"საქართველოშიც რომ იყოს ასეთი საკლუბო ინფრასტრუქტურა, ჩვენი ჩემპიონატის დონე უთუოდ მოიმატებდა..."
უნგრეთის ჩემპიონატში საგოლე ანგარიში გახსნა საქართველოს ნაკრებისა და "ბალმაზივაროშის" ფორვარდმა ბაჩანა არაბულმა, ვინც მესამე ტურში ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ "ჰონვედს" 1:2-ზე, 69-ე წუთზე გაუთანაბრა და თავისიანებს საპატიო ქულა მოუტანა. არაბული გოლიდან სამ წუთში შეცვალეს, რადგან მწვრთნელს ტაქტიკის გადაწყობა და ანგარიშის შენარჩუნება დასჭირდა...

- ლეგიონის უქმეები: არაბულის სადებიუტო გოლი, ლობჟანიძის სადებიუტო პასი [VIDEO]

ზოგადად, არაბული ძალიან საინტერესო ფორვარდია. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების ლიდერი, თავის თაობაში აშკარად გამორჩეული და თანდათან მოდის ის დრო, როცა თავისი სიტყვა ეროვნულ გუნდშიც უნდა თქვას.

უნგრეთში ჩემპიონატის დონე არ არის მაღალი, მაგრამ იქიდან ამბიციურ ევროპულ კლუბში მოხვედრა გაცილებით იოლია, ვიდრე საქართველოს ჩემპიონატიდან. ასე რომ, ტრამპლინად იქაურობა ნამდვილად გამოდგება.

ფაქტია, არაბულმა კარგად დაიწყო და ახლა მასზეა დამოკიდებული, როგორ გააგრძელებს. "ლელო" მას უნგრეთში შეეხმიანა და ინტერვიუ ჩამოართვა...

- თავდაპირველად, უნგრეთის მოქმედი ჩემპიონის კარში გატანილი გოლი უნდა მოგილოცოთ. გაიხსენეთ ის მომენტი...

- მოლოცვისთვის დიდი მადლობა!.. რაც შეეხება გოლს, თანაგუნდელისგან კარგი პასი მივიღე საჯარიმოში, დროულად დავამუშავე ბურთი და ზუსტად დავარტყი. ეს იყო და ეს.

- ზოგადად მატჩზე რას იტყვით?

- ჩემპიონს ვეთამაშებოდით და თანაც, გასვლაზე - ამით ყველაფერია ნათქვამი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ფრე კარგი შედეგი იყო. დავამატოთ ამას ისიც, რომ მატჩის ბოლო 20 წუთის განმავლობაში კაცნაკლულნი ვიყავით. თუნდაც ეს ფაქტი, დამეთანხმებით, "ჰონვედთან" მოპოვებულ ქულას უფრო მეტ ფასს ადებს.

- როგორ შეაფასებთ ჩემპიონატის სტარტს თქვენი კლუბისთვის?

- როგორც იცით, "ბალმაზივაროში" უნგრეთის უმაღლეს ლიგაში ამ ჩემპიონატიდან თამაშობს. პირველ სამ ტურში ორი შეხვედრა ფრედ დავასრულეთ, ერთი კი წავაგეთ. ნორმალური შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ სამივე მეტოქე გასულ სეზონში პირველ სამეულში იყო. თან არ დაგავიწყდეთ, ორი მატჩი გასვლაზე ჩავატარეთ.

- ახალ გუნდში ნდობას რამდენად გრძნობთ?

- თქვენც კარგად იცით, ნდობას ყველგან და ყოველთვის ოფლით უნდა მოპოვება. ისე არავინ არსად არ გათამაშებს. მეც ვცდილობ და ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა - მშვენივრად დამხვდნენ, ჩემი იმედი აქვთ... ფეხბურთელისთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

- რა არის მიმდინარე სეზონში გუნდის მთავარი ამოცანა?

- ჩვენი მთავარი ამოცანა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. ისე, ჩემი დაკვირვებით, მეტიც შეგვიძლია და ვნახოთ, რა გამოვა. მთავარი ამოცანა მაინც საუკეთესოებს შორის დარჩენაა და წესით, ეს უნდა მოვახერხოთ.

- როგორ შეაფასებდით უნგრეთის ჩემპიონატს?

- ჩემი აზრით, საშუალო დონის პირველობაა. ყველა გუნდი ცდილობს, თანამედროვე ფეხბურთი ითამაშოს. პირადად ჩემი წინსვლისთვის აქ ძალიან კარგი გარემოა და ერთი წამითაც არ ვნანობ, უნგრეთში რომ წამოვედი სათამაშოდ. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

- რას იტყვით ინფრასტრუქტურაზე, როგორ პირობებში ცხოვრობს და ვარჯიშობს "ბალმაზივაროში"?

- ჩვენი გუნდი ახლა გადმოვიდა უმაღლეს ლიგაში და, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მწირბიუჯეტიანია უნგრული ფეხბურთის ელიტაში. გვაქვს სამი სავარჯიშო მინდორი და სათამაშოდ - პატარა, კოხტა სტადიონი.

ჩემი აზრით, საქართველოშიც რომ იყოს ასეთი საკლუბო ინფრასტრუქტურა, ჩვენი ჩემპიონატის დონე უთუოდ მოიმატებდა. წამყვან გუნდებზე აღარ მაქვს ლაპარაკი, იქ ყველაფერი გაცილებით მაღალ, ევროპულ დონეზეა, მაგალითად, ისე, როგორც თბილისის "დინამოში".

- ქალაქი მოგწონთ?

- პატარა ქალაქია, სულ რაღაც 20 000 ადამიანი ცხოვრობს და ეს ჩვენი პატარა სტადიონი ყოველთვის ივსება.

- და ქომაგები? აქტიურები არიან?

- ძალიან. საგარეო მატჩებშიც ჩვენთან ერთად არიან...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალექსანდრე უბირია
ბალმაზივაროშის ფეხბურთელი! სირცხვილია ხალხო სირცხვილიიიიიიიიიიიი
ჟურნალისტს
უნგრეთის ჩემპიონატის ჭ კლასის გუნდის ფეხბურთელს რატომ ეპატიჟებით ეროვნულ ნაკრებში და საერთოდ ინტერვიუს რატომ წერთ? ჩვენი ფეხბურთის შავ დღეზე ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკუთვნის, მათ შორის მედიას. არაბულზე და თუნდაც საბა ლობჟანიძე წერეთ ბევრი, ოღონდ მას შემდეგ რაც ე.წ " ტრამპლინზე" გადახრების. მანამდე წერეთ საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელებზე. თუნდაც ცოტა ყვითლად, მაგრამ წერეთ.
dinamo chempionta ligaze
ამას მართლა რამე გონია თავი ? :D ელემენტარული ფიზიკური მომზადებაარაქვს სირბილი არიცის სამოყვარულო დონის ფეხბურთელია არცერთი თვისებააქვს ფორვარდის თავით თამაშზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია სირცხვილია ესეთ ფეხბურთელს ნაკრებში თამაში რომ უნდა
nikar
ბალზამიროვშიკში რამ გადაგიყვანა?
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
არაბულმა ისევ გაიტანა - მისი გუნდი მარცხს გადაურჩა
არაბულმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა
ბაჩანა არაბული დუაიტ იორკთან - ავსტრალიაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს
არაბული ბერძნული გრანდების რისხვაა - მისი გუნდი ისევ დამარცხდა [VIDEO]
ბაჩანა არაბული კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში განაგრძობს
არაბულის გოლმა "ლამია" "პანათინაიკოსთან" მარცხისგან ვერ იხსნა