0000000000000
00000000000

000000000000000

რეიტინგი

სააგვისტოდ

ივლისი საჭადრაკო ბატალიებით მაინცდამაინც დატვირთული არ ყოფილა, მიუხედავად ამისა, ახალ რეიტინგში გარკვეული ცვლილებები არის. მაგალითად, დაღმასვლას ვერ ასცდა ბაადურ ჯობავა, იმის მიუხედავად, რომ დანიური საერთაშორისო ტურნირი მოიგო.

ქალები

1. ჰოუ იფანი (ჩინ) 2652

2. ცზიუ ვენძიუნი (ჩინ) 2578

3. ანა მუზიჩუკი (უკრ) 2572

4. ჰამპი კონერუ (ინდ) 2557

5. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუს) 2552

6. მარია მუზიჩუკი (უკრ) 2544

7. ვიქტორია ჩმილიტე (ლიტ) 2542

8. კატერინა ლაგნო (რუს) 2540

9. ჰარიკა დრონავალი (ინდ) 2526

10. ნანა ძაგნიძე (საქ) 2519

...21. ნინო ბაციაშვილი 2469

...26. ბელა ხოტენაშვილი 2459

...37. ლელა ჯავახიშვილი 2438

...61. ნინო ხურციძე 2400

...62. სალომე მელია 2399

...86. სოფიკო გურამიშვილი 2374

...97. მერი არაბიძე 2366

კაცები

1. მაგნუს კარლსენი (ნორ) 2822

2. ვესლი სო (აშშ) 2810

3. ფაბიანო კარუანა (აშშ) 2807

4. ვლადიმირ კრამნიკი (რუს) 2803

5. ლევონ არონიანი (სომ) 2799

6. შაჰრიარ მამედიაროვი (აზე) 2797

7. ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) 2792

8. მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფ) 2789

9. ალექსანდრ გრიშჩუკი (რუს) 2783

10. ვიშვანათან ანანდი (ინდ) 2783

...57. ბაადურ ჯობავა (საქ) 2687

შაფათავა

პირველ წრეში დამარცხდა

სოფიო შაფათავა გუშინ ესპანეთში ჩოგბურთელ ქალთა ელ ესპინარის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ჩაება. ერთეულთა შეჯიბრებაში იგი მე-4 ნომრად იყო განთესილი. სტარტზე მასპინძელ პაულა ბადოსას (ესპანეთი) დაუპირისპირდა. ორთაბრძოლა საათსა და 40 წუთს გაგრძელდა. პირველი ხელი ჩვენებურმა 6:4 მოიგო, მომდევნო ორი სეტი კი, ფაქტობრივად, უბრძოლველად დათმო - 1:6, 1:6, თუმცა ტურნირს არ დამშვიდობებია, რადგან წყვილებში უზბეკ აქკულ ამანმურადოვასთან ერთად მეოთხედფინალში დეა ჰერძელასსა (ბოსნია-ჰერცეგოვინა) და დესპინა პაპამიჩალს (საბერძნეთი) შეხვდება.

ვაჟა დანელია

0000000000000

00000000000000

ბაქოში სტენდსაც ავაცილეთ

ქართველმა მესტენდურებმა დაამთავრეს გამოსვლა ბაქოში მიმდინარე მსროლელთა ევროპის ჩემპიონატზე. გუშინ მრგვალ სტენდზე მსროლელებმა დაამთავრეს საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა, ჩვენები კი გვარიანად ჩამორჩნენ ფინალურ ექვსეულს.

მათგან საუკეთესო ისევ თენგიზ იმნაიშვილი იყო, რომელმაც საბოლოოდ 104 ქულა დააგროვა და 54-ე ადგილზე გავიდა. პირველ სერიაში მის 19 ქულას მივტიროდით 25-დან და გუშინ მეოთხეში 17 დააგროვა. მეხუთეში 23 ქულა კი მოინადავლა, მაგრამ ამხელა ფორის ამოქაჩვა შეუძლებელია.

დავით ქვათაძემ და ვლადიმერ ნარჩემაშვილმა ერთნაირი შედეგით - 99-99 ქულით დაამთავრეს გამოსვლა და სატურნირო ცხრილშიც მეზობლად განლაგდნენ, 58-59-ე ადგილები გაინაწილეს. გუნდურ ჩათვლაში ამ სამეულს ჯამში 302 ქულა გამოუვიდა და მე-16 ადგილზე გავიდნენ.

ფინალში საუკეთესო შედეგით 20 წლის რუსი, რიოს ოლიმპიადის მონაწილე ანტონ ასტახოვი შევიდა, ვინც საკვვალიფიკაციოში მხოლოდ ორი ქულა დაკარგა, თითო-თითო პირველსა და ბოლო, მეხუთე სერიებში - 123. მას კვალდაკვალ ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი ჩეხი მილოშ სლავიჩეკი და იტალიელი ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი გაბრიელე როსეტი მიჰყვნენ 122-122-ით. 121 ქულა დააგროვა ჩრდილოურმა დუეტმა - ესტონელმა მსოფლიოს ჩემპიონმა ანდრეი ინეშინიმ (ისე, ეს 50 წლის კაცი ლამის ბაბუად ერგებოდა ფინალის მონაწილე 20-27 წლის ყმაწვილებს) და ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონმა შვედმა სტეფან ნილსონმა. ფინალური ექვსეულის ბოლო წევრი 120-იანი რუსი მსოფლიოს ჩემპიონი ალექსანდრ ზემლინი გახდა, ვინც დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა თანაბარქულიან იტალიელ რიკარდო ფილიპელის.

ფინალში ჩეხმა სლავიჩეკიმ და კამპანიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენეს და რუსები საერთოდ უმედლოდ დატოვეს. ევროპის ჩემპიონატის ფინალური სტადია ძალიან დაძაბული გამოდგა და გადასროლით დამთავრდა: სლავიჩეკმა და როსეტიმ ასპარეზობა ერთნაირი შედეგით, 54-54 ქულით დაამთავრეს, გადასროლაში კი სლავიჩეკმა 11:9 იმარჯვა და პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი, ვერცხლი კი როსეტის დარჩა. მესამეზე ნილსონი გავიდა 43 ქულით.

ბაქოში ჩვენგან გივი ქვათაძე და ლუკა მანჯგალაძეც (უკონკურსოდ) გამოდიოდნენ. მათ თავიანთ ჯგუფში, შესაბამისად, 107 და 74 ქულით დაასრულეს გამოსვლა.

ირაკლი თავაძე

000000000000

კვინიკაძე რეფორმას მიესალმება

გუშინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ჭაბუკ მოჭიდავეებს შეხვდა და წარმატება მიულოცა.

შეგახსენებთ, რომ სარაევოში ჩატარებულ ამ ტურნირში ბერძენ-რომაელებმა 6 მედალი და გუნდური პირველობა მოიპოვეს: 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 - ბრინჯაო; თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 5 მედალი დაისაკუთრეს: 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 - ბრინჯაო.

სარაევოში ისტორიულ წარმატებას მიაღწია მარიამ კარელიძემ (40 კგ) - ბრინჯაო მოიპოვა, რაც ქართველი მოჭიდავე ქალების პირველი ჯილდოა სეზონის მთავარ შეჯიბრებებში.

პრესკონფერენციას ორივე ნაკრები ესწრებოდა მწვრთნელებთან ერთად, თუმცა რატომღაც არ იყო კარელიძე და მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა საგანგებოდაც მოიკითხა ის. სპორტსმენებს წარმატება მიულოცეს ხეჩიკაშვილმა და მისმა მოადგილე შალვა გოგოლაძემ, რომლებმაც სამომავლოდაც წარმატებები უსურვეს და გამოთქვეს იმედი, რომ ისინი მსოფლიოს ჩემპიონატზეც წარმატებით იასპარეზებენ. მინისტრმა მათ სამომავლოდაც მაქსიმალური დახმარება აღუთქვა და ისაუბრა ჭიდაობის სახლის მშენებლობის აუცილებლობაზე, რასაც, მისი თქმით, ნამდვილად იმსახურებს ქართული საჭიდაო სკოლა. მინისტრმა ისიც სთხოვა ჭაბუკ ფალავნებს, რომ არ შეეყაროთ ვარსკვლავური ავადმყოფობა და მომავალშიც თავდადებით გააგრძელონ ვარჯიში.

პრესკონფერენციის დასასრულს კომენტარი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მწვრთნელ გია კვინიკაძეს ვთხოვეთ, ბერძენ-რომაელთა დამრიგებელ ხვიჩა ქორიძესთან ინტერვიუს კი მომდევნო დღეებში შემოგთავაზებთ.

გია კვინიკაძე: "ცხადია, ჩემი გუნდიდან, უპირველესად, ჩემპიონებს გამოვარჩევ. პირველივე დღეს გაგვახარა პირველივე წონამ - გიორგი ჭოლაძე ჩემპიონი გახდა და პირველი ჰიმნიც მან ააჟღერა. გასახარია, რომ ევროპის ჩემპიონატი ჩვენი ჰიმნით გაიხსნა და ჩვენი ჰიმნით დაიხურა. ჭოლაძემ ძალიან კარგად იჭიდავა. მისგან მედალს ველოდით, მაგრამ მთლად ჩემპიონობაზე არ ვიყავით დარწმუნებული, თუმცა სრულად გამოავლინა თავისი შესაძლებლობები. ასევე გამოვარჩევ გეგელაშვილს, რომელმაც დაძაბულ ბრძოლებში გაიმარჯვა, ფინალში კი საკმაოდ ძლიერი რუსი აბდურახმანოვი დაამარცხა. მთლიანად გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და კარგად იასპარეზა. დავალებებიც კარგად შეასრულეს, თუმცა უფრო მეტი მედლის მოპოვებაც შეგვეძლო. სამი მედლისა მაინც: ბიჭებმა ერთი ქულით ან ფრეზე წააგეს. მაგალითად, 63-ში გიორგი ელბაქიძე და 76-ში ლაშა ბაირამოვი ახლოს იყვნენ მედალთან, 100-ში ჭაბუკ გამყრელიძეს ის შეხვედრა რომ მოეგო, მერე მასაც შეეძლო პრიზიორებში შესვლა, მაგრამ მაქსიმუმის გაკეთება ძნელია და ყველაფერი ყოველთვის ისე არაა, როგორც ჩვენ გვინდა. მომავალში ვითარებას კიდევ უფრო გამოვასწორებთ. მსოფლიოსთვის გუნდში გარკვეული საკადრო ცვლილებები იქნება, მაგრამ მხოლოდ ორიოდე წონაში. იქამდე მხოლოდ ერთ შეკრებას მოვასწრებთ, რომელსაც საქართველოში გავივლით. რაც შეეხება ჩემპიონატის ახალ ფორმატს, როცა ფინალური ბლოკი მეორე დღეს ტარდებოდა, არ გაგვჭირვებია, კარგად მოვერგეთ ამ სისტემას. ვფიქრობ, არაა ცუდი სისტემა - წონას თუ არ დაიკლებენ, ისევ მათ ჯანმრთელობას წაადგება და რეფორმის მიზანიც ესაა. რაც მე ვიცი, უკმაყოფილება არც სხვებს გამოუთქვამთ".

ირაკლი თავაძე

00000000000000000000

000000000000000

0000000000000

0000000000000

0000000000000000000000000

000000000000000000000000000

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს