თბილისის ოლიმპიური სასახლე 8-20 აგვისტოს 19-წლამდელ ხელბურთელ ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს

თბილისის ოლიმპიური სასახლე 8-20 აგვისტოს 19-წლამდელ ხელბურთელ ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს. საქართველოს დედაქალაქში 24 ქვეყნის საუკეთესო გუნდები მოიყრიან თავს. ბაზელში, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის შტაბბინაში, წილისყრამ ისინი ოთხ ჯგუფში გადაანაწილა:

A ჯგუფი: საფრანგეთი, დანია, შვედეთი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ნორვეგია

B ჯგუფი: გერმანია, ისლანდია, საქართველო, ჩილე, იაპონია, ალჟირი

C ჯგუფი: ხორვატია, არგენტინა, ბრაზილია, პორტუგალია, ვენესუელა, კორეა

D ჯგუფი: სლოვენია, ესპანეთი, სერბეთი, ტუნისი, რუსეთი, მექსიკა

როგორც ვხედავთ, ჩვენი გუნდი B ჯგუფში მოხვდა. მართალია, ის, A-ს მსგავსად, სიკვდილის ჯგუფად არ არის მონათლული, მაგრამ საკმაოდ ძლიერი და თანაბარი ძალის გუნდებმა მოიყარეს თავი. ისინი მთავარ დარბაზში ითამაშებენ. შეხვედრათა განრიგი ასეთია:

8 აგვისტო: 14:00. ისლანდია-იაპონია 16:00. გერმანია-ჩილე 19:00. საქართველო-ალჟირი

9 აგვისტო: 16:00. ჩილე-ისლანდია 18:00. იაპონია-საქართველო 20:00. ალჟირი-გერმანია

11 აგვისტო: 10:00. გერმანია-იაპონია 12:00. ჩილე-ალჟირი 18:00. ისლანდია-საქართველო

12 აგვისტო: 16:00. ისლანდია-ალჟირი 18:00. საქართველო-გერმანია 20:00. იაპონია-ჩილე

14 აგვისტო: 10:00. იაპონია-ალჟირი 12:00. გერმანია-ისლანდია 18:00. საქართველო-ჩილე

15 აგვისტო: დასვენების დღე

16 აგვისტო: მერვედფინალი და პრეზიდენტის თასი XVII-XXIV ადგილებისთვის

17 აგვისტო: მეოთხედფინალი და მატჩები IX-XVI ადგილებისთვის

18 აგვისტო: დასვენების დღე

19 აგვისტო: ნახევარფინალი, I-IV, V-VIII ადგილები

20 აგვისტო: ფინალები

ცხადია, ჩემპიონატის მონაწილე გუნდები თბილისური ბატალიებისთვის მონდომებით ემზადებიან. ყველას თავის გეგმა და მიზანი აქვს. აი, რას ფიქრობს ფინალურ ეტაპზე ჩვენი ჯგუფის წევრი ისლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბარნი ფრიტზონი, რომელმაც 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებში საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვერცხლის მედალი დაისაკუთრა:

- მსოფლიოს ჩემპიონატზე სუსტი ნაკრები ვერ მოხვდება, ამიტომაც ყველა ჯგუფი ძლიერია. - ამბობს ფრიტზონი. - რაც შეეხება B ჯგუფს, საკმაოდ ანგარიშგასაწევი გუნდებია თავმოყრილი. უდავო ლიდერი კი გერმანიაა. ალემანები, ზოგადად, ტურნირის ფავორიტებადაც მიმაჩნია. ვფიქრობ, ჩვენი ჯგუფიდან ყველა გუნდს აქვს შანსი, საუკეთესო 16-ეულში მოხვდეს.

- საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებზე რას ფიქრობთ?

- სიმართლე გითხრათ, თქვენი ასაკობრივი გუნდის შესახებ მწირი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატამდე ჯერ არის დრო და მისი თამაშის სტილს აუცილებლად შევისწავლით. რაც შეეხება ზოგადად ქართულ ხელბურთს, კარგი ტრადიციები გქონიათ. როგორც იცით, ისლანდიაში საკმაოდ ძლიერი ქართველი მეკარე გვყავდა - როლანდ ერაძე, რომელიც ჩვენს სამწვრთნელო შტაბშია და თბილისშიც გეწვევათ. მისგან მსმენია, რომ სპორტის ამ სახეობაში ქართველებს საკმაოდ დიდი ისტორია გაქვთ და, რა თქმა უნდა, შინაური კედლების დახმარებით ჯგუფური ეტაპის გადალახვას შეეცდებით.

- თქვენს გუნდზე არაფერი გითქვამთ...

- (ეცინება). საიდუმლოს ნამდვილად ვერ გავთქვამ. მთავარი ის არის, რომ თბილისში საბრძოლველად მოვდივართ. ვფიქრობ, ჩვენთან იოლი გასეირნება არავის ელის და ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია. იმედია, ჩემი ბიჭები 8 აგვისტოსთვის იდეალურ ფორმაში იქნებიან.

- ჩემპიონატის ფავორიტებად, მაინც, ვის მიიჩნევთ?

- ვფიქრობ, ხორვატია, გერმანია და საფრანგეთი ტურნირის აშკარა ფავორიტები არიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა