გერმანიის სუპერთასზე ფავორიტი "დორტმუნდი" იყო, მაგრამ თასი "ბაიერნს" დარჩა

გერმანიის სუპერთასის წინ ფავორიტად არა "ბაიერნი", არამედ "დორტმუნდი" მიიჩნეოდა. კარლო ანჩელოტის გუნდიდან განაცხადს მიღმა მანუელ ნოიერი, ჟერომ ბოატენგი, ტიაგო ალკანტარა, არიენ რობენი, ხუან ბერნატი და ხამეს როდრიგესი დარჩნენ. გარდა ამისა, კარიერა დაასრულეს ფილიპ ლამმა და ჩაბი ალონსომ, ხოლო დუგლას კოშტა "იუვენტუსში" გადავიდა. ასე რომ, სრულიად უჩვეულო "ბაიერნი" ვიხილეთ.

გარდა ამისა, ამ ზაფხულს გერმანიის ჩემპიონი ვერ ბრწყინავდა - საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე "ბაიერნმა" დიდი ანგარიშით წააგო "მილანთან" და "ინტერთან", "აუდის" თასზე კი ორივე მატჩში ისე დამარცხდა, რომ გოლი ვერ გაიტანა.

ამიტომაც დორტმუნდელები ფავორიტები იყვნენ, მით უმეტეს, შინ თამაშობდნენ. "ბორუსია" პირველ მატჩს ატარებდა ახალი მთავარი მწვრთნელის, პეტერ ბოსის ხელმძღვანელობით, რომელმაც კლასიკური ჰოლანდიური სქემა აირჩია - 4-3-3. თავიდანვე გამოჩნდა, რომ ახალ "დორტმუნდთან" არ მოვიწყენთ.

მასპინძლები ორჯერ იგებდნენ პულიშიჩისა (მე-12 წუთი) და ობამეიანგის (71-ე წუთი) გოლების წყალობით, მაგრამ "ბაიერნმა" ორჯერვე გაათანაბრა. მე-18 წუთზე ლევანდოვსკიმ კიმიხის პასით გამოიჩინა თავი, 88-ე წუთზე კი მიუნხენელებმა გაიტანეს მეორე საპასუხო გოლი, რომლის ავტორობაზე სამი ვარიანტი იყო - კიმიხი, პიშჩეკი (ავტოგოლი) და ბიურკი (ავტოგოლი). საბოლოოდ, გოლი ბიურკის ჩაუთვალეს - 2:2.

აღსანიშნავია, რომ მიუნხენელთა ორივე გოლი ვიდეორეფერის დახმარებით ჩაითვალა.

"დორტმუნდი" პენალტების სერიაშიც იგებდა, მაგრამ, როდესაც მეოთხე დარტყმა ულრაიხმა მოიგერია, შემდეგ კი მეექვსე დარტყმა ბარტრამ გააფუჭა, "ბაიერნმა" სერია 5:4 მოიგო. ეს გუნდი მეექვსედ გახდა გერმანიის სუპერთასის მფლობელი, რაც აბსოლუტური რეკორდია. "რეკორდმაისტერი" აქამდე რეკორდს სწორედ დორტმუნდელებთან იყოფდა.

დორტმუნდი-ბაიერნი 2:2 პენ. 4:5

დორტმუნდი: ბიურკი, პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, ბარტრა, ზაგადუ (77. პასლაკი), კასტრო, შაჰინი, დაუდი (46. როდე), დემბელე, ობამეიანგი, პულიშიჩი (90. ფილიპი).

ბაიერნი: ულრაიხი, კიმიხი, ხავი მარტინესი (60. ზიულე), ჰუმელსი, რაფინია, ტოლისო (84. რენატო სანჩესი), რუდი, ვიდალი, მიულერი (67. კომანი), ლევანდოვსკი, რიბერი.

გოლები: 1:0 პულიშიჩი (12), 1:1 ლევანდოვსკი (18), 2:1 ობამეიანგი (71), 2:2 ბიურკი (88-საკ. კარში).

პენალტების სერია: 0:1 ლევანდოვსკი, 1:1 დემბელე, 1:2 რიბერი, 2:2 ფილიპი, 2:2 კიმიხი (მეკარე), 3:2 ობამეიანგი, 3:3 რუდი, 3:3 როდე (მეკარე), 3:4 ვიდალი, 4:4 კასტრო, 4:5 ზიულე, 4:5 ბარტრა (მეკარე).

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში