყო, მაგრამ... ერთი სიტყვით, ჯორდანი შემდეგ შეხვედრას გამოტოვებს, დისკვალიფიკაცია კი უეფას განმარტებით მხოლოდ მოედნის კიდიდან ტრიბუნაზე გადაჯდომას კი არ ნიშნავს. ევროპულად დისკვალიფიკაცია იმასაც ნიშნავს, რომ ჯორდანი ვერც გასახდელში ჩავა და შეხვედრის მსვლელობისას თანამშრომელთაგანაც ვერავის დაურეკავს.

ჰარი რედნაპმა აღშფოთება ვერ დამალა: „ეს ნამდვილი სკანდალია. მეტიც, ეს სიგიჟეა. რისი გულისთვის დასაჯეს ჯორდანი? ის დაზაფრულია. მას სასჯელი არ დაუმსახურებია. დაჯერებაც კი მიჭირს.

რასაკვირველია, მე მისი გვერდში დგომა დამაკლდება. ყოველთვის კარგია, როდესაც მხარში ვიღაც გიდგას.“

ჯენარო გატუზო ჯორდანზე შეტევისთვის, მოგეხსენებათ, ოთხთამაშიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ფეხბურთელი ამტკიცებდა, რომ „სფურზის“ მწვრთნელის თანაშემწემ მას „იტალიელი ნაბიჭვარი“ უწოდა, თუმცა ჯორდანი, რომელიც თავად გახლდათ „მილანის“ ფეხბურთელი და ბევრი იტალიელი მეგობარი ჰყავს, ამბობს, რომ ეს ტყუილია.

რედნაპმა დასძინა: „ჯო სრულიად უდანაშაულოა. მას ეროვნული შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია და ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.“

და მაინც, რამ გამოიყვანა გატუზო წყობიდან? რამდენადაც „დეილი მეილმა“ გამოჩხრიკა მან გატუზოს უხეში ტერმინის გამოყენებით „წადი აქედან“ უთხრა. „ტოტენჰემს“ აპელაციის შესატანად სამი დღე აქვს.

უეფას სადისციპლინო კომიტეტმა „არსენალის“ მწვრთნელი არსენ ვენგერი და ფეხბურთელი სამირ ნასრიც დასაჯა. ამ შემთხვევაში მიზეზი „ბარსელონასა“ და „არსენალის“ შეხვედრის მსაჯ მასიმო ბუსაკას გალანძღვა იყო. მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში ბუსაკამ მოედნიდან „მეთოფეთა“ თავდამსხმელი რობინ ვან პერსი გააგდო. ვენგერს და ნასრის ჩემპიონთა ლიგის შემდეგი შეხვედრის გამოტოვება მოუწევთ. ვენგერს ფულადი ჯარიმა, 10 000 ევროს გადახდაც დააკისრეს.

ვენგერმა თქვა: „ვიცოდი, რომ დამსჯიდნენ, რადგან ისინი ასეთ კრებებს მხოლოდ ვინმეს დასასჯელად ატარებენ.“

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო