ასე თუ გაგრძელდა, ევროთასებზე ერთ საგზურს დავკარგავთ
ქართული კლუბები უეფას საკლუბო ტურნირებში აღარ არიან, მაგრამ ამ ზაფხულს მათ იმდენად კატასტროფულად იასპარეზეს, რომ საქართველო უეფას საკლუბო კოეფიციენტთა მიმდინარე რეიტინგში კვლავ კარგავს პოზიციას.

"სამტრედიის" კრახმა საქართველო უეფას ცხრილში კიდევ ერთი ადგილით დახია უკან

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩების მერე საქართველოს რეიტინგში ლიტვამაც გადაუსწრო. "სუდოვასა" და "ტრაკაის" კარგი თამაშის წყალობით, ლიტვამ ამ სეზონში 2,125 ქულა უკვე დააგროვა, როცა ჩვენი მონაგარი 0,125 ქულაა.

დღეისთვის საქართველო 45-ე პოზიციაზეა 5,0 ქულით. აღსანიშნავია, რომ ევროთასების დაწყებამდე ჩვენი ქვეყანა მე-40 პოზიციაზე იყო. მეტი უკუსვლა ამ სეზონში ნაკლებად არის მოსალოდნელი, ჩვენი გადასწრების შანსი მხოლოდ ლუქსემბურგს აქვს, რომლის "ფოლაც" საპასუხო მატჩში შვედურ "ოსტერსუნდს" უმასპინძლებს (პირველი 0:1 წააგო). ლუქსემბურგს 4,375 ქულა აქვს.

თუ საქართველო საკლუბო რეიტინგში 52-ე ადგილამდე დაქვეითდება (რაც ამ სეზონში ნამდვილად აღარ ელის), მაშინ ჩვენი ქვეყანა ევროთასებზე ერთით ნაკლები წარმომადგენლით წარდგება - 1 ჩემპიონთა ლიგაზე და 2 ევროპალიგაზე (3-ის ნაცვლად).

წლეულს ჩვენზე უკეთ იასპარეზა უეფას 55 წევრიდან 53-მა (კოსოვოს ქულა არ დაუგროვებია). გვაჯობეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიც სან მარინო და ანდორაა (0,166 ქულა თითოეულს).

შეგახსენებთ, რომ 2017/18 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონთა ლიგაზე "სამტრედია" წარადგენდა, რომელიც II საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთო და პირველივე ბარიერი ვერ გაიარა. ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდნენ ბათუმის "დინამო", საჩხერის "ჩიხურა" და ქუთაისის "ტორპედო".

ebbe sandi
კოსოვო სახუმარო გგონიათ?მიდით და ეთამაშეთ ვნახავთ რა შედეგს დადებთ... ალბანეთზე ლაპარაკიც კი ზედმეტია
999
ჯერ სანაკრებო (საკლუბო ხომ გლიჯავს ევროტურნირებზე) თამაში არ მოგიგიათ და ქულებს რაში მოგანიჭებდნენ?
sos
საგზური კი არა კვახი...ვითომ თქვენც სახელმწიფო ხართ და თქვენც ღებულობთ მონაწილეობას რაღაც რაღაცებში,რასაც იმსახურებთ ის ხართ
სოსო
მომავალი წელი ამაზე უარესი აღარ(ვეღარ)იქნება,ასე რომ მეგობრებო,მოიკრიბეთ მოთმინება და ელოდეთ მომავალი წლიდან აღმასვლას.ეს ყველაფერი სიმწრით ნათქვამია,მაგრამ სერიოზულადაც თუ ვილაპარაკებთ,ვფიქრობ ეს ახალი სათამაშო მოედნები,აკადემიები,კერძო გუნდები ცოტცოტაობით რაღაც შედეგების მოცემას დაიწყებენ და რაღაც პროგრესი დაისახება,ეს საკლუბო მენეჯმენტის სკოლა გამოვლილი ხალხიც ცოტა რაღაცას მაინც შესცვლის კლუბების მენეჯმენტში და თუ იმედი გაჩნდა,მერე იმედიც უკვე დიდი ფაქტორია წინსვლისათვის
nini
მურთაზი-ს ვისთვისაა ფული?
აბა რა გეგონათ
კალაძის მიერ დაკომპლექტებული ფედერაციის მიერ დადებული შედეგი ეს არის. ენერგეტიკაში როგორ გაგვინახევრა ტარიფები ვხედავთ და ახლა კიდევ თბილისის მერად რომ ავირჩევთ მთლად ავშენდებით.
Tengo
რად გვინდა რო ეგ საგზური...
nika
რა სისულელეააააა! ფეხბურთი 250 მილიონით ფინანსდება და სხვა სპორტი მაგდენით არა და რატომ თუ იცით? იმიტომ რომ ფეხბურთში ჩასვრილები ვართ.
otar
სადამ რეგიონებსჰი არ იკნება პეხბურტის იფრასტრუკტურა როგორ ტბილისჰი უპრო ვარესი სჰედეგი იკნება
მურთაზი
....ფული არის, ნიჭი არის, ტრადიციები არის, შედეგი არ არის...ნეტავი რატომ? - შედეგი ალბათ იმიტომ არ არის რომ ფეხბურთში დასაქმებულია დიდი მადის მქონე კომბინატორები
zaza 197
ფედერაციამ აგოს პასუხი!!!!!!!!! ნამდვილად არ არის ისეთი მდგომარეობა საქართველოში, რომ ანდორამ, სან მარინომ, სომხეთმა ან მოდავეთმა გადაგვასწროს..უპატრონობა, მაიმუნობა და არაკომპეტენტურობა ანგრევს ყველაფერს, თორემ აუცილებლად უნდა ვიყოთ საშუალო ევროპულ დონესთან ახლოს....ფული არის, ნიჭი არის, ტრადიციები არის, შედეგი არ არის...ნეტავი რატომ?
MISHO MISHO
მალე ალბათ კოსოვოც გაგვისწრებს და ეგ იქნება! :(
tuko
ვეთანხმები ალეკოს!!! ფარერების დონეზე დავეშვით. თავმოყვარეობა აკლიათ როგორც ჩანს ჩვენ ფეხბურთელებსაც, მწვრთნელებსაც და ყველა იმ ადამიანს ვისაც ქართული ფეხბურთი აბარია. თორემ ამხელა ფიასკოს შემდეგ ტელევიზორშიც კი არ უნდა უყურებდნენ ფეხბურთს.იმაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია მოედანზე რო გადიან და ბურთს აგორებენ. ეხლა ვიღაც გამოვარდება და იტყვის, რაქნან ოჯახები ყავთ სარჩენიო. რა ქნან ჩემო ძმობილო და წავიდნენ და მიწა დაამუშავონ , არაბებს და ინდუსებს რო ჩაუგდეთ ჩვენი მიწა-წყალი
ალეკო
საერთოდ გავაუქმოთ ფეხბურთი საქართველოში და ეგ ფული ისეთი სპორტის სახეობებს მოვახმაროთ რომლებიც ღირსეულად გამოვლენ და ქვეყნის სამასხრაოდ არ გაიხდიან თავს
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" კანადის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]