"კლივლენდის" გამთამაშებელს სხვა გუნდში გაცვლა სურს
კვლავაც გაუგებარი სიტუაციაა გამთამაშებელ კაირი ირვინგთან დაკავშირებით, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ, "კლივლენდ კავალიერზის" ხელმძღვანელობას სხვა გუნდში გაცვლა მოსთხოვა.

როგორც ESPN წერს, 25 წლის კალათბურთელი ნიუ ჯერსიდან არის და უნდა იმ გუნდში გადასვლა, რომელიც მისი მშობლიური ქალაქიდან ახლოს იქნება. შესაბამისად, ირვინგს თურმე "ნიუ იორკ ნიქსში" სურს კარიერის გაგრძელება.

კაირიზე კიდევ ორი პრეტენდენტია "სან ანტონიო" და "ფინიქსი". როგორც Cleveland.com წერს, ამ უკანასკნელმა "კლივლენდს" შემდეგი პირობები წაუყენა:

"კავალიერზს" სურს მიიღოს გამთამაშებელი ერიკ ბლედსოუ, ფორვარდი ჯოშ ჯექსონი და 2018 წლის დრაფტზე პირველ რაუნდში არჩევანი. თუმცა, "სანზი" არ არის ასეთი წინადადების გასაკეთებლად მზად. მიმომხილველების ინფორმაციით, "ფინიქსი" არავითარ შემთხვევაში არ შეელევა 20 წლის ჯექსონს, რომელიც 2017 წლის დრაფტზე მეოთხე ნომრად აირჩია.

კაირის ცუდი გავლენა

ერთ-ერთი ამერიკული სკოლის მასწავლებლის ნიკ გულორის თქმით, მისი მოსწავლეები დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ დედამიწას ბრტყელი ფორმა აქვს. გუროლი ამბობს, რომ ბავშვების აზრზე იმოქმედა "კლივლენდის" მცველმა კაირი ირვინგმა.

"ნამდვილი პანიკა დამეწყო, - ამბობს NBC-სთან კომენტარში მასწავლებელი. - როგორ მოვახერხე ასე ცუდად მუშაობა, რომ ბავშვებს კალათბურთელის სიტყვების სჯერათ? ვცდილობდი ამეხსნა მათთვის ეს, ვუჩვენე ვიდეოც, მაგრამ ამან სიტუაციას არ უშველა.

მოსწავლეები ფიქრობენ, რომ მე ვარ შეთქმულების თეორიის მიმდევარი, ჩემი მიზანია - თავს მოვახვიო ხალხს აზრი, რომ დედამიწა მრგვალია. ძალიან მიჭირს მათ აზრი შევაცვლევინო. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მეცნიერება მათთვის არაფერს ნიშნავს".

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის "ყველა ვარსკვლავის უქმეების" დროს, კაირი ირვინგმა სრული სერიოზულობით განაცხადა, რომ დედამიწა ბრტყელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

aburjga
საერთოდ კია ბრტყელი, მაგრამ ეს კაირი ამ მთებს და ბორცვებს ვერ ხედავს ნეტავი?! დედამიწა არის თითქმის ბრტყელი და ცოტა დანაოჭებული!
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დონჩიჩისა და ირვინგის კომბინირებული 72 ქულა - "დალას მავერიქსი" სუპერფინალში გავიდა [VIDEO]
დონჩიჩისა და იოკიჩის შოუ ირვინგმა მოიპარა - გამთამაშებლის საოცარი ტყორცნა და ბოლო წამზე მოგებული მატჩი [VIDEO]
მაგარი მატჩი ბრუკლინში - "ნეტსი" ახალგაზრდა ვარსკვლავებთან დამარცხდა [VIDEO]
ლუკას წარმოუდგენელი სტატისტიკა - სლოვენიელმა ვარსკვლავმა ირვინგისა და დურანტის კომბინირებული 76 ქულა გადაფარა [VIDEO]
ზღაპრული მატჩი ბოსტონში - ტეიტუმმა "ბრუკლინი" სირენასთან ერთად დაამარცხა [VIDEO]
"მილუოკიმ" "ბრუკლინიც" დაამარცხა - სანდრო მოედანზე არ გამოჩენილა [VIDEO]