ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გამოკითხვა: საქართველოში სპორტის ყველაზე წარმატებული სახეობა რაგბია

გამოკითხვა: საქართველოში სპორტის ყველაზე წარმატებული სახეობა რაგბია

ქართველები აღიარებენ რაგბის მიღწევებს, მხარს უჭერენ მის დაფინანსებას, თუმცა უმრავლესობა ვერ ერკვევა თამაშის წესებში
გამოკითხვის შედეგად, რომელიც "CRRC-საქართველომ" ჩაატარა, დადგინდა, რომ გამოკითხულთა 62 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველოში ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობა რაგბია.

ბოლო წლებში მიღწეული წარმატებების გამო, ასევე, 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში 12 საუკეთესო გუნდში მოხვედრით, რასაც 2019 წლის მსოფლიოს თასის საგზურის ავტომატურად მოპოვება მოჰყვა, რაგბის პოპულარობა საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

სპორტის ყველაზე წარმატებულ სახეობად რაგბის თბილისელთა 72 პროცენტი თვლის, სხვა ქალაქებში ეს მაჩვენებელი 67 პროცენტია, სოფლად კი, ის 51 პროცენტს შეადგენს.

საგულისხმოა, რომ რაგბის სპორტის ყველაზე წარმატებულ სახეობად ქალები უფრო თვლიან (67 პროცენტი), ვიდრე მამაკაცები (57 პროცენტი). ამასთან ერთად, მოსახლეობას მიაჩნია, რომ რაგბის ფინანსურად სახელმწიფო აუცილებლად უნდა დაეხმაროს. ასეთი გამოკითხულთა 27 პროცენტია. ფეხბურთის მაჩვენებელი იმავე საკითხში უფრო მეტია - 38 პროცენტი.

2015 წელს საქართველომ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ჩატარების უფლება მიიღო, რომელიც 2017 წლის მაისში გაიმართა თბილისსა და ქუთაისში. ამის თაობაზე ინფორმირებული იყო გამოკითხულთა 55 პროცენტი.

საოცარია, მაგრამ ასეთი დიდი მხარდაჭერის მიუხედავად, ქართველების უმრავლესობამ ცოტა რამ თუ იცის რაგბის წესების შესახებ. მაგალითად, გამოკითხულთა მხოლოდ 18-მა პროცენტმა იცის, რამდენ ქულად ფასობს ლელო გარდასახვის გარეშე. მხოლოდ 6-მა პროცენტმა იცის, რამდენი მორაგბე თამაშობს შერკინებაში. საგულისხმოა, რომ სწორი პასუხები კაცებმა უფრო მეტი გასცეს (28 პროცენტი), ვიდრე ქალებმა (10 პროცენტი).

გამოკითხვის შედეგებმა გვიჩვენა, რომ ქართველები აღიარებენ რაგბის მიღწევებს, მხარს უჭერენ მის დაფინანსებას, თუმცა უმრავლესობა ვერ ერკვევა თამაშის წესებში.

გამოკითხვა ჩატარდა 2017 წლის 29-30 მაისს, ტელეფონით, სპონტანურად. სულ გამოკითხულ იქნა 726 ადამიანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• GEO

მარტო რუსები ეძახდნენ რეგბის და ეძახიან.... ეს გავლენა რათქმაუნდა იყო საქართველოზეც, თუმცა ოფიციალურად მაინც რაგბი იწერებოდა.

• GEO

მიცემითში - რაგბს :)

• giorgi

წაკითხულის გაააზრება და შემდგომ შინაარსის გამოტანასთან გვაქვს პრობლემა სპორტში არის გუნდური და ინდივიდუალური სახეობები: ინდივიდუალურ სახეობებში სადაც ოლიმპიური მედლები გვაქვს და თან უმაღლესი სინჯის ვერცერთი გუნდური სახეობა ახლოს ვერ მივა, მარგამ... გუნდურ სახეობებში რაგბი (და არა რუსული რეგბი) უდავოდ სპორტის წყველაზე წარმატებული გუნდური სახეობაა

• სოსო

არა ლაშა,არა ხარ მართალი,მე რაგბის 70-ანი წლების მეორე ნახევრიდან ვადევნებ თვალს,ჯერ კიდევ ირაკლი კიზირიას დროიდან და მაშინ აქაც და რუსულ პრესაშიც ამ სახეობის სახელი იყო რეგბი და რეგბისტი,შეიძლება რუსულიდან გადმოიღეს არ ვიცი,მაგრამ ასე იყო.მხოლოდ საუკუნის ბოლოს,როცა ქართული რაგბი დამოუკიდებელი გახდა და საერთაშორისო არენაზე გავიდა,დაიწყეს საუბარი,რომ რეგბი არასწორია და მისი ინგლისური დაწერილობა ქართულად უფრო სწორად გამოითქმის რაგბის სახით.ასეც დაიწყეს წერა და საწინაარმდეგო არაფერი მაქვს,მაგრამ ძველი გულშემატკივრებისათვის რეგბის თითქოს რაღაც სხვანაირი ეშხი აქვს და ხშირად გაეპარებათ ხოლმე საუბარში.პირადად მე რაგბის ძველ გულშემატკივარს პირველ რიგში ამითი ვცნობ და მათ მიმართ მეტი სიმპათიაც მაქვს.

• jei

გუნდურ სახეობებში ყველაზე წარმატებულია რაგბი.1 დონის გუნდები ახალგაზრდულებში ბევრეჯერ დავამარცხეთ.იმედია მალე უფროსებშიც ასე იქნება.გაუმარჯოთ ჩვენ რაგბისტებს.მრავალაი წარმატების მომსწრე გავმხდარიყავით კიდევ..

• jei

ისე თუ ქართული ფრანჩიზიც გაკეთდება და მინიმუმ ჩემპიონთა თასს ითამაშებს რასაც დაგVპირდა სრკ მთლად უკეთესი იქნება

• ლაშა

სოსოს - არასდროს რაგბს რეგბი არ ერქვა :) კონკრეტულად ვინმე თუ ეძახდა არ ვიცი. სპორტს ქვია რაგბი, ბრიტანელების მოგონილია და იწერება rugby ("u" იკითხება როგორც "ა" ).

• dimitri bilanishvili

მსოფლიოს რეიტინგი: რაგბი 12, კალათბურთი 47, ფეხბურთი 112. ძიუდოში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონაზე საქარტველოს ნაკრები 3 პირველი ადგილი 2006, 2008, 2013 წელს. რაგბის ნაკრების საუკეთესო შედეგი მსოფლიოს ჩემპიონატზე 2015 წელი 2 მოგება 2 წაგება 53 მოპოვებული ქულა 123 გაშვებული 12 ადგილი!

• S.K.K.

თავისთავად შედეგებით ძიუდო ყველაზე წარმატებული სპორტია (9-ჯერ მოვიგეთ ევროპის გუნდური ჩემპიონატი და სამჯერ მსოფლიო). აქ ლაპარაკია სათამაშო სახეობებზე (სანახაობრივი თვალსაზრისით)

• dimitri

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში 12 ადგილზეა, კალათბურთის 47, ფეხბურთის 112. რაგბის ნაკრებმა პირველი ეშელონის გუნდებთან ყველა თამაში წააგო რაც კი ითამაშა. 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯამში 53 ქულა მოიპოვა 123 გაუშვა და მეთორმეტე ადგილი დაიკავა, ეს ქართული რაგბის ისტორიაში ყველაზე კარგი შედეგი იყო. საქართველოში რაგბი კალათბურთი და ფეხბურთი ყველაზე მაშტაბური სპორტია, ამის მიუხედავდ მათი წარმატების შედარებაც კი არ შეიძლება ძიუდოსთან და ჭიდაობასთან. ქართველი ძიუდოისტები და მოჭიდავეები ყველა ტურნირზე ჩემპიონობისათვის იბრძვიან. ამ სპორტში საქართველოს ყავს ოლიმპიადის, ევროპისა და მსოფლიოს მრავალი ჩემპიონი და მედალოსანი.

• S.K.K.

ხო ზვიად, ფეხბურთი უფრო "წარმატებულია", თან ფსონებიც უფრო კარგად კეთდება. არათუ რაგბი ყველაზე წარმატებულია დღეს (Georgia-ს უცხოეთში დღეს სწორედ რაგბის გამო თუ იცნობენ), არამედ ის მომავალში გაცილებით უფრო წინ წავა. აი ფეხბურთის რეანიმაცია უფრო ფანტაზიის სფეროდანაა და ძნელად წარმოსადგენია (ღმერთმა ქნას ვცდებოდე). არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ სპორტის სხვა წარმატებული სახეობები მაგ. კალათბურთი, ძიუდო და სხვ. ამის არ აღიარება შეუძლია მხოლოდ ადამიანს ფეხბურთის იქით რომ ვერ იხედება. ასე რომ დროა გამოხვიდე კაიფიდან!!!

• სოსო

ზვიადს ტყუილად დასცინით,რაგბს რაგბი ეს 10-15 წელია რაც გადაარქვეს,მანამდე რეგბი ერქვა.რაც შეეხება პოპულარობას,ჭიდაობა სპორტი აღარ არის?ან ჭადრაკი?

• irakli81

სათამაშო სპორტის სახეობებში რაგბი უდაოდ ყველაზე წარმატებულია, მხოლოდ რაგბის ნაკრებს უთამაშია მსოფლიო ჩემპიონატზე. ისე კი ყველაზე წარმატებული ალბათ ძიუდოა.

• lui

ყველაზე წარმატებული თავისუფალი, ბერძნულ-რომაული, და ძიუდოას სახეობებია! შეხედეთ შედეგებს.

• ლევან

რაგბი რაგბიმ რაგბის რაგბის რაგბით რაგბად რაგბო

• GEO

ზვიად! გუნდური სახეობები იგულისხმება, რაშიც რაგბი უდაოდ ყველაზე წარმატებულია საქართველოში

• ყველაზე მეტად ფეხბურთი მიყვარს

ჯერ ერთი სახელიც არ იცი წესიერად სპორტის, რაგბი ქვია მაგას. ხო აბა 2:21-ზე ბურთების შეფარდებაა ყველაზე წარმატებული სპორტი საქართველოში. გუნდური სპორტის სახეობებიდან კალათბურთს და რაგბს დღესდღეობით კონკურენტი არ ყავს

• დათო

რაგბზე მეტად წარმატებული კალათბურთი და ძიუდოა

• zviadi

როგორ არის რეგბი ყველაზე წარმატებული??)))) ერი მაგრა კაიფშია?))

"შავი ლომი" - სამხრეთ აფრიკაში "ჩიტასთან" ორი ტესტისთვის

გიორგი მაისურაძე - ქალთა რაგბის ახალი მთავარი მწვრთნელი

რუსთავში ბავშვთა რაგბის აკადემიის მშენებლობა დაიწყო

უარი სუპერლიგას - ''ბარსელონა" გაზრდილი შემოსავლებით კმაყოფილია

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

"ყველა დროის საუკეთესო ვარ და ამას კიდევ ერთხელ დავამტკიცებ" - მერაბ დვალიშვილი

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

[VIDEO] თურქი მეკარის ეს სიგიჟე ნახეთ? - ოზერმა "რომასთან" 2 წუთში 3 პენალტი მოიგერია

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი

[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა