ნეიმარი "პარი სენ-ჟერმენს" შეუთანხმდა
1,2 ევრო წამში - ასეთი იქნება ნეიმარ ჯუნიორის ხელფასი "პარი სენ-ჟერმენში"! ეს კი ხუთ წელიწადში 502 მილიონ ევროს შეადგენს. ზუსტად ასეთ კონტრაქტზე შეუთანხმდა ბრაზილიელი პარიზულ კლუბს მას მერე, რაც "ბარსელონამ" ოფიციალურად აღიარა, რომ ნეიმარი მიდის...

2 აგვისტო ნეიმარის საგის დასასრულის დასაწყისია - უკვე რამდენიმე კვირაა მსოფლიოს სპორტული გამოცემების მთავარი თემა ნეიმარის სავარაუდო ტრანსფერია "პარი სენ-ჟერმენში". გუშინ გადაწყდა, რომ ნეიმარი ნამდვილად მიდის "ბარსელონადან" და ის პსჟ-ის ფეხბურთელი ხდება.

წინა ღამით ნეიმარი, რომელსაც მედიასაშუალებები ჩინეთიდან ყატარში "შევლას" უწინასწარმეტყველებდნენ, ბარსელონაში გამოჩნდა და დილით ვარჯიშზეც გამოცხადდა, ხოლო ესპანურმა ლიგამ დაიმუქრა, რომ ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერს დაბლოკავდა, მაგრამ აქ დასრულდა "ბარსას" ფანების იმედები... 25 წლის ფეხბურთელმა ბარსელონელ თანაგუნდელებს უთხრა, რომ გუნდიდან მიდის. შემდეგ ერნესტო ვალვერდემ ის საერთოდ გაათავისუფლა ვარჯიშიდან.

სულ მალე კი "ბარსელონამ" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ნეიმარი გუნდიდან მიდის - "დღეს ნეიმარმა, მისმა მამამ და აგენტმა კლუბს შეატყობინეს ფეხბურთელის წასვლის სურვილის შესახებ. კლუბი აცხადებს, რომ მისი გამოსასყიდი თანხა 1-ლი ივლისიდან 222 მილიონ ევროს შეადგენს", - წერია ოფიციალურ კომუნიკეში.

ნეიმარის აგენტმა ვაგნერ რებეირომ "მარკას" განუცხადა, რომ უკვე ამ კვირაში ნეიმარი პსჟ-ის ფეხბურთელი გახდება. სამეული (ნეიმარი, მისი მამა და აგენტი) ლონდონში გაემგზავრა.

"ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო ბოლო წლების შენთან ერთად გატარება, ჩემო მეგობარო. წარმატებას გისურვებ ცხოვრების ახალ ეტაპზე. აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს", - ეს სიტყვები ლეო მესიმ საკუთარ "ინსტაგრამზე" დაწერა და ნეიმარს მიუძღვნა. ბრაზილიელი მესის თანაგუნდელი 2013 წელს გახდა.

კატალონიელებს, საერთო ჯამში, მისი ტრანსფერი 88 მილიონი ევრო (ოფიციალურად 57 მილიონი) დაუჯდათ, ახლა კი მას 222 მილიონად ყიდიან - ფინანსური თვალსაზრისით, მოგება არნახულია. მესის მალე გამოეხმაურა ამ ტრანსფერის მთავარი გმირი სიტყვებით: "მადლობა ძმაო, უშენოდ მოვიწყენ".

"სქაი სპორტსის" ექსკლუზიური ინფორმაციით, ნეიმარი "პარი სენ-ჟერმენთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ამ ხნის განმავლობაში 502 მილიონ ევროს მიიღებს. კვირაში ბრაზილიელი 575 ათას ევროს მიიღებს და ეს გადასახადების გადახდის შემდეგ!

"სპორტი" წერს, რომ "ბარსელონა" მაინც მწარედ იკბინება. მართალია, ფეხბურთელს ვარჯიშიდან წასვლის უფლება მისცეს, მაგრამ არა რაიმე სხვა ღონისძიების გამართვის უფლება სხვა კლუბთან. არადა, ამტკიცებენ, რომ 3 ან 4 აგვისტოს ნეიმარმა სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს პსჟ-ში. ამის უფლება კი "ბარსას" მისთვის არ მიუცია.

პსჟ-ის არგენტინელმა ლეგიონერმა ხავიერ პასტორემ განაცხადა, რომ პატივისცემის ნიშნად მზად არის, ნეიმარს თავისი 10-ნომრიანი მაისურა დაუთმოს გუნდში. შეგახსენებთ, რომ "ბარსელონაში" იგი 11 ნომრით თამაშობდა, რადგან მისი საყვარელი "ათიანი" ლეო მესის საკუთრებაა.

სწორედ მესის ჩრდილში ყოფნამ (პლუს, დიდმა ფინანსურმა სარგებელმა) გადააწყვეტინა ნეიმარს კატალონიიდან აბარგება და ახალი თავგადასავლის ძებნა საფრანგეთში. "ეს იქნება ჩემი შესაგებებელი საჩუქარი ნეიმარისადმი. მინდა, რომ მან პირველივე დღიდან კომფორტულად იგრძნოს თავი ახალ გუნდში, რომ ერთად მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა", - ამბობს პასტორე.

"ბარსელონას" ბაზასა და "კამპ ნოუზე" კი უცნაური აქტივობებია - სპეციალურად გამოყოფილი მუშები ბანერებიდან ხსნიან ნეიმარის პლაკატებს. მალე მისი კვალიც აღარ უნდა დარჩეს "ბარსელონაში" და ძველი პლაკატების ადგილზე ახლებს აკრავენ, რომლებზეც ნეიმარი აღარ არის გამოსახული.

ისე როგორ იქნებოდა, რომ ნეიმარის ტრანსფერს "ბარსას" ყოფილი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა არ გამოხმაურებოდა. ის ორიგინალური აღმოჩნდა: "ნეიმარის კლუბიდან წასვლა კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ კლუბის ხელმძღვანელობაში არაკომპეტენტური ხალხია. "ბარსას" ფინანსური პრობლემები აქვს. ეს ტრანსფერი უბრალოდ სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. ამით კი "ბარსა" პრობლემებს დამალავს", - განაცხადა ლაპორტამ.

როგორც აღმოჩნდა, ნეიმარის უკანასკნელი მატჩი "ბარსელონას" მაისურით მაიამიში მოგებული კლასიკო იყო, როცა "ბარსამ" 3:2 დაამარცხა "რეალი" საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე. ამ შეხვედრაში ნეიმარს გოლი არ გაუტანია, თუმცა ორი საგოლე პასი მიითვალა და ტურნირის ბომბარდირიც გახდა 3 გოლით.

თუმცა ამბობენ, რომ ნეიმარს კიდევ ერთხელ სურს "ბლაუგრანას" მორგება - 7 აგვისტოს "ბარსა" ამხანაგურ მატჩში ეთამაშება ბრაზილიურ "შაპეკოენსეს". რამდენად მოხერხდება ეს, ძნელი სათქმელია. შეგახსენებთ, რომ ნოემბერში "შაპეკოენსეს" თითქმის მთელი შემადგენლობა ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

"ბარსას" მაისურით ნეიმარმა 186 თამაშში 105 გოლი გაიტანა. მან 7 საკლუბო ტიტული მოიგო გუნდთან ერთად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გოდერძი
მარსელის ოლიმპიკზე როგორ ლაპარაკობ ... წარმოდგენა არ გაქვს ფეხბურთზე. რაც შეეხება ნეიმარს რასაც უნდოდა იმას გააკეთებდა და ისე მოიქცეოდა როგორც საჭიროდ ჩათვლიდა.ძალიან გამიხარდა.ვუსამძიმრებ ბარსელონას გულშემატკივრებს.ნუ იქნებით ასეთი შურიანები და გაბოროტებულები. HALA MADRID.
g.v.g.
რამ დაგაბრმავა და გაგაბოროტა? ვითომ შენი საკუთრება იყოს ბარსა, ასეთი რამის თქმა და დაწერა როგორ შეიძლება მოგივიდეს აზრად წესიერ ადამიანს? შენ ფრთხილად უნდა იყო და დაკვირვებით გადაადგილდე ხოლმე. ისე არ დაგემართოს-"მწიფეს ესროდნენ და მკვახე ცვიოდაოო"!!!!!!!
g.v.g.
რას ქვია დახურდავდებოდა? რა ვალდებულებები ეკისრებოდა ბარსასთან მიმართებაში? შენ სამსახური არასდროს შეგიცვლია უკეთესი პირობების მიღების გამო? ასეა ეს ბიჭიც, წავიდა ბევრი ფულების საშოვნელად(უფრო სწორად-მისაღებად).
aureliano buendia
ეს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, ყველაზე სულელურ ტრანსფერად დარჩება, სამუდამოდ. ნეიმარი ვერასდროს ითამაშებს პსჟ-ში ედისონ კავანის დონეზეც კი.
"რიგითი გულშემატკივარი"- პითაგორას!
სათაური ასეთია "502 მილიონი ევრო 5 წელიწადში-შეიხთა ახირების დრო" საერთოდ, კონტრაქტებით გათვალისწინებული თანხა ან კონტრაქტის ვადის სესაბამისია,(მაგალითად:ჩემს მიერ ნახსენები კარის 5 წლიანი კონტრაქტი 201 მილიონად,ან ფაჩულიას ახალი კონტრაქტი 1 სეზონზე 3,5 მილიონად) ან კიდევ 1 კვირის ხელფასი (მაგ:200 ათასი კვირაში) და ა.შ.ამიტომ მიმაჩნია,რომ პირველადია 502 მილიონი 5 წელიწადში და ჟურნალისტის გამოთვლილია 1,2 ევრო წამში.

საფრანგეთში დაბეგვრა 70%-ია? თუ კვირაში 575 ათასს იღებს, წელიწადში გამოდის 29.9 მლნ და 5 წელიწადში 149.5 მლნ. 352.5 მლნ საფრანგეთის ბიუჯეტში მიდის? P.S. ხელფასები და გამოსასყიდი თანხა ჩვენი ქვეყნის წლიური ბიუჯეტის 25%-ია და ... რა დაგვრჩენია ჩვენ არითმეტიკაში მაინც ვივარჯიშოთ :))) P.S.S. ამის პარალელურად მსოფლიოა "შეძრული" ნახევარი პლანეტა შიმშილობსო და ისევ გაჭირვებული ხალხისგან ითხოვენ შემწეობას და დახმარებას. ფეხბურთს ეს "სიგიჟე" არ წაადგება და არც ნეიმარი პსჟ-ს - თამაშს გუნდი იგებს ფეხბურთელებიან მწვრთნელიან შტაბიანად და ერთი ფეხბურთელი მთელი გუნდის ღირებულება ვერანაირად იქნება.
პითაგორა - რიგით გულშემატკივარს
სტატიის ავტორს ეწერა, რომ ნეიმარი წამში იღებს 1,2 ევროს და აქედან ასკვნიდა, რომ 5 წელიწადში გამოსდიოდა 500 მილიონი. კონტრაქტს რათქმაუნდა წამობრივად არ აფორმებენ, მაგრამ შეიძლება ავტორს ჰქონდა მხოლოდ ის ინფორმაცია, თუ რამდენს იღებს ნეიმარი წამში, რასაც თქვენ გადაჭრით ვერ უარჰყოფთ და შემდეგ თავად გამოთვალა 5 წლის ანაზღაურება. დაგეთანხმებოდით და თქვენი მეთოდით დავითვლიდი იმ შემთხვევაში, თუ სტატია დაიწყებოდა მსგავსად: "ნეიმარი 5 წელიწადში მიიღებს 500 მილიონს, რაც წამში გამოდის 1,2 ევრო". ასე რომ, კვლავ ველოდები თანხის ჩარიცხვას :D :D სერიოზულად რომ გითხრათ, ძალიან მებევრება წელიწადში 100 მილიონი და აქედან გამომდინარე უფრო დავიწყე გამოთვლები.
papa
მაგარი ინფლაციაა, დაუსახურებელი ფასები ადევს ფეხბურთელებს... რაც შეეხება ნეიმარს ბარსაში დაბადებული გაზრდილი არ არის რომ ნამუსს შეეწუხებინა. სწორიც გააკეთა რომ გადავიდა ამხელა მაყუთს ყველა კლუბი არ იხდის
"რიგითი გულშემატკივარი"- პითაგორას!
თქვენი გამოანგარიშებები სწორია,მაგრამ არა მართებული.ანგარიში ბოლოდან კი არა თავიდან უნდა დაგეწყოთ,ანუ 502 მილიონი-5წელში,ე.ი 100,4მილიონი 1წელში. ეს ნიშნავს 100,4:365=275 ათასს ერთ დღეში და 275000:24=11458 ერთ საათში და ბოლოს 11458:3600=3.18 ევრო ერთ წამში.ჟურნალისტმა შეცდომით 1.2 ევრო დაუდგინა(ოფიციალურად ხელფასებს წამობრივად არავინ აწესებს) და ამით მას წამში 1,98 ევრო დააკლო,ასე რომ დასამატებელია ეს თანხა და არა მოსაკლები,ამრიგად თქვენ ვერაფერი შეგხვდებათ (ვხუმრობ,რასაკვირველია).NBA-ში სტეფ კარიმ ახლახან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა 201 მილიონ დოლარზე და ეგაა დაახლოებით 1,2 ევროს ტოლფასი წამში .ნეიმარის კონტრაქტი 2,7-ჯერ მეტი გამოდის კარის კონტრაქტზე და ეს ცოტა საეჭვოდ მეჩვენება(ეს სერიოზულად)
zaali
არა მგონია პსჟ-ს ნეიმარის მისვლიდან პირველ წელსვე მოიგოს ჩემპიონთა ლიგა. ნეიმარიც ბარშაში იყო და მესიც, მაგრამ ბოლო ლიგა რეალმა მოიგო. შეიძლება საერთოდ ვერ მოიგოს პსჟ-ემ ლიგა. მოიგოს არა ... თუმცა ყველაფერი შეიძლება
Batistuta

გენო
მიდით ჩინელებო თქვენ ამათზე ნაკლები ფული გაქვთ ვისაც ილუზია ქონდა ფეხბურთელების მიერ ისტორიის პატივისცემაზე დღეს საბოლოოდ დასამარდა და მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა შორის რატომ არიან ბარსა-რეალის მოთამაშეები?
Dato
Daabrunet dzveli versia ar gesmit

ესეც ფულისტი ვიღაცა ყოფილა. "ბარსელონას" ფანი არ ვყოფილვარ არასდროს, უბრალოდ მესის ვგულშემატკივრობ და მეტი არაფერი. რაც კომუნისტური ფარდა "გაიხა" იმის მერე "მილანს" ვგულშემატკივრობ, მაგრამ ნეიმარისგან ნამდვილად არ მოველოდი რომ არაბულ მილიონებზე დახურდავდებოდა. წავა ახლა ბელგიის დონის ჩემპიონატში და რა. "მონაკოს" აღარ ასუნთქებენ ისე უტევენ ყოველი მხრიდან გრანდები და თუ ფეხბურთელები აახიეს დარჩება "პსჟ" როგორც "რუსენბორგი" წლების წინ ნორვეგიის ჩემპიონატში და შეიძლება მოიგოს საფრანგეთის ჩემპიონობა ზედიზედ 11-ჯერ. ნეიმარი გაიუმჯობესებს პირად შედეგებს, სტატისტიკას, მაგრამ ვერასოდეს მივა ახლოს ვერც პელესთან და ვერც თუნდაც ზიკოსთან. ჩემპიონთა ლიგას "პსჟ"-ს არავინ მოაგებინებს თუ ფულით არ იყიდეს, როგორც წლების წინ მარსელის "ოლიმპიკის" მეპატრონემ ქნა და სამუდამოდაც ჩამოაშორეს ფეხბურთს. ასეთი პესპექტივა ეჭყანება სავარაუდოდ წინ "ყატარის კეთილი ნების ელჩს" კარიერაში
კახა
მაგარი უაზრო დიზაინია ვინ მოიწონა რომ შეცვალეთ ძველი როგორ ავირჩიო?
Patriot
ვუსურვებ პსჟ-ს რომ ნეიმარმა 5-დან 4 წელი ტრავმებში გაატაროს!!! ოლე!
პითაგორა
"1,2 ევრო წამში ასეთი იქნება ნეიმარ ჯუნიორის ხელფასი "პარი სენ-ჟერმენში"! ეს კი ხუთ წელიწადში 502 მილიონ ევროს შეადგენს". შევამოწმოთ: 1,2 ევრო წამში. წუთში 1,2*60=72 ევრო. საათში 72*60=4320 ევრო. დღეში 4320*24=103 680 ევრო. წელიწადში 103 680 * 365=37 843 200 ეცრო. ხუთ წელიწადში 37 843 200 * 5= 189 216 000. პასუხი: ნეიმარი 5 წელიწადში მიიღებს დაახლოებით 190 მილიონ ევროს. გთხოვთ, თუ თქვენთვის 312 მილიონი ასეთი უმნიშვნელო თანხაა, მითითებულ ანგარიშის ნომერზე (GE32VT1000001618054506) მცირეოდენი თანხა მაინც ჩამირიცხოთ, რათა შევძლო დასასვენებლად წასვლა და ასეთ არაფრისმომცემ გამოთვლებში არ დავკარგო ზაფხულის ცხელი დღეები და თქვენი მოთმინება )))
ბეი
მალე მილიარდებზე ავა ფეხ. ფასები
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ლუის ენრიკე სასწრაფოდ საოპერაციოა
მძიმე ამბავი - "ლიონის" აკადემიის 13 წლის ფეხბურთელი 16 წლის მოზარდის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
რაშფორდს მიმდინარე სეზონში ტრებლის მოგების სჯერა
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
უარი ხავისგან - "ლევერკუზენი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ერთ დროს "ბარსელონას" შეუცვლელი ფეხბურთელი კარიერის 31 წლის ასაკში დასრულებასთან ახლოსაა
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ფეხბურთელები მისაბაძი მაგალითები არ არიან" - ჟიულ კუნდე
[PHOTO] დააღწევს თავს გაჭირვებას - უცნობმა ადამიანმა ნეიმარს მილიარდი დოლარი უანდერძა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
[VIDEO] მსგავსს ხშირად ვერ ნახავთ - ნეიმარი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
ახალი კონტრაქტი - ნეიმარი კვლავ "სანტოსში" ითამაშებს
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს
"ბარსელონამ" პენიას კონტრაქტი გაუხანგლძრივა და იჯარით გაუშვა