ლიგა 1-ის სეზონის პირველი გოლი გაიტანა ფეხბურთელმა, რომელსაც ზინედინი ჰქვია

ლიგა 1-ის სეზონის პირველი გოლი გაიტანა ფეხბურთელმა, რომელსაც ზინედინი ჰქვია, რა თქმა უნდა, ზინედინ ზიდანის საპატივცემულოდ - ალჟირული წარმოშობის ზინედინ მაშაშმა "მონაკოს" კარი კუთხურის ჩაწოდების შემდეგ დალაშქრა, თუმცა ეს მატჩი მაინც საფრანგეთის ჩემპიონმა მოიგო.

21 წლის მაშაში ლიგა 1-ის 2017/18 წლების ისტორიაში შევიდა, თუმცა "ტულუზმა", რომელიც სახეშეცვლილ "მონაკოს" ორჯერ უგებდა სტუმრად, საბოლოოდ ქულაც ვერ მოიპოვა - გამარჯვების გოლი პოლონელმა მცველმა კამილ გლიკმა თავურით გაიტანა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კი ჟოაო მოუტინიო იყო ორი საგოლე პასით.

ვარსკვლავბიჭუნა კილიან მბაპე ძალიან მოწადინებული გახლდათ, თუმცა გოლის გატანა მან ვერ მოახერხა, მოედანი კი ტრავმით დატოვა. მატჩში ხუთიდან სამი გოლი თავური იყო, მათ შორის რადამელ ფალკაოს შესრულებით.

იხილეთ ვიდეო

ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო): "ჩვენ მხოლოდ სიმშვიდის შენარჩუნება გვჭირდება. უნდა ვითამაშოთ ჩვენი ფეხბურთი და ყველაფერი ისე იქნება, როგორც დავგეგმეთ. მბაპე 2-3 დღეში მწყობრში იქნება".

"ამიენთან" თამაშის წინ "პარკ დე პრენსს" 222 მილიონ ევროდ შეძენილი ნეიმარი წარუდგინეს, თუმცა ესპანურმა ლიგამ მისი დოკუმენტები დაგვიანებით გადააგზავნა, რის გამოც მისი განაცხადში შეყვანა ვერ მოხერხდა.

"პარი სენ-ჟერმენმა" მის გარეშეც დაამარცხა ელიტის ახალწვეული - ჯერ დანი ალვეშმა გაატანინა ედინსონ კავანის, შემდეგ ურუგვაელმა ხავიერ პასტორეს უპასა. მოკლედ, სანამ ნეიმარი მინდორზე გავა, პსჟ-ის მთავარი ვარსკვლავი ისევ კავანია.

იხილეთ ვიდეო

უნაი ემერი (პსჟ): "ნეიმარი მზად იყო ეთამაშა, ჩვენ ბოლომდე ველოდით, მაგრამ ესპანეთიდან დოკუმენტებმა დაიგვიანა. დღევანდელი თამაში ვითამაშეთ ისე, როგორც დავგეგმეთ. მთელი სეზონის განმავლობაში ასეთი ატმოსფერო მსურს გუნდში და უფრო მეტი გოლიც არ გვაწყენდა".

"ლიონმა" ელიტაში დაბრუნებული "სტრასბური" გაანადგურა, რაშიც კლუბს "რეალიდან" აყვანილი მარიანო დიასისა და ახალი კაპიტნის, ნაბილ ფეკირის დუბლები დაეხმარა.

ტურის ცენტრალურ მატჩში "სენტ ეტიენს" "ნიცაზე" 21 წლის ჯონათან ბამბამ მოაგებინა. "ლე ვერტსმა" ახალგაზრდა ფეხბურთელი ამ სეზონში იჯარით აღარ გაუშვა და პირველი სამი ქულაც მისი წყალობით აიღო. სტუმართა რიგებში არ უთამაშია მარიო ბალოტელის, რომელიც ტრავმირებულია.

დიდი ინტერესით ელოდნენ მარსელო ბიელსასა და კლაუდიო რანიერის დუელს, თუმცა ბრძოლა არ შედგა - ბიელსას განახლებული "ლილი" ერთი თავით აღემატება რანიერის "ნანტს" - 3:0.

ტურის ფაქტები

ზინედინ მაშაშმა (ტულუზი) ლიგა 1-ის სეზონის პირველი გოლი პირველივე დარტყმით გაიტანა

"მონაკომ" ლიგა 1-ის ბოლო 13 შეხვედრა მოიგო. ერთიც და კლუბი "ბორდოს" მიღწევას გაიმეორებს

"მონაკომ" 2006/07 წლების სეზონის შემდეგ პირველად გაიტანა ერთ მატჩში სამი გოლი თავური დარტყმით

ჟოაო მოუტინიოს (მონაკო) ბოლო 6 საგოლე პასიდან 5 ასეთი იყო - ჩაწოდება და თავური გოლი

მოქმედი ჩემპიონი გახსნის მატჩში ბოლო 7 სეზონია, რაც არ დამარცხებულა - 3 მოგება, 4 ფრე.

რადამელ ფალკაო (მონაკო) ლიგა 1-ს დიდებულად შეეწყო, მას 50 შეხვედრაში (40 სასტარტოში) 33 გოლი დაუგროვდა

სულეიმან კამარა 48 გოლით "მონპელიეს" საუკეთესო ბომბარდირი გახდა ლიგა 1-ში

მარიანო დიასი გახდა პირველი ფეხბურთელი ლისანდრო ლოპესის შემდეგ (2009), რომელმაც "ლიონში" დებიუტი გოლით აღნიშნა

ბენჟამინ ნივე (ტრუა) გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც 40 და მეტი წლისაა, ვინც ლიგა 1-ში ითამაშა, როჟერ კურტუას შემდეგ (1956 წ.)

ხავიერ პასტორემ (პსჟ) 2015 წლის მერე პირველად გაიტანა "პარკ დე პრენსზე"

დანი ალვეშმა პსჟ-ში ორ ოფიციალურ მატჩში 3 გოლში მიიღო მონაწილეობა (1 გოლი, 2 საგოლე პასი)

პსჟ-მა 44-ე სეზონი დაიწყო ლიგა 1-ში ზედიზედ, რაც ამჟამინდელი ყველა მონაწილის შედეგზე მეტია

პსჟ-მა ბოლო 12 სეზონის გახსნის მატჩიდან მხოლოდ ოთხი მოიგო

"ლილის" დებიუტანტ მწვრთნელებს შორის მარსელო ბიელსამ მეორე შედეგი აჩვენა. უკეთესი ანგარიშით სადებიუტო მატჩი მხოლოდ ბერიმ მოიგო 1945 წელს (5:1)

ანჯელო ფულჟინიმ (ანჟერი) ლიგა 1-ის ბოლო 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა

"ბორდოს" ლიგა 1-ში 2 აპრილის მერე აღარ წაუგია, თუმცა ბოლო 5 მატჩი ფრედ დაასრულა

მონაკო-ტულუზი 3:2

მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - სიდიბე, გლიკი, ჟემერსონი, ჟორჟე - რონი ლოპეში (54. კარილიო), ფაბინიო, ჟოაო მოუტინიო, ლემარი - მბაპე (75. სან მაქსიმი), ფალკაო (87. ტილემანსი)

გოლები: 0:1 მაშაში (6), 1:1 ჟემერსონი (28), 1:2 დელორი (53), 2:2 ფალკაო (58), 3:2 გლიკი (70)

პსჟ-ამიენი 2:0

პსჟ (4-3-3): არეოლა - დანი ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა (46. კიმპემბე), კურზავა - ვერატი, ტიაგო მოტა (67. მატუიდი), რაბიო - დი მარია, კავანი (86. გედეში), პასტორე

გოლები: 1:0 კავანი (42), 2:0 პასტორე (80)

ლიონი-სტრასბური 4:0

ლიონი (4-2-3-1): ლოპეში - რაფაელი, მარსელო, მორელი, მარშალი - ტუსარი, დარდერი (85 ფერი) - ბ. ტრაორე (79. კორნე), ფეკირი, დეპაი - მ. დიასი (76. მაოლიდა)

გოლები: 1:0 მ. დიასი (23), 2:0 ფეკირი (59-პენ), 3:0 მ. დიასი (61), 4:0 ფეკირი (91)

მეცი-გენგამი 1:3

გოლები: 1:0 რუ (14), 1:1 ბრიანი (39-პენ), 1:2 ბლასი (71), 1:3 დიალო (84)

მონპელიე-კაენი 1:0

გოლი: 1:0 ს. კამარა (58)

სტ. ეტიენი-ნიცა 1:0

გოლი: 1:0 ბამბა (4)

ტრუა-რენი 1:1

გოლები: 1:0 გრანდსირი (46), 1:1 ტელი (69)

ლილი-ნანტი 3:0

გოლები: 1:0 ალონსო (48), 2:0 დე პრევილი (67-პენ), 3:0 ელ-ღაზი (70)

ანჟერი-ბორდო 2:2

გოლები: 1:0 ფულჟინი (11), 1:1 სანხარე (27), 1:2 მენდი (52), 2:2 გილომი (88)

მარსელი-დიჟონი 3:0

გოლები: 1:0 ნ"ჟიე (51), 2:0 ტოვენი (54), 3:0 ნ"ჟიე (72)

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ხვიჩა შეცვალეს - დემბელეს შედევრი და პსჟ-ს გამარჯვება
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[VIDEO] აბუაშვილის სადებიუტო გოლი საფრანგეთში - "მეცმა" ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა
დავითაშვილის სრული მატჩი - "სენტ-ეტიენმა" კვლავ გაიმარჯვა
ზურიკომ შეუცვლელად ითამაშა - "ბორდომ" გაიმარჯვა
ედინსონ კავანიმ ზლატან იბრაჰიმოვიჩის რეკორდი გაიმეორა [VIDEO]
ჩემპიონატის შეჩერების გამო "ამიენმა" ფეხბურთელებს ხელფასები შეუმცირა
დავითაშვილის "ბორდომ" მოიგო და პლეი-ოფის ზონას 5 ქულით მიუახლოვდა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ლუის ენრიკემ "რენთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
სამი ქართველი ტოპ 5 ლიგის მატჩში ერთ გუნდში - "მეცმა" წაგებათა სერია შეწყვიტა
[VIDEO] ხვიჩას 60 წუთი და პსჟ-ს მოულოდნელი მარცხი "რენთან"
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
ზურიკო შეცვლაზე შევიდა - "ბორდომ" "მონპელიესთან" ქულა მოიპოვა
რომელ თანაგუნდელზე მიანიშნებს დემბელე? - "რენთან" მარცხის შემდეგ, ფრანგმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა
"ლუის ენრიკემ ზაბარნი დუბლებში უნდა გაუშვას" - საფეხბურთო მიმოხილველი
პსჟ-მ ლიგა 1-ის მატჩის გადატანა მოითხოვა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
[VIDEO] რა პენალტი და რა თავური - "სენტ-ეტიენმა" დავითაშვილის დუბლით "გენგამს" მოუგო
[VIDEO] ზურიკოს დუბლი ხუთწუთიან ინტერვალში
"დიჟონმა" პსჟ-ს ნახევარმცველს ადრიენ რაბიოს უპასუხა
"ამიენი" - პსჟ: 3:0, 3:4 და 90+1-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გააყაიმეს [VIDEO]
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პსჟ-ს აუტსაიდერმა "დიჟონმა" თამაში შემოუტრიალა
დავითაშვილის "ბორდო" "გენგამს" ფრედ ეთამაშა
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლიგა 1. XVIII ტურის წინ: სამი მატჩი ისევ გადაიდო
ლიგა 1. XVII ტური: ფეხბურთი მცირე პორციებად
[VIDEO] კვარაცხელიას ლამაზი გოლი გაუუქმეს - პსჟ-მ "ნიცას" ადვილად მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
მიქაუტაძის გოლი და საგოლე პასი - "მეცმა" მოიგო და მეოთხე ადგილზე გადავიდა [VIDEO]
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
პიუელი კვლავ საქმეშია - მას ნაცნობ კლუბში მძიმე მემკვიდრეობა დახვდება
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
მხოლოდ ერთი გიორგი ძირითადში და "მეცის" ზედიზედ მეხუთე მარცხი
[VIDEOS] აბუაშვილის გოლი, წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცი" დრამატულ მატჩში დამარცხდა
მიქაუტაძის გოლმა "მეცს" გამარჯვება ვერ მოუტანა - დავითაშვილის "ბორდოს" ლიგა -1-ისკენ გზა გაეხსნა? [VIDEO]
ქართველების "მეცის" ფრე ექვსი წაგების შემდეგ
UEFA-მ "ცრვენა ზვეზდა" სტადიონზე გამეფონილი წმინდანის ბანერის გამო დააჯარიმა
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
"ცვლილებები გვჭირდება" - ლუის ენრიკე ექსპერიმენტებს გააგრძელებს
[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო
საგიჟეთი საფრანგეთში - რატომ შეწყდა მატჩები ბორდოსა და ჰავრში [VIDEO]
ლიგა 1-მა პსჟ-ს მატჩის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
მიქაუტაძემ ფრანგულ მედიასთან "ლიონში" და ლიგა 1-ში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა