ჩემპიონთა ლიგა. კენჭისყრა

ბრძოლა უემბლის საგზურისთვის

1. რეალი-ტოტენჰემი

2. ჩელსი-მანჩესტერ იუნაიტედი

3. ბარსელონა-შახტარი

4. ინტერი-შალკე

1/2-ფინალში შეხვდებიან 1-3 და 2-4 წყვილების გამარჯვებულები

პირველი მატჩები 5/6 აპრილი, განმეორებითი 12/13 აპრილი

გუშინ თბილისის დროით 15:00 საათზე ნიონში, უეფას შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის კენჭისყრა შედგა. ბუნებრივია, უმთავრეს ყურადღებას პირველი ტურნირი იწვევს და თქვენი ნებართვით, ყურადღებასაც მხოლოდ მისკენ მივმართავთ. ევროტურნირებს შემოჩენილი გუნდების წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ კენჭისყრამდე გააკეთეს კომენატარები. ისინი უმთავრესად ხაზს იმას უსვამდნენ, რომ ამ ეტაპზე "ბარსელონასთან" დაჯახება არავის სურდა. მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო და ყველაზე მეტად დონეცკის "შახტარს" არ გაუმართლა - "ბლაუგრანასთან" ჭიდილი სწორედ მას მოუწევს.

ლეგენდარული "უემბლი" 1924 წელს აიგო და მას მერე მრავალი დიდებული მატჩისთვის უმასპინძლია. განახლებულ სტადიონს ერთ-ერთი მათგანი წინ ელის - 2011 წლის 28 მაისს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლიგის ფინალი პირველად ისტორიაში შაბათს გაიმართება. გადამწყვეტ მატჩს ინგლისი მასპინძლობს და შესაბამისად, ფაქტობრივი მასპინძლების განწყობა ამ მატჩისთვის წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებული იქნება. ევროპის უძლიერესი გუნდების დაწყვილება ლეგენდარულ გარი ლინეკერს მიანდეს, ფეხბურთელს, ვინც ამჟამად ფინალური მატჩის საორგანიზაციო კომიტეტშია დასაქმებული და ვისაც კარიერის განმავლობაში "ტოტენჰემსა" და "ბარსელონაში" უთამაშია. ცერემონიალის დაწყებამდე ინგლისელი ჟურნალისტის შეკითხვაზე, ვის უგულშემატკივრებდა მისთვის ორი საყვარელი კლუბის

დაპირისპირების შემთხვევაში, მან პასუხს დელიკატურად აარიდა თავი.

პირველად ლინეკერმა კალათიდან "რეალის" ბურთულა ამოიღო. იქ დამსწრე საზოგადოებას გაახსენდებოდა ჟოზე მოურინიოს კომენტარი. პორტუგალიელმა ისურვა, რომ ამ ეტაპზე "ჩელსისა" და "ინტერს" ასცდენოდა. "განსაკუთრებულს" გაუმართლა. მართალია, ჟოზეს ლონდონში დაბრუნება მოუწევს, მაგრამ "ტოტენჰემთან" მატჩისთვის. ჰარი რედნაპის გუნდს ზედიზედ მეორე ურთულესი შეტაკება ელის. 1/8-ფინალში "დეზებმა" ჩემპიონთა ლიგის შვიდგზის გამარჯვებული "მილანი" გამოთიშეს ასპარეზს, ახლა კი ცხრაგზის ჩემპიონებთან მოუწევთ ომი. არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ მომდევნო წყვილი 1/4-ფინალში ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს. სადაც ლაპარაკია "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ჩელსის" დუელზე, იქ, ალბათ, ზედმეტი კომენტარი საჭირო აღარც არის. ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ყველაზე არასასურველი მეტოქე უკრაინულ "შახტარს" ერგო და ერთი შეხედვით ისინი განწირულებს ჰგვანან, თუმცა მირჩა ლუჩესკუს გუნდმა, ჯერ კიდევ ჯგუფურ ეტაპზე "არსენალის" მე-2 ადგილზე დატოვებით, 1/8-ფინალში კი "რომას" განადგურებით, ყველას დაუმტკიცა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში უძლიერესი გუნდია და სულაც არ აპირებს ხსენებული სიმბოლური ტიტულით დაკმაყოფილებას. "ბარსასთან" ინტრიგას აძლიერებს დმიტრო ჩიგრინსკის პერსონა. დაბოლოს, ლამის ბუნდესლიგის აუტსაიდერად ქცეული "შალკესა" და "ინტერის" დუელი გულშემატკივარს აუცილებლად გაახსენებს 1997 წლის უეფას თასის ფინალს, სადაც ჰუუბ სტევენსის მიერ გაწვრთნილმა გერმანელებმა პენალტების სერიაში დაამარცხეს მეტოქე. "ხუმარების" შანსები მაინცდამაინც სერიოზულად არ განიხილება, მაგრამ რა მოხდება, მოდი, ამაზე წინასწარ ნუ ვილაპარაკებთ. მით უფრო, რომ "შალკეს" უკვე ჰყავს "ძველ-ახალი" თავკაცი რალფ რანგნიკი და რა სიურპრიზების შეთავაზება შეუძლია მას ლეონარდოსთვის, ჯერ კიდევ უცნობია.

სულ ბოლოს კი იმას დავძენთ, რომ ალბათ მთელი მსოფლიო ელის "რეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირებას 1/2-ფინალურ სტადიაზე. თუ ასე მოხდა, გამოვა, რომ 17 აპრილიდან 3 მაისამდე 4 "სუპერკლასიკოს" ყურების შანსი მოგვეცემა. 17-ში მადრიდში ჩემპიონატის მატჩია, 3 დღეში (!) ისინი სამეფო თასის ფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ხოლო შეხვდებიან თუ არა ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაში 26 აპრილსა და 3 მაისს, მათზეა დამოკიდებული. განა შეიძლება, ნეიტრალური გულშემატკივარი ამ სანახაობის წინააღმდეგი იყოს? ზემოთ მთელ მსოფლიოში, რა თქმა უნდა, "ტოტენჰემისა" და "შახტარის" გულშემატკივრები არ გვიგულისხმია. რამხელა ინტრიგაა აღნიშნული კლუბებისთვის, როცა მათ შეუძლიათ მსოფლიოს მოლოდინი გაუცრუონ, ამაზე ლაპარაკი უკვე ძალიან შორს წაგვიყვანს.

ახლა კი დროა, კენჭისყრის შემდეგ კლუბების წარმომადგენელთა კომენტარებს გავეცნოთ.

"რეალის" დირექტორატის წევრი მიგელ პარდოსა:

"ძალიან არ გვინდოდა, პირველი მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გვქონოდა. არ გამოვიდა და რაღას ვიზამთ? ახლა პირველ მატჩშივე კომფორტული უპირატესობის მოპოვებაზე ზრუნვა მოგვიწევს".

"ტოტენჰემის" სპორტული დირექტორი დარენ ეილსი:

"მშვენიერი კენჭისყრა იყო. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ განმეორებითი მატჩს უნდა ვუმასპინძლოთ. ჩვენს გუნდში ნამდვილად არიან ფეხბურთელები, რომელთაც "რეალისთვის" დასამტკიცებელი აქვთ ბევრი რამე, მაგალითად რაფაელ ვან დერ ვაარტი. ის ამ შეხვედრებს განსაკუთრებულად მოტივირებული შეხვდება".

"ჩელსის" პრესსპიკერი დევიდ ბერნარდი:

"ჩემპიონატში ჩვენს კლუბებს შორის განსაკუთრებული მატჩები იმართება, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე ბევრად მეტი ინტრიგაა მოსალოდნელი. არა, მოსკოვური ფინალის წაგების გამო არ შურისძიებას არ ვაპირებთ. ეს ფაქტი გარკვეულწილად ჩარჩოებში მოაქცევდა შეხვედრებს. თუმცა არ გამოვრიცხავ ფეხბურთელებს ამაზე ფიქრმა გაუელვოთ".

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა:

"ნამდვილად არ მინდოდა "შახტართან" დაპირისპირება. ის ნამდვილად არ არის იმ კატეგორიის მეტოქე, რომელზეც შეიძლება იოცნებო. კარგად ვიცნობ გუნდს და ძალიან დიდ პატივსაც ვცემ მის ძალას".

"შახტარის" გენერალური დირექტორი სერგეი პალკინი:

"კენჭისყრაზე შეკრებილ არც ერთ გუნდს არ სურდა "ბარსელონასთან" დაჯახება. თუმცა რახან ბედმა ჩვენ ასე "გაგვიღიმა", მოგვიწევს... იმედია, "ბარსას" სწორედ ჩვენ გავაჩერებთ".

"ინტერის" დირექტორატის წევრი ლუიშ ფიგუ:

"შალკე" მაღალი კლასის გუნდია და ჩვენგან პატივისცემას იმსახურებს. ხომ ნახეთ, მათ "ვალენსია" გამოაგდეს. ეს უკვე მრავლის მთქმელი ფაქტია. მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ აშკარად გაგვიმართლა, რადგან ჩვენ შორის გამარჯვებული 1/2-ფინალში "რეალსა" და "ბარსელონას" ასცდება".

"შალკეს" მეკარე მანუელ ნოიერი:

"ურთულესი მეტოქე შეგვხვდა, "ინტერი" ხომ ლიგის მოქმედი გამარჯვებულია. თუმცა მშვენივრად მახსოვს, რომ 1997 წელს "ინტერთან" უეფას თასის ფინალში "სან სიროზე" მშვენივრად ვითამაშეთ. ასე რომ, მგონია, რომ ეს არ უნდა იყოს ცუდის ნიშანი. კარგია, რომ პირველი მატჩი გასვლაზე გვიწევს. თუმცა თავის თავად ეს არაფერს წყვეტს. ხომ ნახეთ, იტალიელებმა "ბაიერნს" სწორედ განმეორებით მატჩში, თანაც გასვლაზე მოუგეს".

ლევან ბიბილაშვილი

კვარაცხელია კვლავ გასატანად, მიქაუტაძე დონარუმას წინააღმდეგ - ყველაფერი ლიგაზე
2027/28-წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგა განსხვავებულად დაიწყება
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე