ენტონი ჯოშუასთან ბრძოლა აღარ იქნება
უკრაინელმა მძიმეწონოსანმა მოკრივემ, 41 წლის ვლადიმირ კლიჩკომ სპორტული კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

"რამდენიმე კვირა დამჭირდა ამ გადაწყვეტილების მისაღებად. მოყვარული და პროფესიონალი მოკრივის რანგში მივაღწიე ყველაფერს, რაზეც ვოცნებობდი. ახლა, ჩემი სურვილია სულ სხვა კარიერა დავიწყო.

არასოდეს მეგონა, რომ ასე დიდხანს და წარმატებით გამოვიდოდი რინგზე. და ძალიან მადლიერი ვარ ამის გამო. მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერდა მთელი ამ წლების განმავლობაში, განსაკურთებით ჩემს ოჯახს, გუნდსა და გულშემატკივრებს", - განაცხადა პრესკონფერენციაზე კლიჩკომ.

მთელი კარიერის განმავლობაში, კლიჩკომ მოიგო 1996 წლის ოლიმპიადა, პროფესიონალებში კი იყო WBA-ს, WBO-ს, IBF-სა და IBO-ის ჩემპიონი. სულ რინგზე 69-ჯერ ავიდა, მოიგო 64 ბრძოლა (აქედან 54 - ნოკაუტით) და დამარცხდა ხუთჯერ.

კლიჩკომ ბოლო ბრძოლა 29 აპრილს, ბრიტანელი ენტონი ჯოშუას წინააღმდეგ ჩაატარა და მე-11 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. განიხილებოდა ამ მოკრივეებს შორის მატჩ-რევანშის ჩატარება, მაგრამ ის აღარ გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
ქოჩორაშვილმა ტრავმა მოირჩინა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
მირჩა ლუჩესკუ სიკვდილს გადაურჩა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-1 რუსთავი. შემოტრიალება წყალტუბოურად
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
დიდი ჩემპიონი ვლადიმირ კლიჩკო კრივში დაბრუნებას მხოლოდ ერთი მიზნით აპირებს
ვლადიმირ კლიჩკო: 3 წლის წინ ჯოშუას მოვაგებინე, დავინდე ბავშვი
Boxing News-მა დეკადის საუკეთესო ბრძოლა დაასახელა
მოკრივე, რომელმაც ბრძოლის დროს საკუთარ თავს გაარტყა, ჩემპიონი გახდა, განარკომანდა და 22 თებერვალს ისევ ტიტულზე იჩხუბებს [VIDEO]
"მეც ჯორჯ ფლოიდი ვარ" - კლიჩკო აშშ-ის ამბებს ბუნდოვნად გამოეხმაურა
უსიკმა ძმები კლიჩკოების რეაქციაზე ისაუბრა მას შემდეგ, რაც სპორტსმენმა უკრაინის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო