კლაიპედაში გამართულ ფინალურ მატჩში ილიას ზუროსის გუნდმა მასპინძელი ლიტვის ნაკრები დაამარცხა
5 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევრობასკეტისთვის ემზადება, ლიტვის საერთაშორისო ამხანაგურ ოთხთა ტურნირში გაიმარჯვა. კლაიპედაში გამართულ ფინალურ მატჩში ილიას ზუროსის გუნდმა მასპინძელი ლიტვის ნაკრები ანგარიშით 81:70 (25:21, 8:19, 25:19, 23:11) დაამარცხა.

ზაზა ფაჩულიას, ვიქტორ სანიკიძისა და ბექა ბურჯანაძის გარეშე მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა მატჩი მშვენივრად დაიწყო და პირველი მეოთხედი ოთხი ქულით მოიგო. ლიტვის ნაკრები მეორე მეოთხედში გამოფხიზლდა, ქართველმა კალათბურთელებმა კი მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირეს და ტაიმი 33:40 დათმეს.

შესვენების შემდეგ ზუროსის შეგირდებმა შეძლეს მობილიზება, მესამე მეოთხედი 6 ქულიანი უპირატესობით დაასრულეს, საერთო ანგარიშში კი სხვაობა ქულამდე შეამცირეს.

ბოლო მეოთხედი მთლიანად სტუმრების უპირატესობით წარიმართა, ქართველმა კალათბურთელებმა პრაქტიკულად ყველა კომპონენტში დაჩაგრეს საკმაოდ ძლიერი მეტოქე და საბოლოოდ 11-ქულიანი სხვაობითაც იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებში ორმაგი დუბლით გიორგი შერმადინი (17 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი) და გიორგი ცინცაძე (10 ქულა, 10 პასი) გამოირჩნენ. ყველაზე მეტი - 19 ქულა ჩააგდო თორნიკე შენგელიამ, რასაც 8 მოხსნა და 5 პასიც მიუმატა. 13 ქულა იყო მანუჩარ მარკოიშვილის ანგარიშზე, 12 ქულა მიითვალა მაიკლ დიქსონმა, დუდა სანაძემ - 10.

- საქართველო-ლიტვა 81:70 [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლატვიას სძლია (73:69). III ადგილისთვის შეხვედრაში ლატვიას პოლონეთმა 80:76 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი შერმადინი დასახელდა.

საქართველოს ნაკრები ლიტვიდან სამშობლოში დაბრუნდება და ევრობასკეტისთვის მზადების ფარგლებში, თბილისის მერიის თასზე, ჩეხეთის ეროვნულ გუნდს ორჯერ დაუპირისპირდება - 11 და 13 აგვისტოს.

ლუკა
აბსოლუტურად გეთანხმები ლადო! უბრალოდ უნდა შეიქმნას სახელმწიფოს მიერ სპორტის დაფინანსების პროპორციული სისტემა, რაც იქნება შედეგებზე ორიენტირებული. ვინც უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს, ის უფრო მეტ დაფინანსებას მიიღებს. რაგბი, კალათბურთი, ჭადრაკი, ჭიდაობა, ძიუდო, ძალოსნობა იქნება დაფინანსების ყველაზე დიდი მიმღები ფედერაციები. სამწუხაროდ ფეხბურთი შედეგებით იქნება ერთერთ ბოლო ადგილზე.
dato
ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ბავშვთა კალათბურთი, ერთი და იგივე სახეები "არ ჩამოვთვლი გვარებს კალათბურთის გულშემატკივარმა კარგად იცის". ეს არის უმაგრესი თაობა ნიჭით და შრომით მიაღწიეს რასაც მიაღწიეს, რა თქმა უნდა იმის თქმა არ შეიძლება რომ არაფერს აკეთებს კალათბურთის შეფობა მაგრამ ძალიან ცოტაა რაც კეთდება "მერიის თასია ამ ყველაფრის მაგალითი", ასე შორს ვერ წავალთ წავალთ კი არა და ძალიან გაგვიჭირდება იმ ადგილზე ყოფნა სადაც ახლა ვართ. შეცვალეთ ბავშვთა კალათბურთში მიდგომა, სპეციალისტები მოიწვიეთ სპეციალისტები. მარა ვინ აქცევს ჩვენს კომენტარებს ყურადღებას სულ ფეხებზე კიდიათ.
zaza
ფედრაციის დამსახურება საერთოდ არარის ნაკრების წარმატებული თამაში შვიდი მილონი კიარა 2 მილიონი იყო კალათბურთის ფედერაციის ბიუჯეტი და მაინც კარგად თამაშობდა ეს თაობა რაც შეეხება მომავალ თაობას კარგად ვნახეთ რისი მაქნისებიც არიან .და საერთოდაც ბავშვთა კალათბურთი ჩამკვდარია რაც ძალიან მალე ნეგატიურად აისახება დიდ ნაკრებზეც.

ამ საიტის ძველი დიზაინი ჯობდა ბევრად!!
სოსო
კახა,ამ თამაშს საზოგადოებრივი ტელევიზია აჩვენებდა და ალბათ ამიტომ აღარ აჩვენეს.საიტის დიზაინი ძალიან ცუდად განაახლეს,მაგრამ მაგ საკითხში სალანძღავად, ცოდოები არიან.
ლადო
ცოტა ხნის წინ სპორტის სამინისტროში მითხრეს საქართველოს კალათბურტზე მთლიანად, კლუბებიანად, ყველა ასაკობრივი გუნდებიანად, ქალთა და 3X3-ზე კალათბურთის ჩათვლით 7 მილიონი ლარი აქვთ გამოყოფილი წელიწადშიო. აქ იგულისხმება ყველაფერი: ფედერაციის, სუპერლიგის, მწვრთნელების, კალათბურთელების, მენეჯერების, მსაჯების, ექიმების, მომსახურე პერსონალის(მათ შორის უცხოელების) ხელფასები, მივლინებები, კვება, საზღვარგარეთ ჩვენი ნიჭიერი ბავშვების სწავლა, ფორმები, ბურთები, მედიკამენტები და უამრავი სხვა რამ. ამაში შედის თურმე დარბაზების იჯარა, დაახლოებით 1 მილიონი ლარი, რადგან კალათბურთის ფედერაციას დარბაზი კი არა, ერთი ოთახიც არ ქონია საკუთრებაში(მართლა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს). მოკლედ, მთელ ქართულ კალათბურთზე წელიწადში 2,5 მილიონი ევრო იხარჯება, ჩემპიონატის მატჩებზე დასწრება უფასოა და ასეთი დაფინანსებით ამხელა წარმატებას აღწევენ. გამოდის, რომ კალათბურთი სახელმწიფოსთვის მეათეხარისხოვანი სპორტის სახეობაა და მაინც რამხელა შედეგს დებენ. ფეხბურთზე გადაყოლილი არიან და შედეგი ნულზე დაბლაა. ჩემი წინადადებაა, ფეხბურთს გაუნახევრეთ დაფინანსება და სპორტის იმ სახეობებზე გაანაწილეთ, სადაც თავს დებენ და მაქსიმუმს აჩვენებენ.
გულშემატკივარი
მაგარი ლოგიკაა
vaxo
"რავა ერთნაირად კრამიტდაცურებულები". რავა,რავა,რავა... ეს ერთი გლეხი ბატონებო.დანარჩენებიც მალე მიაგდებენ თოხებს და გამომეხმაურებიან :-)
ერთვარსკვლავიანო brola* -ვ
განდიდების მანიით შეპყრობილი რა ადვილი საცნობი ხარ რუსეტუმევ.
vaxo-thgt-s
ყველა აქაური პუტინოიდი რავა ერთნაირად კრამიტ დაცურებულები ხართ?
vaxo
საიტის ახალი ვერსია ძალიან მომწონს.უფრო იმიტომ,რომ უმეტესობას არ მოეწონა და შემოსვლას აღარ აპირებენ. ძალიანაც კარგი. ამდენ გლეხთან კამათში დრო აღარ დამეკარგება :-)
alexandre
გილოცავთ ყველას ნაკრების წარმატებას. ყოჩაღ ბიჭებო. გაიხარეთ. იმედია ეუროზეც მაგრად ითამაშებთ. წარმატებებს გისურვებთ. რაც შეეხება საიტს. სულ ტყუილად წერთ, მაინც არავინ არ კითხულობს ჩვენ კომენტარებს, თორემ აქამდე ან პირდაპირ შეცვლიდენ, ან გამოკითხვას ჩაატარებდნენ - რა მოგწონთ, რა არა და რატომ. 1 კომენტიც არაა, რომ მოწონდეს ვინმეს ეს ფორმატი.
დდდ
აშკარად ეტყობა ზუროსს რომ მაღალი დონის სპეციალისტია,ამავე დროს ძიან კარგად მოერგო ჩვენს ხასიათს,მგონია რომ ყველა გუნდის დამარცხება არის შესაძლებელი ამ გუნდით,საიტი არომწონს ძველი სჯობდა აშკარად
გულშემატკივარი
საიტის დიზაინი რატომ შეიცვალა? თუ ცვლიდით, უკეთესობისკენ მაინც შეგეცვალათ
tanto
ნაკრებმა შესანიშნავი სტარტი აიღო და სულ გამარჯვებებით ევლოთ, რასაც ამ საიტზე ვერ ვიტყვი, კარგის ცუდით შეცვლა უნიჭობის ზეიმია.
კოტე
მეც ანალოგიურად აღარ შევსულვარ იქ :)
დათო კვენეტაძე
არაფრად არ ვარგა ათასერ უკეთესი იყო ძველი დიზაინი.მაგის გულისთვის არ შევდიოდი აჯარა სპორტზე.არშეიძლება ძველი ფოპტმატის აღდგენა.
mamulicha
ბიჭებს ვულოცავ გამარჯვებას გუნდს ეტყობა მწრთვნელის ხელი ზუროსის ხელში აშკარად მოუმატეს. რაც შეეხება საიტს დააბრუნეთ ძველი ვერსია
avto
კარგები ხარტ ბიჭებო სპორტალი გააბანძეთ გადავედი ცემპიონატ რუ ზე
ბადრი
უდავოდ ზუროსი ჯობია! ბრავო ბიჭებს, მეიმედებიან და მეამაყებიან.. ისე, ზოგიერთ მომენტში ძალიან წაიჩერჩტებენ ხოლმე, კონცენტრაცია ეკარგებათ... საიტი არც მე მომწონს, ძალიან ეკლექტიკური და დაულაგებელია. უსისტემო
Eduard
საიტი გაბანძდა, ვეღარ ვიგებ სად რა ე წავიკითხო.
დათო
ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას. იქნებ დააბრუნოთ ძველი დიზაინი, ეს საშინელებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა სპორტულ საიტებს მივანიჭებ უპირატესობას.
გიორგი
მაგრად ითამაშეს. ყოჩაღ! ახალი დიზაინი საუკეთესო არ არის, მაგრამ ძველს ჯობია 10-ჯერ. ძველი საიტი უძრაობის პერიოდს მაგონებდა. დახვეწავთ ამ ახალ საიტსაც და ყველაფერი კარგად იქნება. ერთადერთი მინდა მეტი ოპერატიულობა გისურვოთ. ინტერნეტის ეპოქაში თამაშების სტატისტიკა არ გიდევთ. თუნდაც ამ ტურნირის
მამუკი
გემუდარებით~ დააბრუნეთ ის ძველი საუცხოო საიტი. ღმერთმა სულ გამარჯვებული ატაროს ჩვენი სამშობლო,როგორც იქნა გამარჯვებულმა და გახარებულმა დავიძინე,დაე ეს გამარჯვება ყოფილიყოს საწინდარი დღეიდან ყოველ საქმეში გამარჯვების მომტანი,თორემ გაგჯა გული ამდენი დამარცხების გამო,ფეხბურთში,პოლიტიკაში,კაცის არ კიაცობის გამო,ქალის არ ქალობის გამო,სწავლის დაბალი დონის გამო, უფროს უნცროსობის და ღირსების მოშლის გამო,გაიხარეთ ქართველო კათბურთელებო და სულ გამარჯვებით იარეთ სამშობლოს სადიდებლად..ამინ
მახო
ზუროსი მართლაც უფრო მაღალი კლასის მწვრთნელი ჩანს. წარმატებები ბიჭებო.
მეფე გიორგი
ბიჭებს ბრავო ! ! ! აი საიტს რაც შეეხება : კარგია განვითარება, მაგრამ ამავდროულად საჭიროა სწორათ განვითარდე. 1. საიტიდან ნიუსის გაგება ზედმეტადაა გაძნელებული. 2. ეს ვერსია ძველი ვერსიის მსგავსად ნელია, შესამჩნევლათ ნელი! 3. აგდებს კალოშ-კეტების დროინდელ ნიუსებს მაგ: კალათბურთის თეგში. მეზარება ტესტი ყველაფერს ჩავუტარო, მაგრამ ძირითადი ესაა რა. პ.ს კომენტარის გაკეთებას მგონი ეშველა და გილოცავთ ყუელას -;)
მიშა
ეს სამიანები გამოვასწორეთ და შედეგიც დაიდო
koka
ეს საიტიც გინდათ გააფუჭოთ? რატო შეცვალეთ
oto.
ძველი დააბრუნეთ სასწრფოთ. სასწრაფოთმექი
alex
დააბრუნეთ საიტის ძველი დიზაინი!რა ჯანდაბაა ეს???
დინამო
კარგია ახალი დიზაინი მაგრამ ძალიან მატერიალ არის და მეორე შენიშვნა, რეკლამების პანელი უფრო დიდია ვიდრე ტექსტი და აღარ გახსოვს რომელიუუნდა წაიკითხო
შოთა გუგეშაშვილი
გამყრელიზე მოასორონ ხალხნო სასწრაფოდ გაგაეციტ
Dani
Magazine yarrow saiti gaaaketes dzveli atasjer jobda.biwebi magrebi arian
გიორგი
მაგრად მასიამოვნეს კარგი თამაშით,მადლობა ბიჭებს. საიტს უშველეთ რა გჭირთ დავიჯერო თქვენ თითონ მოგწონთ?
მიშა63
საიტის ძველი ვერსია ბევრად უკეთესი იყო !!!!! აქ ჭირს ძებნა !!!! მიხედეთ ამ საქმეს !!!!
girogi
დააბრუნეთ ძველი დიზაინი
imereli
კარგი იყო მოლოდცი
qomagi
ბრავო ზუროსს! ბარაქალა ჩვენს ბიჭებს, ღირებული გამარჯვება მოიპოვეს. დაბოლოს, სირცხვილი საიტის ადმინისტრაციას დიზაინის გაფუჭებისთვის
ირაკლი
მსოფლიო სპორტს ძალიან მოუხერხებელი დიზაინის გამო შევეშვი. ასე იქცევით თქვენც? საშინელება ქენით. არ ვარგა ახლი ვერსია სიტის. დროა მიხედოთ ამ პრობლემას სანამ დაგიკარგავთ მკითხვლი.
gogig
ჩვენებს ვულოცავ. კარგად ითამაშეს. ყველაზე კარგი მწვრთნელი იყო. საიტის ფონტი უკეთესია, მაგრამ მთლიანობაში რაღაც აკლია.
ბმბ
ძალიან მინდა ვცდებოდე, მერამდენე თამაშს ვუყურებ, როცა ცინცაძე და დიქსონი ერთად არიან პარკეტზე, ცინცაძე მუდმივად ცდილობს იგნორი გაუკეთოს დიქსონს, რაღაც თითქოს უნდა აჩვენოს ვინ არის მათ შორის უფროსი, რაღაცნაირად აკომპლექსებს მას, როცა დიქსონი მარტოა, ის გაცილებით ეფექტურია, გასაგებია, რომ დიქსონი ლეგიონერია და დღეს თუ ხვალ შეიძლება აღარ იყოს ნაკრებში, მაგრამ ახლა ხომ ჩვენიანია, თან ძალიან კარგი ტიპია და უყვარს ჩვენი ქვეყანა. მგონია ეს პრობლემაა ჩვენს გუნდში. მე მჯეროდა ჩვენი ბიჭების გამარჯვების ამ თამაშში და მოიგეს კიდევაც, მაგრამ ამ თამაშს ის ხალხი არ უნდა უძღვებოდეს, რომლებიც მუდმივად იმეორებენ: ეს რომ ჩაგვეგდო, 7 ქულა იქნებოდა სხვაობა, ამ დროს აქეთ ჩაგვიგდეს და 3 ქულა გახდა?! ახ, ახლა რომ ჩაგვეგდო, 9 ქულა იქნებოდა, ამის მაგივრად ლიტველებმა ჩაგვიგდეს და მხოლოდ პლუს 5-ია?! ვერ გავიგე ამათი, არითმეტიკის ცოდნას ამჟღავნებენ თუ კომენტატორობის უცოდინარობას.
დათო
გადასარევი თამაში იყო, ბიჭები ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც კარგად არიან მომზადებული, რაც მაგრად მახარებს. შეუპოვრად თამაშობენ და ეგ არის წარმატების საწინდარი. გთხოვთ ასე გააგრძელეთ!!!! არავის გამოვყობ, ყველა კარგი იყო. ზუროსი მე-6 მოთამაშეა :) ვისურვებ ქართველმა გულშემატკივარმა ფეხბურთისგანაც იგივე ემოციები განიცადოს, რასაც რაგბისგან და კალათბურთისგან ვღებულობთ.
gia
ფაქტია რომ ნაკრები თამაშიდან თამაშამდე უმატებს, დღეს განსაკუთრებით კარგი იყო დაცვა... გილოცავთ!
სტატუს ქუო
ჩვენს აზრს თუ გაითვალისწინებთ, კარგი იქნება--არ ვარგა ახალი დიზაინი და წესიერ კონტაქტსაც ვერ ვახერხებთ.
Irakli
ჰო ახალი საიტი მართლაც აღნიშვნის ღირსია, ნეგატიური კუთხით.
კახა
მაგარია ლიტვა ერთერთი საუკეთესო ნაკრებია მსოფლიოში და რაცარუნდა შესუსტებული შემადგენლობა ყოლოდა ძალიან დასაფასებელია მათი დამარცხება ყოჩაღ ბიჭებს და მწვრთნელს სამწუხაროდ ემიგრანტებს არ გვაძლევთ თამაშების ყურების საშუალებას myvideo ხომ გლიჯავს ტორპედო ფოთის ლაივის მაგივრად გაგეშვათ კალათბურთი გაითვალისწინეთ რამდენი ემიგრანტისთვის შეგიძლიათ სიკეთის გაკეთება მაგრამ ღორები ხართ
Irakli
ყოჩაღ ზუროსს, ასეთს რაშ ეუბნება ბიჭენს?! მეორე მეოთხედის მერე არ მეგონა თუ რამეს მივახერხებდით.
oto
დიზაინი შეცვალეთ!!!1.იმიტომ რომ კარგი საიტია(უფროსწორად იყო) 2.მიტომ რომ ბევრი მომხმარებელი გყავთ. 3.იმიტომ რომ სპორტი თქვენი,სპორტმედიის დახმარებით უნდა განვითარდეს
gocha
gtxovt daabrunot dzveli saiti
bajo
დააბრუნეტ დზველი საიტი რა უბედურებააა ეს.
Dzma
Dzveli saitis dizaini jobda
Shalva
მეც საიტის ძველი ვერსია უფრო მომწონდა. თამაშს რაც შეეხება ხარვეზებია უამრავი, უდიდესი პრობლემა პერიმეტრიდან სროლები (სტაბილურობა !!!!!!), უდიდესი პრობლემა სათადარიგო სკამი (უკლასო სათადარიგოები + ნეპოტიზმი), და არ გვყავს სანიკიძესთან ოდნავ მიახლოვებული მისი შემცვლელი,და ბევრი სხვა... პლიუსებიდან შერმადინის დიდი პროგრესი(როგორც იქნა!!!),სამწამიანის კონტროლი და რათქმა უნდა ლიტვის დამარცხება ყველა ვითარებაში ძძძალიან სასიამოვნოა, მადლობა...
S
დააბრუნეთ საიტის ძველი ვერსია
guri
შემდეგი ჩეხეთია, რომელმაც ბოლო ამხანაგურში უნგრეთი გაანადგურა. დღევანდელი ჩვენი ნაკრები გუშინდელს ბევრათ სჯობდა, სამიანების გემოც გავიგეთ.
პაატა
ყოჩაღ ზუროს!!! მეორე მეოთხედის შემცედვარე მართლა სხვა გუნდი გამოიყვანა პარკეტზე! ესე რა, სამიანები სცადეთ და ყველაფერი გამოვა, მაგის გარეშე თანამედროვე კალათბურთი ვერ გამოდის! გუშინ დავწერე ძაან უიმედო კომენტარი, სიტყვები უკან მიმაქვს:))) ყოჩაღ შერმადინი, მანუ, დიქსონი და დუდა!!! თოკოს მოკრძაკებული რჩევა, საშუალოდანაც ცადე რა ძმურად!:) წარმატებები ჩვენს ბიჭებს!
Lova
Vulocav bichebs yochag namdvilad zurosi kargi mcrtvnelia taqtikit mougo. Da kide zdvel formats tu ar daabrunebt namdvilad agar shemoval
Sandro K.K.
1960-ნი წლების შემდეგ(თუ არ ჩავთვლით გარკვეულ გამობრწყინებებს 70-ნებში) ასეთი თაობა ჩვენ არ გვყოლია. ეს ბიჭები სრულიად მომწიფდნენ იმისთვის, რომ მსოფლიოზე ითამაშონ (არადა უკრაინამაც კი ითამაშა მსოფლიოზე). ამათ ძალუძთ (აშშ-ს გამოკლებით) მსოფლიოს ნებისმიერ გუნდთან ტოლსწორად თამაში. კოკოშკოვი კარგი მწვრთნელი იყო და შესანიშნავი ადამიანი, მაგრამ ეტყობა რომ ზუროსი უფრო მაღალი დონეა. რადგან სკამი მოკლეა, ყველანაირად ერიდეთ ტრავმებს (სანიკიძეც საკმარისია). წინ Georgia!!!
მირა
კარგი თამაში იყო, ყოჩაღ თქვენს საიტის ახალ დიზაინს ვერ მოგიწონებთ :(
Domenti
ე ნიკო, მსოფლო სპორტის საიტს მაგიტომ გავუშვი რო მაგრა გააბაბძეს ვიდზე. იგივეს აკეთებთ?
Davit
ყოჩაღ ბიჭებო, ვივა ზუროსს!!!!!!!!!!მანამდე ზუროსი რომ გყოლოდა ბევრად წინ ვიქნებოდით, კოკოშკოვმა ყველა პრინციპული თამაში წააგო!!!!!
baxt
მეც საიტის ძველი ვერსია უფრო მომწონდა. ვულოცავ ჩვენს მოთამაშეებს და ყველა გულშემატკივარს ამ გამარჯვებას.
mindia
ძირითადი ბირთვი:ფაჩულია, შერმადინი, მარკოიშვილი,შენგელია, ცინცაძე. სკამიდან: დიკსონი,ბურჯანაძე,სანაძე,ბითაზე,ლონდარიძე. ანუ სათადარიგოებს შეუძლიათ ამოასუნთქონ გვარიანად ძირითადებს.
z
მეორე მეოთხედის გარდა იყო მშვენიერი კალათბურთი, ყოჩაღ ბიჭებს!! P.S. ეს საიტი მართლა რას დაამსგავსეთ :(
შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია
[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
გიორგი შერმადინის 25-ე MVP და ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი!
დამცირებული და აცრემლებული მაიკლ დიქსონი დახმარებას ითხოვს [VIDEO]
სანაძის 17 ქულა "ესპეროსს" მოსაგებად არ ეყო
დუდა სანაძე კარიერას დუბაის "ალ ნასრში" გააგრძელებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოსთან" ერთად ევროლიგის მე-3 ადგილის მფლობელი გახდა
ჩინეთის საელჩომ დიქსონის ოჯახთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
საქართველოს ნაკრების უნიკალური წინახაზი - მეორე ნაწილი
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტრევიზოში ჩავიდა და დღეს პირველ ვარჯიშს გამართავს
[VIDEO] შენგელია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს - "ბარსელონამ" ევროლიგაზე "მაკაბი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინის ზედიზედ 30-ე საშინაო გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში | "ტენერიფემ" "ჰერცლია" დაამარცხა
[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა
გიორგი ცინცაძე აფრიკის ჩემპიონ გუნდში გადავიდა
“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
დუდა სანაძის 17-ქულიანი დებიუტი საბერძნეთში
მაიკლ დიქსონი კარიერას რუმინეთში გააგრძელებს
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
"ამას ნამდვილად არ ველოდი" - რას წერენ "ბარსელონას" ფანები თორნიკე შენგელიაზე?
მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"
[VIDEO] "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგას გამარჯვებით იწყებს - შერმადინმა მოედანზე 23 წუთი გაატარა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
[VIDEO] შენგელიას შედეგიანი მატჩი - "ბარსელონა" "დუბაისთან" დამარცხდა
დუდა სანაძის 17 ქულა თურქულ "ბურსასფორთან" მატჩში
სანაძემ "ანორთოსისში" ფიბა ევროპის თასის ბოლო მატჩი გამართა და ეროვნულ ნაკრებს უერთდება
შერმადინი "ტენერიფეს" უკაპიტნებს | ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 4 ქართველი ითამაშებს
[VIDEO] შენგელიას 12 ქულა - "ბარსელონამ" ევროლიგაზე "ვალენსია" დაამარცხა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მოახლოებულ მატჩებს ტრავმირებულებით ხვდება
გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!
ცინცაძე თსუ-ს დუდუ დადიანის მემორიალის ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მაგრად იწყებს - ქართველის 28 ქულა, MVP-ის ტიტული და გამარჯვება "მანრესასთან" პირველ ტურში
შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს
მაიკლ დიქსონი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს!
შენგელია საუკეთესო იყო - "ბარსელონა" სახლში დამარცხდა
[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
ქართული სპორტის სანაკრებო რეკორდსმენი - გიორგი ცინცაძე ევრობასკეტ 2022-ს უმიზნებს
სანაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა "ესპეროსი" სტუმრად დამარცხდა