თავისუფალი ჭიდაობა, მსოფლიოს თასი.

ხვალ მახაჩყალაში მსოფლიოს თასი ტარდება თავისუფალ ჭიდაობაში. გუშინ წილისყრაც გაიმართა და, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსებს თავიდანვე წითელი ხალიჩა დაუგეს – ისინი A ჯგუფში მოხვდნენ ყირგიზეთის, უზბეკეთის, ბულგარეთისა და უკრაინის გუნდებთან, მისი მთავარი მეტოქეები კი B-ში დაჯგუფდნენ – აზერბაიჯანი, ირანი, კუბა, საქართველო და ყაზახეთ-უნგრეთის გაერთიანებული ნაკრები. ჭიდაობის ნებისმიერი მოყვარული დაგვეთანხმება, რომ მეორე ჯგუფი ბევრად ძლიერია პირველზე. მახაჩყალაში გუნდების უმეტესობა ულიდერებოდ ჩავიდა – უახლოეს დღეებში ყველა კონტინენტზე რეგიონული პირველობები გაიმართება და წამყვან ათლეტებს იმისთვის ინახავენ, მაგრამ მონაწილეთა სახელობით სიებსაც თუ გადავხედავთ, ჩვენი ჯგუფი ამ მხრივაც ბევრად ძლიერია. რუსების გარდა, ბადის იმ ნახევრიდან ვისი გამორჩევა შეიძლება? უკრაინელი ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი ტარას დანკო (84), უზბეკი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი დილშოდ მანსუროვი (60) და მსოფლიოს პრიზიორი ყურბან ყურბანოვი (120, თუმცა ეს აქამდე 96-ში გამოდიოდა), ყირგიზი მსოფლიოს პრიზიორი ბაზარ ბაზარგურუევი (60) – აი, ესენი შეადგენენ იქაურ ელიტას. ამის საპირისპიროდ, მხოლოდ აზერბაიჯანის ნაკრებში ოთხი ტიტულოვანი ფალავანია: ევროპის ჩემპიონები ალი ისაევი (120) და ზელიმხან ჰუსეინოვი (60), რომელიც მსოფლიოს ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელიცაა, ევროპის სამგზის მედალოსანი ნოვრუზ ტემრეზოვი (84) და ასევე კონტინენტის პრიზიორი ემინ აზიზოვი (66). სხვათაგან აღსანიშნავია კუბელი მსოფლიოს რამდენიმეგზის მედალოსანი ჰენდრი გარსონი (66), ირანელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი სედაგ გოუდარზი (74) და ბრინჯაოს პრიზიორი რეზა იაზდანი (96), ასევე მსოფლიოს პრიზიორები ლეონიდ სპირიდონოვი (66) და გაბორ ჰატოში (74). იქით თუ ბულგარეთი საერთოდ უვარსკვლავებოდ ჩავიდა და სხვებსაც თითო ცნობილი ფალავანი ჰყავთ, ამ ჯგუფში ყველა გუნდში რამდენიმე ლიდერია ანუ ყველას მძიმე ბრძოლა მოუწევს ერთმანეთში. გუნდების ავტორიტეტი და გავლენაც რომ გავითვალისწინოთ, უზბეკები და განსაკუთრებით ყირგიზები ნამდვილად არ მიეკუთვნებიან ელიტას, ხოლო ვინცაა ასეთი – ბულგარეთი, ისიც მთლიანად სათადარიგოებით ჭიდაობს. აქეთ მხარეს მსოფლიო ჭიდაობის ორი იმდნად გამოკვეთილი ლიდერია, თვით რუსებსაც რომ ავიწროებენ - ირანი და აზერბაიჯანი. მათი სათადარიგოებიც კი ბევრისას ლიდერებს აღემატებიან. იქნებ უნგრეთს და მით უფრო – არც ყაზახეთს გააჩნიათ დიდი ავორიტეტი, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ ახლა ისინი გაერთიანებული გუნდით გამოდიან, რაც მეტოქეების ამოცანას ართულებს. ისიც საინტერესოა, რომ რუსთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამბულათ თედეევი წინა დღეებში მისი შეგირდების მთავარ კონკურენტებად აზერბაიჯანს, ირანსა და საქართველოს ასახელებდა. ალბათ, ხვდებით, რატომაც მოხვდა ეს ტრიო ერთად. რუსეთმა მსოფლიოს ბოლო ოთხი თასიდან სამი მოიგო, ის ერთი კი ირანმა წაართვა. პრესტიჟის გარდა, აქ ფინანსური მოტივიცაა – როგორც ვწერდით, საპრიზო ფონდი 240 ათას დოლარამდე გაიზარდა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ამ ტურნირის ისტორიაში, გამარჯვებულს კი 100 ათასი ერგება.

დასასრულს, საქართველოს ნაკრების შემადგენლობას შემოგთავაზებთ, რომელიც სათადარიგოა: ბესარიონ გოჩაშვილი (55), მალხაზ ქურდიანი (60), შალვა მუზიაშვილი (66), გელა საღირაშვილი (74), ბექა ჭელიძე (84), დავით ქერაშვილი (96), ლევან ბერიანიძე, გიორგი საკანდელიძე (ორივე – 120).

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე