კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-9 ეტაპი - ფინეთის რალი გაიმართა, რომელიც სენსაციური შედეგით დასრულდა

კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-9 ეტაპი - ფინეთის რალი გაიმართა, რომელიც სენსაციური შედეგით დასრულდა. სამი დღის ჯამში საუკეთესო შედეგი "ტოიოტას" ახალწვეულმა, ფინელმა ესაპეკა ლაპიმ უჩვენა. ეს მისთვის არათუ პირველი მოგება იყო რალიში, არამედ, პირველი პოდიუმი.

ლაპის ბოლო დღის წინ 50-წამიანი უპირატესობა ჰქონდა და მიუხედავად მარცხენა უკანა საბურავის დაზიანებისა, უახლოეს მდევარს - "ფორდის" ბრიტანელ პილოტს ელფინ ევანსს ფინიშზე 36 წამი მაინც მოუგო. მესამე ადგილზე "ტოიოტას" კიდევ ერთი ფინელი პილოტი იუჰო ჰანინენი გავიდა.

ფინეთის რალის შემდეგ, გენერალურ კლასიფიკაციას ორი ლიდერი ჰყავს - ბელგიელი ტიერი ნოივილი ფრანგ სებასტიან ოჟიეს დაეწია. მათ 160-160 ქულა აქვთ. 119 ქულით მესამეზეა ესტონელი ოტ ტანაკი, 112 ქულით მეოთხეზე - ფინელი იარი-მატი ლატვალა.

ჩემპიონატის დამთავრებამდე ოთხი ეტაპია დარჩენილი. შემდეგი ეტაპი 17-20 აგვისტოს გერმანიაში გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანქანა ბენზინგასამართ სადგურზე გააჩერა და უყვირა: "გადადი! არ მინდა შენთან საუბარი" და იქვე დატოვა მარტო" - ფრაგმენტები მაქს ფერსტაპენის ცხოვრებიდან
"ეს ორი რბოლა ჩემთვის ძალიან მნიშვენლოვანია" - სერხიო პერესი მოახლოებულ ოსტინისა და მექსიკის გრან-პრიზე
უმძიმესი რბოლა კატარში - რამდენიმე მრბოლელი გაითიშა, ერთმა დასრულებაც ვეღარ მოახერხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა