თბილისის "დინამოს" პრესცენტრის ინგლისელი თანამშრომელი საინტერესო ამბავს ჰყვება
ბოლო ათწლეულებში ინგლისი ასაკობრივ საფეხბურთო ნაკრებებში დიდი წარმატებებით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ უკანასკნელ ხანს აშკარად მოფერიანდა.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასული გუნდების მთავარი მწვრთნელებისა და კაპიტნების პრესკონფერენციაზე ბრიტანელთა მთავარმა მწვრთნელმა კიტ დაუნინგმა საინტერესო რამ განაცხადა კითხვაზე - რატომ შეცვალეთ ინგლისელებმა სტილიო?

"დიახ, დიდი ფიქრის შემდეგ, ინგლისში ჩვენს საფეხბურთო სტილში კორექტივის შეტანა გადაწყდა.

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ სენტ-ჯორჯ პარკში საფეხბურთო აკადემია დააფუძნა, სადაც ფეხბურთელების ახლებურად აღზრდა დაიწყეს. ამ აკადემიის და ერთიანი ფილოსოფიის შეცვლის შედეგია, 20-წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონები რომ გავხდით", - განაცხადა დაუნინგმა, რომელმაც ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოაგებინა.

ამ ქვეყანაში დიდი ცვლილებები რომ დაიწყო, ეს აშკარაა. ვფიქრობ, ამის შესახებ თბილისის "დინამოს" პრესცენტრის ინგლისელი თანამშრომლის, დემიენ ტეილორის მონათხრობი დაგაინტერესებთ - მონათხრობი ქართული ფეხბურთის სამსახურში ჩამდგარი ძალიან საინტერესო ადამიანისა, რომელიც ქართულად ლაპარაკობს და მეგობრებმა "ინგლიშმენი" შეარქვეს.

ჩვენთვის თემა საინტერესოა იმითიც, რომ გავიგოთ, როგორ მოახერხეს ბრიტანელებმა ფეხბურთში სერიოზული ძვრების განხორციელება...

"2012 წელს, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ სენტ-ჯორჯ პარკში საფეხბურთო აკადემია რომ დააფუძნა, იქ საათიც დააყენა. ეს არ იყო უბრალო საათი - ის აჩვენებდა, რამდენი დრო იყო დარჩენილი 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალამდე.

გრეგ დაიკი, რომელიც ამ აკადემიაზეა პასუხისმგებელი, ამბობს, რომ ეს გამიზნულად კეთდებოდა, რათა ინგლისის ნაკრების წევრებსა და აკადემიის თანამშრომლებს ახსენებდეს, რა არის მათი თამაშისა და საქმიანობის მთავარი მიზანი - ინგლისმა მსოფლიოს ჩემპიონობა უნდა მოიპოვოს...

ამ კუთხით, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ასაკობრივი ნაკრებების წარმატებას. 20-წლამდელებმა სამხრეთ კორეაში მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმეს, 21-წლამდელები პოლონეთში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ, ხოლო კიტ დაუნინგის გუნდმა საქართველოში ოქროს მედლები მოიპოვა.

სენტ-ჯორჯ პარკის საფეხბურთო აკადემიაში ფეხბურთელებს სწორედ გამარჯვებულის მენტალიტეტს უღვივებდნენ, რათა ამით დაწეოდნენ ესპანელებს, გერმანელებს, პორტუგალიელებსა და ფრანგებს, რომლებიც ასაკობრივ ჩემპიონატებში ყველაზე წარმატებულები იყვნენ და შემდეგ ეს მენტალიტეტი სანაკრებო დონეზე გადაჰქონდათ", - ამბობს ტეილორი.

მან ინგლისელთა შეცვლილ საფეხბურთო ფილოსოფიაზეც ილაპარაკა:

"ძველ და ახალ ინგლისს შორის მართლაც დიდი განსხვავებაა. ესაა მიზეზი, თუ რატომ იყო 19-წლამდელთა ნაკრები კარგი გუნდი, რომელიც გონივრულ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობდა.

2014 წლის მუნდიალისა და ევრო 2016-ის ჩაგდების შემდეგ, ინგლისის ასოციაციაში გრეგ კლარკი მივიდა, რომელიც პირველად ალაპარაკდა იმაზე, რომ ყველა ნაკრებს ერთი სტილით უნდა ეთამაშა, რათა ინგლისმა 1966 წელს მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონობის გემო გაიხსენოს.

რა მიმართულებით უნდა წასულიყო ინგლისი, რომელსაც საკუთარი ფეხბურთის აღარ სჯეროდა და რა უნდა ყოფილიყო მოდელი - კლერფონტენის ფრანგული აკადემია, კიოლნის გერმანული მოდელი, კოვერჩიანოში იტალიელთა მიერ არჩეული გეზი თუ ესპანური მოდელი?

საბოლოოდ, ინგლისის ასოციაცია საკუთარ სტილს შეელია და ახალი, თანამედროვე ინიციატივების გადმოღება სცადა. მაგრამ ერთ-ერთი მიზანია, რომ ნაკრებებში შენარჩუნებულ იქნას საუკეთესო ინგლისური თვისებები და, ამავე დროს, სხვა ქვეყნებიდან საუკეთესო გამოცდილება გავიზიაროთ.

ასოციაცია ყველა ასაკობრივ ნაკრებში ამ ფილოსოფიას ახორციელებს. საინტერესოა, რომ იგივე ეხება არა მხოლოდ კლასიკურ და ქალთა ფეხბურთს, არამედ ფუტსალსაც. ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ განსხვავება არ უნდა არსებობდეს. თავიდან ამას ბევრი ეწინააღმდეგებოდა. მაგრამ ასაკობრივი ნაკრებების წარმატებებმა ყველა დაარწმუნდა, რომ ეს სწორი გზა იყო და ახლა ამ გუნდებით ყველა აღფრთოვანებულია".

ტეილორი აკადემიის მშენებლობისა და საქმიანობის საინტერესო დეტალებზეც გველაპარაკა:

"ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის იდეა იყო, რომ "უემბლის" სტადიონის რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ საკუთარი ცენტრი აეშენებინა. საჭირო იყო დიდი ტერიტორია ქვეყანის შუაგულში, რათა თავიდან აეცილებინათ ბრალდებები, თითქოს, ყველაფერი ლონდონისთვის კეთდებოდა. თანაც, რეგიონებში მიწა უფრო იაფი ღირდა. 2001 წელს, ასოციაციის ტექნიკურმა დირექტორმა და "ლიდსის" ყოფილმა მენეჯერმა ჰოვარდ უილკინსონმა (რომელიც ამ პროექტის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო) ორგანიზაციას სტატფორშირში ტერიტორია 2 მილიონ ფუნტად შეურჩია.

დიდი სასპონსორო ხელშეკრულებების დამსახურებაა, რომ ასოციაციამ ამ პროექტის დაფინანსება მოახერხა. მისი მშენებლობა 2003 წელს დაიწყო და 105 მილიონი ფუნტი დაჯდა, 2012 წლის 9 ოქტომბერს კი ის ასოციაციის პრეზიდენტმა, პრინც უილიამმა გახსნა.

აკადემია ფინანსურად მომგებიანი რომ ყოფილიყო, "ჰილტონს" ტერიტორიაზე სასტუმროს აშენების ნება დართეს, "ნაიკს" - თავისი საქმიანობის წარმართვის, ხოლო სენტ-ჯორჯ პარკის მოედნებით სარგებლობისთვის კლუბები იჯარის ფულს იხდიან.

130 ჰექტარზე გადაჭიმულ საფეხბურთო ცენტრში ერთი გოჯიც არაა აუთვისებელი. არის 12 მოედანი, რომელიც ზუსტად "უემბლის" ზომისაა და, სხვათა შორის, საფარიც მისგან არაფრით განსხვავდება.

აკადემიაშია ბიბლიოთეკა და ინტერაქტიული კვლევის ცენტრი, ასევე ფიტნეს და სარეაბილიტაციო ცენტრები. ინგლისის ყველა ნაკრები მატჩის ან ტურნირისთვის იქ ემზადება".

თბილისის "დინამოს" პრესცენტრის თანამშრომელი აკადემიის სწავლების სოციალურ მხარეზეც გველაპარაკა:

"სენტ-ჯორჯ პარკში კიდევ ერთი მიზანია - ფეხბურთმა უნდა გააერთიანოს ადამიანები განურჩევლად ასაკისა, უნარისა ან სქესის. ამას გარდა, აკადემიაში ასწავლიან არა მხოლოდ ფეხბურთის თამაშს, არამედ ცხოვრებისეულ ასპექტებსაც - როგორ უნდა იაზროვნონ და ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად. და თუ ახალგაზრდა ადამიანი კარიერას ვერ აიწყობს, ან ტრავმის გამო ჩამოშორდება ფეხბურთს, უნდა ჰქონდეს გარკვეული ცოდნა, რათა სამუშაო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გახდეს და ადგილი სხვა სფეროშიც დაიმკვიდროს.

შესაძლებელია თუ არა ამ მიზნის მიღწევა, მხოლოდ მომდევნო 20-30 წლის განმავლობაში გამოჩნდება. ეს პროექტი უდიდესი თანხა დაჯდა და ორგანიზაცია ლამის გააკოტრა. მაგრამ ასაკობრივი ნაკრებების წარმატებები აჩვენებს, რომ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ სწორი ნაბიჯები გადადგა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jorj
კარგია ესეთი სტატიები.........
ვეტერანი
კითხეთ ინგლისელს თუ აპირებენ ამ მართლა პირველი თამაშის დაბრუნებას და მის განვითარებაზე პასუხისმგებლობის აღებას. ფიფა-ს როგორც მონოპოლისტს რეფორმები არ სჭირდება. მოკლედ ამ თამაშს პატრონი არ ჰყავს და თუ დროზე არ მიხედავენ მარტო კარგი მოთამაშეების დეფიციტი მოკლავს ამ თამაშს. 48 თვეში მარტო 1თვე მსოფლიო ჩემპიონატი. 36 თვე ეროვნული ლიგები. წესები აბდაუბდა და ზოგჯერ კომიკური......
ვაჟა
ბატონო მერაბ! 70 წლის წინ თბილისში მოქმედებდა 35 საფეხბურთო სკოლა, რომელმაც აღზარდა უდიდესი ქართველი - მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელები, შემდეგ "ნორჩი დინამოელი" და "ავაზა", ქუთაისში, ბათუმში(იმ დროს სტადიონი ქონდა)გამოჩნდებოდა თუ არა ნიჭიერი ბიჭი ამ სკოლებში მოყავდათ!!!ეს იყო ფეხბურთელის აღზრდის "ქართული მოდელი".
haha-s
არც 130 ჰექტარია პრობლემა და არც 108 მილიონ ფუნტზე ნაკლებს ვხარჯავთ ჩვენ მაგრამ არ მოდის შედეგი. მარტო ფული არ შველის საქმეს, საქმის მცოდნე ხალხიც უნდა გყავდეს და ჩვენ არავინ გვყავს.
haha
უჰ. ადვილი ყოფილა. სულ რაღაც 130 ჰექტარი და 108 მილიონი ფუნტი. ბიძინა გეიგე???
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა