ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გადასარევია: მაგათი ისევ ვოლფსბურგში!

გადასარევია: მაგათი ისევ ვოლფსბურგში!

შალკედან გათავისუფლებული ფელიქსი ერთ დღეში ვოლფსბურგის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

აი, ამას კი ნამდვილად აღარ ველოდით – ყოველ შემთხვევაში, ასე სწრაფად. ბუნდესლიგაში სამწვრთნელო გადაადგილებები ყოველთვის დიდი ალიაქოთით ხდება ხოლმე: ერთს გააგდებენ, მეორეს მიაყოლებენ, მესამე ჩემოდნებზე ზის, იმ მეორეს პირველში დანიშნავენ, პირველი უმუშევარი რჩება, ამ დროს მესამე მეოთხე გუნდს უნდა და ა.შ. მაგრამ ამ დღეებში რომ გერმანიაში გადასარევი ამბები ხდება, ასეთი არასდროს მომხდარა.

დროა, დავკონკრეტდეთ: ფელიქსი მაგათი, კაცი, რომელიც ოთხშაბათს დილას ჯერ კიდევ „შალკეს“ მენეჯერი და მთავარი მწვრთნელი იყო, ხუთშაბათს საღამოს „ვოლფსბურგში“ იგივე თანამდებობებზე დაინიშნა. შეხსენება ალბათ არ გჭირდებათ, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ მაგათი „მგლებს“ ორ წელიწადზე ოდნავ ნაკლების წინათაც წვრთნიდა და 2009 წელს „ვოლფსბურგი“ სწორედ მან გახადა გერმანიის ჩემპიონი, რის შემდეგაც „შალკეში“ წავიდა. ახლა კი ისევ იმ გუნდში დაბრუნდა, სადაც ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია მოახდინა. ფელიქსმა „ვოლფსბურგთან“ კონტრაქტს გუშინ მოაწერა ხელი და მის ხელშეკრულებას ვადა 2013 წლამდე აქვს. სხვათა შორის, კონტრაქტი მეორე ბუნდესლიგაზეც ვრცელდება, მაგრამ მაგათი იმედოვნებს, რომ საქმე აქამდე არ მივა. მართალია, „ვოლფსბურგს“ გავარდნის საფრთხე ემუქრება, მაგრამ გადარჩენა რეალურია. მაგათმა პირველი ვარჯიშიც გუშინ გამართა.

ჰიონესი წავიდა, ლიტბარსკისაც გაუშვებენ

სანამ დანიშნავდნენ, „ვოლფსბურგის“ ბოსებმა გუნდის გენერალური მენეჯერი დიტერ ჰიონესი გაათავისუფლეს და ამ დღეებში ალბათ პიერ ლიტბარსკისაც გაუშვებენ, რომელიც „მგლებს“ დროებით, სტივ მაკლარენის გაგდების შემდეგ წვრთნიდა. შეგახსენებთ, რომ ლიტბარსკის ხელში „ვოლფსბურგმა“ მხოლოდ ერთი თამაში მოიგო (გლადბახთან) და ოთხი მარცხი განიცადა, რის გამოც გუნდი სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილამდე ჩამოქვეითდა.

ახლა კი, „მგლებს“ ისევ მაგათი მიხედავს – მწვრთნელი, რომელსაც ვოლფსბურგში ვერაფრით ივიწყებდნენ და რომელსაც ქვემოსაქსონიური კლუბის გულშემატკივრები დიდი ზარზეიმით მიიღებენ, რადგან ის ფაქტი, რომ 2009 წელს „ვოლფსბურგს“ გერმანიის ჩემპიონობა ეღირსა, რაზეც მანამდე ვერც კი იოცნებებდნენ, პირველ რიგში სწორედ „დესპოტი ფელიქსის“ დამსახურებაა. იმ გუნდიდან, რომლითაც ფელიქსმა სენსაციური ჩემპიონობა იზეიმა, დღეს ვოლფსბურგში რამდენიმე წამყვანი მოთამაშეა შემორჩენილი – ბენალიო, შეფერი, რიტერი, მადლუნგი, ჟოსუე და გრაფიტე. სამაგიეროდ, გუნდში აღარ არიან ჯეკო, მიშიმოვიჩი და ბარძალი. აქვე ორიოდე სიტყვა ფელიქსის სამწვრთნელო კარიერის შესახებ: „ვოლფსბურგამდე“ მაგათი „ბაიერნს“ ავარჯიშებდა და ზედიზედ ორჯერ (2005, 2006) შეასრულებინა დუბლი (ჩემპიონობა და თასი), მანამდე კი „შტუტგარტში“ გაითქვა სახელი, სადაც გერმანულ ფეხბურთს კევინ კურანი, ფილიპ ლამი, ტიმო ჰილდებრანდი და ანდრეას ჰინკელი აღმოუჩინა.

მაგათი: დამირეკეს თუ არა, მაშინვე დავთანხმდი!

„ვოლფსბურგში“ ფელიქსი გუშინ ოფიციალურად წარადგინეს. პრესკონფერენცია „მგლების“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ფრანსისკო გარსიამ გამართა, რომელმაც თქვა, რომ მაგათი „ვოლფსბურგში“ ისევ სრულ ძალაუფლებას მიიღებს. „როცა ფელიქსი „შალკედან“ გამოუშვეს, პირველი, რაც ვიფიქრე, ის იყო, რომ „ვოლფსბურგში“ უნდა დამებრუნებინა და მაშინვე დავურეკე. ჩვენი გუნდი დღეს განსაკუთრებულად რთულ სიტუაციაშია და ასეთი მდგომარეობა განსაკუთრებულ ნაბიჯს ითხოვდა. ფელიქსის დაბრუნება სწორედ განსაკუთრებული ნაბიჯია,“ - აღნიშნა გარსიამ.

„სეზონი დასასრულს უახლოვდება და ასეთ დროს ბევრს ვერაფერს შევცვლი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მეორე ბუნდესლიგაში არ აღმოვჩნდებით. მუშაობას დღეიდანვე შევუდგები. მიხარია, რომ „ვოლფსბურგის“ შეფებისთვის მთავარი ის კი არ არის, რომელ ადგილზე დავასრულებთ ამ სეზონს, არამედ ის, თუ რა იქნება ორი წლის შემდეგ, - ეს უკვე თავად ფელიქსის სიტყვებია, - ვიცოდი, რომ ვოლფსბურგიდან დამირეკავდნენ და გამიხარდა, რომ ასე მოხდა. სხვაგან არ წავიდოდი! როგორც კი დამირეკეს, მაშინვე დავთანხმდი! დღეს „ვოლფსბურგში“ აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა, ვიდრე მაშინ, როცა აქედან წავედი, მაგრამ გუნდი ახლა გაცილებით კარგადაა აწყობილი, ვიდრე მაშინ იყო, როცა აქ პირველად მოვედი. მაშინ ყველაფრის დასალაგებლად დიდი დრო დამჭირდა, ახლა კი, ვფიქრობ, იმდენი დრო აღარ დამჭირდება.“

პირველი დუელი შტუტგარტთან

ამრიგად, მაგათი „ვოლფსბურგში“ მუშაობას უკვე შეუდგა და პირველი ჯახი კვირას, ყოფილ კლუბ „შტუტგარტთან“ ელის. ძალიან საინტერესო იქნება 9 აპრილს დაგეგმილი შეხვედრა „შალკესთან“, რომელშიც მაგათს გელზენკირხენულ კლუბზე შურისძიების შანსი მიეცემა. მანამდე „მგლები“ ფელიქსის კიდევ ერთ ყოფილ გუნდს, ფრანკფურტის „აინტრახტს“ უნდა შეხვდეს.

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე