ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ვეცდებით, ახალი სეზონიდან ორივე ლიგაში სტადიონებზე ბუნებრივი საფარი იყოს"

"ვეცდებით, ახალი სეზონიდან ორივე ლიგაში სტადიონებზე ბუნებრივი საფარი იყოს"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გიორგი ზურაბიშვილის გადაცემაში სიახლე გააჟღერა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გიორგი ზურაბიშვილის გადაცემაში სიახლე გააჟღერა, რომელიც ინფრასტრუქტურას ეხება:

"ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომდევნო სეზონში როგორც ეროვნულ ლიგაში, ისე ეროვნულ ლიგა 2-ში აბსოლუტურად ყველაზე სტადიონზე იყოს ბუნებრივი საფარი".

გარდა ამისა, სფფ-ის პრეზიდენტმა საბავშვო ფეხბურთზეც ისაუბრა:

"ამ წლის ბოლოს საბოლოო სახით გვექნება ბავშვთა ფეხბურთის კონკრეტული პროგრამა, თავის დაფინანსებით და ხელშეწყობით.

ასევე, სექტემბრიდან სკოლებში შევდივართ. საუბარია 1000-ზე მეტ საჯარო სკოლაზე. დამწყები კლასების მოსწავლეებისთვის აბსოლუტურად ხელმისაწვდომი, ანუ უფასო იქნება ფეხბურთზე სიარული".

კობიაშვილმა ეროვნული ფორმატისა და ევროთასების ნაჩვენები შედეგების შესახებაც ისაუბრა.

"კრიტიკა აბსოლუტურად მისაღებია. მე ადრეც ვთქვი და დღესაც შემიძლია გავიმეორო, რომ ეს კრიტიკა სამართლიანია იმ შედეგიდან გამომდინარე, რაც ჩვენმა გუნდებმა დადეს ევროსარბიელზე.

აბსოლუტურად მიუღებული და კატასტროფული შედეგი იყო. ამას ნამდვილად არ ველოდი. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ეს რეალობაა და რაც მოხდა, მოხდა, ამას ვერ გამოვასწორებთ.

ფაქტია, რომ ეს კრიტიკა არის სამართლიანი და ამას ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ, უნდა ვიყოთ თვითკრიტიკულები, იქიდან გამომდინარე, თუ რა უნდა შევცვალოთ და რა გვაქვს გასაკეთებელი, რომ მომავალში ეს აღარ განმეორდეს.

ასევე, მინდა ხაზი გავუსვა ფორმატთან დაკავშირებით. ისე გამოჩნდა, თითქოს ჩვენ როცა ახალი ფორმატი დავაანონსეთ და განვახორციელეთ, ეს მაინცდამაინც ევროთასებისთვის კეთდებოდა.

ერთ-ერთი მიზეზი ეგ იყო ნამდვილად. დამეთანხმებით, რომ გაცილებით კომფორტულად არიან გუნდები, როდესაც 6 თვით ადრე იციან, რომ ევროთასებზე თამაშობენ, უფრო მომზადებულები ხვდებიან.

მარტო ფორმატი შეცვალო და ავტომატურად ევროთასებზე ხვდებოდე, ეგრე არ არის, კლუბებში უნდა მოხდეს სწორი მიმართულებით მუშაობა.

ფაქტი ის არის, რომ ვიღაცამ ეს ვერ გამოიყენა, თუმცა დარწმუნებული ვარ, მომავალში უფრო მზად შეხვდებიან კლუბები ევროთასებს", - თქვა კობიაშვილმა.

• mathe

იმაზე რას იტყვით ვისაც ამ ყველაფრის საშვალება აქ მაგრამ უსამართლოდ მოხსნეს ჩემპიონატიდან და აღარ აბრუნებენ , მას შემდეგ ეროვნული ლიგის ყურება უინტერესო გახდა

• otar

დიდი უბედურობაა რომ ბატუმსჰი გაანაგერეს 3 სტადიონი ,ეს კრიმინალია.

• S.P

ratom gadagkavt tema sxva hrilhi,vin amadlis kobis xelfas.magram tu sff prezidenti xar,parlamentarobas heehvi da saqmes mixede. xelfas ar igebs xom?gadakris bijos ha? Da saqme 0-i.e.i. Rahi gebulobs?

• 999

რად გინდა ტალანტიანმა ბავშვმა იაროს და ფულიანი მამიკოს შვილმა ჩაანაცვლოს? რაც სამწუხაროდ გახშირებულია საქართველოში

• xxx

ქუთაისელ-ს დგას ბიძიკო, დგას ბიძიკო ზუგდიდის სტადიონი, არ გაპარულა არსად გაიპარნენ მშენებლები...

• dave

ეჰ,MAMULO საყვარელო, ცუდია როდესაც არ იცი და წერ, მინიმუმ დეკლარიაციის გვერდზეა მისაწვდომი ყველა საჯარო მოხელის შემოსავალი ქონება და ა.შ. და შეგიძლია თავისუფლად ნახო რას ფლობს კობიაშვილი და მიხვდები რომ ფულის გამო არაა მოსული და მოსულია იმისთის რომ უკეთესობა იყოს. მაგრამ უბედურება ისაა, არც იცი და არც გინდა რომ ისწავლო :)

• S.P

adamianebo ra ver gaiget,kobiahvilis danihnulebaa,arhevnebze qartuli fexburtis xmebs mobilizeba gauketos,rac heidzleba mets da miitanos parlamenthi.fexburtis ganvitarebis programa ara.vis axsovs fexburti. admn aba hen ici tu mimblolav.heni ertguli.

• LIVE

რა პენსია ჩემო VAI-VAI და ის პენსია აი ჩვენ რო მილიონებს ვეძახით და ისინი პენსიას არა ბიჭო ეხლა კალაძეს სპორტზე მეტად ენერგეტიკა ანაღვლებდა რა ან კობიაშვილს ანაღვლებს 2020 წლიდან იქნება პროპორციული წესით არჩევნები თუ 2024 წლიდან ამათ კი არ ვერჩი საერთოდ არაპროფესიონალიზმს ვერჩი რომ გაიძახის ფეხბურთში არ გვყავს პროფესიონალი კადრებიო და პარლამენტში გამოჯდნენ ეგ და ყაველაშვილი ძალიან მაინტერესებს პარლამენტარის რომელ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ ბატონი კობიაშვილი და ბატონი უმაღლესი განათლების არმქონე ყაველაშვილი

• status quo

არაფრისმაქნისი.ვერც პარლამენტში ბრწყინავს და სფფ-შიც ჩაისვარა.

• kvmibo

სინდისი რომ ჰქონდეს კობიაშვილს,ახალი სეზონიდან საერთოდ უნდა გაქრეს ფეხბურთის ფედერაციიდან.

• გიორგი

Vai Vai გეთანხმები, მართლა და მართლა საკმარისია ასეთი უაზრო ბრალდებები. სამწუხაროდ ჩვენთან ყველაფერი მოყვარულის დონეზეა. არაპროფესიონალიზმი არის გაბატონებული ყველა დონეზე. ფეხბურთელებში,მწვრთნელებში მენეჯმენტში (გუნდები მყავს მხედველობაში).პრესა და ჟურნალისტებიც მოიკოჭლებენ.პროფესიონალმა ჟურნალისტი რიგითი გულშემატკივრის პოზიციიდან არ უნდა გააშუქოს პრობლემა მათ მეტ ინფორმაციაზე უნდა ჰქონდეთ წვდომა.

• mamulo

"კაცზე იმის დბარალება შემოსავლის გამო გაუჩნდა სურვილი პრეზიდენტობის ან პარლამენტარობისო მინიმუმ ალოგიკურია და უნამუსობაც კი არი "-- არა ბიჭო სულ კანონშემოქმედებითი მუშაობა იზიდავდა კობიაშვილს და მიტომ დევს პარლამენტში ხოიცი? ფულის გულისთვისაა აბა რისთვისაა მაგი პარლამენტში შენ მითხარი.ჯერ ერთი 15 წლიანი ბუნდესლიგაში ყოფნა,არ ნიშნავს დიდ დანაზოგს.გააჩნია რომელ გუნდში ხარ.მეორეც ,გერმანიაში ოჯახით 15 წელი ოჯახთან ერთად ცხოვრება,იაფი არ ჯდება და მესამეც ეხლა თუ დაიწყო იმ დაგროვილი ფულის წამა კობიაშვილმა,პენსიამდე(20 წელი)დარჩენილ დროში ქე გამოჭამს და მერე ვინ არჩენს.ასე რომ ფულისტვისაა პარლამენტშიც და ფედერაციაშიც მოსული.ასეა ეს.

• ქუთაისელი

და ზუგდიდს სტადიონი როგორარააქ ხო შენდება თუ გაიპარა სადმე.დდ და რა სტადიაზეა მაგ სტადიონის მშენებლობა არშეიძლება რო ნახოთ ჟურნალისტებმა.აქროარ ვიმარჩიელოთ.

• vai vai

რა პენსია გაინაღდა ხალხო რეებს წერთ, მიახლოებით მაინც არი იცით კაცი რომ ბუნდელიგას ითამეშებ 15 წელი იმას რამხელა დანაზოგი შეიძლება ქონდეს გაკეთებული ?რაღაც შეიზლება არა მოგწონდეს , თვითონაც იძახის კრიტიკა მისაღებიაო მაგრამ კაცზე იმის დბარალება შემოსავლის გამო გაუჩნდა სურვილი პრეზიდენტობის ან პარლამენტარობისო მინიმუმ ალოგიკურია და უნამუსობაც კი არი

• bela

თქვენ არგუმენტები არ გელევათ და ყოველთვის მართალი ხართ. გაბერილი შტატები და ქველმოქმედება არაფერ შუაშია, იმ ახალგაზრდას თანამდებობა ჰქონდა და სხვით ჩაანაცვლეთ. ბოდიშს ვიხდი კერძო საკითხის განხილვისათვის, აღშფოთება ვერ დავმალე....

• კახა ქირია

დასავლეთ საქართველოს 3 საფეხბურთო ქალაქში. (ბათუმი,ფოთი,ზუგდიდი)სტადიონები საერთოდ რომ არაა ამას რა ეშველება?

• Gau Cho

20 წელიწადია ყველაფერი ფუჭდება და უარესდება ქართულ ფეხბურთში და ამის გამოა რომ ჯერ ისევ ინერციით მივდივართ უკან. ქართული კლუბების შედეგები კატასტროფულია, მაგრამ არალოგიკური და გინდა თუ არა კობიაშვილის ბრალიაო ვერავინ იტყვის თუ ობიექტურია. ყველა შეამჩნევდა ბოლო პერიოდში როგორ გაიზარდა ეროვნული ლიგის გაშუქება, გულშემატკივრის ინტერესმა იმატა, კერძო სექტორიდანაც გამოიღვიძეს ზოგიერთებმა. დღეს უკვე ამდენი ფული რომ ფინანსდება ფეხბურთში თავისთავად ძალიან კარგი ფაქტია. ზოგი სკეპტიკოსი იძახის კლუბებს ეგ არაფერში წაადგებათ, ვიღაცებს ხელფასი მოემატებათ მხოლოდო. მართლა მარტო ეს რომ იყოს და მეტი არაფერი, განა ეგ ცუდია? ახალგაზრდა ბიჭები რომ მირბიან საქართველოს ჩემპიონატიდან იშვიათად რომ ნორმალურ გუნდში აღმოჩნდეს. ძირითადად ყაზახეთში, უზბეკეთში, აზერბაიჯანში ან ევროპის მეორე ლიგებში მიდიან. ასეთ დროს მათ ერთადერთი - ფინანსური მოტივაცია აქვთ. ქართული კლუბები თუ კარგ ხელფასებს გადაუხდის ფეხბურთელებს, ბევრი არ წავა და ჩემპიონატის დონეც მოიმატებს თანდათან. ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად რამდენიც კეთდება ეგეც კარგად ჩანს და რაც მთავარია გეგმა და სტრატეგია შემუშავდა. განისაზღვრა რა გვინდა და როგორ გვინდა. ქაოტურად და უსისტემოდ აღარ იმართება ქართული ფეხბურთი.

• bela ჩემო კარგო

ბელა, კადრების გათავისუფლებაზე სიტყვა არ დაგცდეთ, მართლა და მართლა. ლამის 3-ჯერ იყო გაბერილი შტატები. დაახლოებით ასამდე თანამშრომელმა არ იცოდა, რა ევალებოდა, რას აკეთებდა და რაში იღებდა ხელფასს. ფეხბურთის ფედერაცია არ არის გაჭირვებული ადამიანებისთვის შემწეობის დამნიშვნელი დაწესებულება. ის უნდა იყოს მაქსიმალურად მოქნილი და ეფექტური, როგორც ნებისმიერი ხელმძღვანელი ორგანო. გადავსებული რომ იყო ფედერაცია, მაშინ ხო ბრწყინავდა ქართული ფეხბურთი რა..

• zuri

Datove erti tanamdeboba ver axerxeb xo xedav ortave idzireba p.s pensia gainagde meti sheni tavis patrons ra unda

• კონსტანტინე-ს

სპორტული ფორმის მწვერვალზე თუ არის საუბარი მაშინ აღნიშნული ფორმატი ყველაზე უფრო მისაღებია. ჩემპიონატი ადრე იწყება და ფეხბურთელები პირდაპირ შვებულებიდან არ მოდიან ევროტურნირის შესარჩევის სათამაშოდ. ფიზიკურად კარგად არიან უკვე მომზადებულები. რაც შეეხება გამარჯვებულის ფსიქოლოგიას, მოქმედი ჩემპიონი მოქმედი ჩემპიონია. დიდი მნიშვნელობა არ აქვს ექვსი თვეა თასის აღმართვიდან გასული თუ ერთი თვე. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ფეხბურთელების სათამაშო ფორმა და ამ თვალსაზრისით ახალი ფორმატი ბევრად უკეთესია.

• dave

თუ ფორმატზე ვისაუბრებთ, მე მიმაჩნია რომ სწორი და კარგი ფორმატია. წინა წლებში სეზონის დამთავრების შემდეგ გადიოდნენ თასზე, ამასთანავე შესარჩევებამდე გუნდები იღებდნენ შესვენებას და შემდეგ იკრიბებოდნენ, იმატებდნენ ახალ ფეხბურთელებს და წარუმატებლობასაც მაგას აბრალებდნენ, ახალი შეკრებილები ვიყავით, ვერ შევთამაშდით, ფორმაში არ ვიყავით და ა.შ.. ახლა კი 6 თვეა მომსამზადებელი პერიოდი, ევროტურნირებამდე თამაშობ შიდა ჩემპიოანტის 18 თამაშს და ამასობაში გუნდი უნდა შეთამაშდეს კიდეც და ფეხბურთელებმა ფორმაში შესვლა უნდა მოახერხონ. რამდენად ახერხებენ ამას ეს უკვე სხვა საქმეა და მწვრთნელებს გუნდის დირექტორებს და ფეხბურთელებს უნდა მოეკითხოს.

• კოტე

6 თვით ადრე რომ იწყებ ევროტურნირებზე გამოსვლის დაგეგვმასა და მომზადებას ბევრად უფრო კარგია, რა თქმა უნდა. შესარჩევი ეტაპები აგვისტოს ბოლომდე გრძელდება ხოლმე და ვისაც წასვლა აქვს გადაწყვეტილი მაინც ისე მიდის რომ ვერ ეხმარება გუნდს ევროსარბიელზე. ასეთი ფორმატის დროს კი კლუბების ხელმძღვანელებს უფრო გაუადვილდებათ საჭირო შევსების მოძებნა

• bela

თვენ გაქებდნენ მაშინ როცა ნაცებმა შეგავიწრომეს და შემდეგ მოხვედით ხელისუფლებაში და რა გააკეთეთ? პირველ რიგში გაანთავისუფლეთ კადრები ვინც დაგვხვდათ და რატომ ლევან? არც გიკითხავთ, როგორ უნდა ეცხოვრათ იმ ადამიანებს და მათ შვილებს, შემოსავლის გარეშე რომ დატოვეთ ოჯახის მამა. ყველა ასე იქცევით,რომ მოდიხართ ადამიანების ბედი არ გაინტერესებთ, საკუთარი ცხოვრების მოწყობაზე ფირობთ,ყველანი ერთმანეთზე უარესები ხართ. ხალხი არ გაინტერესებთ. იკითხეთ რა დღეში არიან თვენს მიერ განთავისუფლებული ადამიამები... სულ გკიდიათ

• დათო

ეს ცუდი ფორმატია იმიტომ რომ 6 თვის მერე გუნდი რომელმაც მოიპოვა ევრო საგზური ვერ ინარჩუნებს წამყვან ფეხბურთელებს და გუნდი შესუსტებული გადის ევრო თასებზე. ძველი სისტემით 2 თვეში ითამაშებდნენ ევრო თასებს და მერე მიდიოდნენ წამყვანი ფეხბურთელები საშოვარზე.

• vax-vax

კონსტანტინეს-გიწუნებ ანალიზს.პროფანის ნააზრევია.

• PAXUMI

gasaocari iko is faqti rom,roca qvekanahi 65% sigaribes da umuhevrobas uhivis fexburtis fondis tanamhromelta magal xelfasebs da premiebs rom uhers mxars.

• კონსტანტინე

"დამეთანხმებით, რომ გაცილებით კომფორტულად არიან გუნდები, როდესაც 6 თვით ადრე იციან, რომ ევროთასებზე თამაშობენ, უფრო მომზადებულები ხვდებიან". რა თქმა უნდა, არ დაგეთანხმებით. სპორტსმენები უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს, როცა სპორტული ფორმის მწვერვალზე არიან, ანუ გამარჯვების შემდეგ, და არა 6 თვის მერე, როცა ბევრ რამეს კარგავენ. ასე, მაგალითად, 6 თვეში პოლიტიკოსად გადაქცეული ფეხბურთელი სულ სხვა პიროვნებას წარმოადგენს.

• რეზო

ფეხბურთელების კრიტიკის ნაცვლად მწვრთნელების კვალიფიკაციაა ასამაღლებელი.

• მუმუ მლადში

კობიაშვილი კი არა ობიაშვილი და კიბოაშვილი ხარ ქართული ფეხბურთისათვის შენცა და ისიცა - ... მუ-მუ მლადში...

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...