რიგის ფრეინდელფელდსის სახელობის ახალგაზრდა მოჭიდავეთა ტურნირში საქართველოს თავისუფალი სტილის ნაკრებიც გამოვა და - ბერძნულ-რომაულიც
დღეს რიგაში ფრეინდელფელდსის სახელობის ახალგაზრდა მოჭიდავეთა XIV საერთაშორისო ტურნირი იწყება, რომელშიც საქართველოდან მონაწილეობას თავისუფალი სტილის ნაკრებიც მიიღებს და - ბერძნულ-რომაულიც. „თავისუფლები“ იქაურობის ხშირი სტუმრები არიან, ბერძენ-რომაელები კი პირველად გამოდიან.

ეს შეჯიბრება წლევანდელი სეზონის პირველი უცხოური სტარტია, ორივე ნაკრების მიზანი კი ევროპისა და მსოფლიოს პირველობებისთვის შემადგენლობების შერჩევაა. ბოლო წლებში დამკვიდრებული უსიამოვნო ტრადიციის თანახმად, ეს ტურნირები ამჯერადაც ერთმანეთის მიყოლებით, სულ რაღაც ერთთვიან შუალედში ტარდება და მწვრთნელები იძულებულნი არიან, ორ-ორი შემადგენლობა ეძებონ.

ორივე ნაკრების მწვრთნელმა ლატვიაში ძირითადად საქართველოს ახალგაზრდული პირველობის გამარჯვებულები წაიყვანა, თუმცა ზოგიერთ წონაში რამდენიმე კანდიდატიცაა. „თავისუფალთა“ დამრიგებელმა ნუგზარ სხირელმა გუნდში ლევან როჭიკაშვილი, ლაშა ტალახაძე (ორივე - 50), ლაშა ლომთაძე (55), თენგიზ ჩოჩიშვილი (60), დავით ტლაშაძე, დავით გალეგაშვილი (ორივე - 66), ბექა პეტრიაშვილი (74), ალექსანდრე ამინაშვილი(84), თედო ებანოიძე (96) და გიორგი ასლანიშვილი (120) შეიყვანა, ბერძენ-რომაელთა თავკაც ვლადიმერ ადეიშვილის რჩეულთა სია კი ასეთია: ნიკოლოზ ცეცხლაძე (50), ამირან შავაძე (55), ქემალ ხარაბაძე, ფირუზ წულუკიძე (60), გიორგი დავითაია, საჩინო დავითაია (ორივე - 66), ზურაბ დათუნაშვილი, უშანგი ქიტიაშვილი (ორივე - 74), რობერტ ქობლიაშვილი, რევაზ ნადარეიშვილი (ორივე - 84), შოთა გოგისვანიძე, სერგო გოგისვანიძე (ორივე - 120).

შეჯიბრება ორ დღეს გაგრძელდება. 19-ში ორივე სტილის ჭიდაობაში 50, 60, 74 და 96-ის ფალავნები იასპარეზებენ, დანარჩენები კი 20-ში

გავლენ ხალიჩაზე და ტურნირიც ამით დასრულდება.

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე