ზუსტად ორი წლის წინათ უეფას სუპერთასს თბილისმა უმასპინძლა. "ბარსელონამ" და "სევილიამ" ქართველ და ევროპელ გულშემატკივრებს 9-გოლიანი მხიარული მატჩი აჩუქეს

ზუსტად ორი წლის წინათ უეფას სუპერთასს თბილისმა უმასპინძლა. "ბარსელონამ" და "სევილიამ" ქართველ და ევროპელ გულშემატკივრებს 9-გოლიანი მხიარული მატჩი (5:4 "ბარსას" სასარგებლოდ) აჩუქეს. დღეს კი უეფას სუპერთასის 42-ე გათამაშებას მაკედონიის დედაქალაქი მასპინძლობს...

ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი ზინედინ ზიდანის "რეალი" ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება, რომელმაც ევროპალიგა მოიგო. მართალია, "განსაკუთრებული" ამტკიცებს, რომ ვერ აღიქვამს "რეალს" ყოფილ გუნდად, მაგრამ, ცხადია, მისი დაპირისპირება "სამეფო კლუბთან" თამაშს კიდევ ერთ ინტრიგას მატებს. ისე კი, ორივე კლუბისთვის ახალი სეზონის პრესტიჟული ტიტულით დაწყებისთვის შესანიშნავი შანსია.

ფაქტები

დღეს სკოპიეში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "რეალი" ევროპალიგის გამარჯვებულ "მანჩესტერ იუნაიტედს" ეთამაშება

"რეალი" უეფას სუპერთასზე მეექვსედ ითამაშებს, "მანჩესტერი" - მეოთხედ

"რეალს" სუპერთასი სამჯერ აქვს მოპოვებული, "მანჩესტერს" - ერთხელ

14 წელია, "იუნაიტედს" "რეალისთვის" ოფიციალურ შეხვედრაში არ მოუგია

"რეალს" აქვს შანსი, გახდეს პირველი გუნდი "მილანის" მერე (1989 და 1990 წწ), რომელმაც ზედიზედ მოიგო სუპერთასი

ყველაზე მეტჯერ სუპერთასი "მილანსა" და "ბარსელონას" აქვთ მოგებული - 5-5

რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელ სუპერთასზე
მატჩი სკოპიეს ფილიპე II-ის სახელობის არენაზე გაიმართება და ეს იქნება პირველი ევროპული ფინალი მაკედონიაში. ის, რომ თამაში სკოპიეში გაიმართებოდა, თბილისური მატჩის წინ გადაწყდა, მაშინ მაკედონიელებმა ჩეხებს აჯობეს.

"რეალი" უეფას სუპერთასზე მეექვსედ მონაწილეობს. 1998 და 2000 წლებში ესპანური გრანდი დამარცხდა, იმის შემდეგ კი ზედიზედ სამი მატჩი მოიგო - 2002 წელს "ფეიენოორდი" 3:1 დაამარცხა, 2014-ში "სევილიას" 2:0 მოუგო და შარშანაც იმავე "სევილიას" აჯობა - 3:2.

"მანჩესტერისთვის" ეს მეოთხე მონაწილეობაა, 1991 წელს ინგლისელებმა "ცრვენა ზვეზდას" 1:0 მოუგეს. ამის შემდეგ "წითელი ეშმაკები" ორჯერ დამარცხდნენ, 1999 და 2008 წლებში.

არენა 30,5 ათას ადამიანს იტევს და დღეს ის აუცილებლად შეივსება.

ურთიერთშეხვედრები "რეალის" სასარგებლოდ
"რეალსა" და "მანჩესტერს" ერთმანეთში ბევრჯერ უთამაშიათ, თუნდაც, ახლახან - 24 ივლისს მათ საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე კალიფორნიაში ითამაშეს. ეს სანახევროდ ამხანაგური მატჩი 1:1 მორჩა და პენალტების სერიაში მოურინიოს გუნდმა სერიისთვის უცნაური ანგარიშით - 2:1 მოიგო.

თუმცა ეს ორი გრანდი სუპერთასზე ერთმანეთს პირველად გადაეყარა. რაც შეეხება ზოგადად ევროთასებს - მათ ერთმანეთში ზუსტად 10-ჯერ ითამაშეს და "რეალს" უპირატესობა აქვს - 4 გამარჯვება, 4 ფრე და მხოლოდ 2 მარცხი, 20:16 ბურთების სხვაობა.

პირველად ისინი ერთმანეთს 1956/57 წლების ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში ეთამაშნენ. "რეალმა" მადრიდში 3:1 იმარჯვა, ხოლო მანჩესტერში 2:2 ითამაშა და ფინალში გავიდა. პირველ თამაშში თითო გოლი გაიტანეს ალფრედო დი სტეფანომ და ენრიკე მატეოსმა, ხოლო საპასუხოში ასევე ერთხელ გამოიჩინა თავი რაიმონდ კოპამ. აი, ხოსე ექტორ რიალმა თითო გოლის გატანა ორივეგან შეძლო. მანჩესტერელთა სამი გოლიდან ერთ-ერთი ბობი ჩარლტონის ანგარიშზეა, ორი - თომას ტეილორის.

11 სეზონის მერე (1968 წელს) ისინი ერთმანეთს ისევ ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში გადაეყარნენ და ამჯერად, ფინალში "იუნაიტედი" გავიდა. "ოლდ ტრაფორდზე" ბასბის გუნდმა ჯორჯ ბესტის გოლის წყალობით მოიგო. "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაში 3:3 მორჩა.

1999/2000 წლების სეზონში "რეალი" და "იუნაიტედი" ერთმანეთს ლიგის მეოთხედფინალში დაეჯახნენ. მადრიდულ 0:0-ს "რეალის" "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვება მოჰყვა - 3:2. დელ ბოსკეს გუნდის რიგებში დუბლი შეასრულა რაულმა. მასპინძელთაგან თავი დევიდ ბექჰემმა და პოლ სქოულზმა გამოიჩინეს. ერთი გოლიც კაპიტანმა როი კინმა საკუთარ კარში გაიტანა.

2002/03 წლების სეზონში გუნდებს დაპირისპირება ისევ მეოთხედფინალურ ეტაპზე მოუწიათ. მადრიდში რაულმა დუბლი შეასრულა და „რეალმა“ 3:1 მოიგო, მანჩესტერში კი ინგლისელებმა იმარჯვეს 4:3 და მაინც გამოეთიშნენ გათამაშებას. იმ თამაშში ფერგიუსონის გუნდს ბექჰემის დუბლი არ ეყო, რადგან ვერ გააჩერეს ბრაზილიელი რონალდო, ვინც "ოლდ ტრაფორდზე" ჰეთ-თრიკი შეასრულა. ამ მატჩის მერე ოფიციალურ შეხვედრაში "იუნაიტედს" "რეალისთვის" აღარ მოუგია.

2012/13 წლების სეზონში გუნდები ლიგის მერვედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. მადრიდული ფრის მერე (1:1) - დენი უელბეკის გოლს კრიშტიანო რონალდომ უპასუხა. ფავორიტი, თითქოს, სერ ალექსის გუნდი იყო, მაგრამ მოურინიოს "რეალმა" სტუმრად 2:1 მოიგო. სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა და სამივე "რეალის" ფეხბურთელებმა გაიტანეს - სერხიო რამოსმა საკუთარი კარი დალაშქრა, ხოლო შემდეგ ლუკა მოდრიჩმა და კრიშტიანო რონალდომ გაიტანეს. რონალდომ გადამწყვეტი გოლი 69-ე წუთზე გაიტანა - 2:1 "სამეფო კლუბის" სასარგებლოდ.

როგორც ხედავთ, 5 შემთხვევიდან ბრძოლა 4-ჯერ "რეალმა" გააგრძელა.

ყოფილ გუნდს ისევ შეუტევს...
ურთიერთშეხვედრების ისტორიიდან კარგად ჩანს, რომ "იუნაიტედის" ერთ-ერთი გამმწარებელი სწორედ კრიშტიანო რონალდოა, მისი ყოფილი მოთამაშე. ბოლო დროს ძალზე საეჭვო იყო, რომ პორტუგალიელი სუპერთასს ითამაშებდა. კონფედერაციათა თასისა და პირადი პრობლემების გამო რონალდომ თანაგუნდელებზე მეტი დაისვენა, მაგრამ გუშინ სუპერთასის განაცხადში იგი ოფიციალურად შეიყვანეს. ზიდანმა სკოპიეში 24 ფეხბურთელი წაიყვანა და მათ შორის, კრიშტიანოც. ზიდანმა თან იახლა ვაჟი ლუკა ზიდანი და მცველი აშრაფ ჰაკიმიც.

"მანჩესტერში" დისკვალიფიცირებულია ერიკ ბაილი. უეფას დოპინგრეგულაციების დარღვევის გამო ვერც ფილ ჯონსი ითამაშებს. ლუკ შოუ, მარკოს როხო და ეშლი იანგი ჟოზეს არც წაუყვანია მაკედონიაში, ხოლო სერხიო რომეროსა და ჯესი ლინგარდის თამაში საეჭვოა.

სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, სერხიო რამოსი, ნაჩო, ტ. ერნანდესი - კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი - ბეილი, ბენზემა, რონალდო

მანჩესტერ იუნ. (4-4-2): დე ხეა - ვალენსია, სმოლინგი, ლინდელიოფი, ბლინდი - მატიჩი, ანდერ ერერა, პოგბა, მხითარიანი - მარსიალი, ლუკაკუ

(დისკვალიფიკაცია: ბაილი, ჯონსი; ტრავმა: რომერო (?), ლინგარდი (?), როხო, იანგი, შოუ)

არბიტრი: ჯანლუკა როკი (იტალია)

კომენტარები

ჟოზე მოურინიო (მანჩესტერი)
"ეს ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან ძალების მოსასინჯად ფანტასტიკური საშუალებაა. ერთია ამერიკაში ამხანაგური მატჩი და სულ სხვა - როცა მეტოქე ფორმაშია და ოფიციალური ტიტულისთვის იბრძვის. ჩემი ფეხბურთელები "დიდი მატჩების" გამოცდილებით ვერ დაიტრაბახებენ. ეს ახალი "მანჩესტერ იუნაიტედია", ახალი თაობაა. შარშანდელი სეზონი ჩვენთვის გამოცდილების დაგროვება იყო, ახლა კი ლიგას ვუბრუნდებით, სუპერთასზე საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით. ეს შესანიშნავი შანსია.

სიმართლე გითხრათ, "რეალს" ყოფილ გუნდად ვერ აღვიქვამ. "პორტუდან" და "ჩელსიდან" წასვლის შემდეგ კი მათთან მალევე მიწევდა დაპირისპირება. მე აღვიქვამ "რეალს", როგორც უნდა იყოს კიდეც - როგორც სახელოვან და უძლიერეს მეტოქედ, ეს კი დიდი მოტივაციაა ჩვენთვის.

ბევრს ლაპარაკობენ, რომ "იუნაიტედს" ბეილი სურს. თუ ბეილი ითამაშებს, ეს ნათელი დასტური იქნება, რომ "რეალს" უელსელი კვლავ ესაჭიროება და თემაც დასრულდება. თუ არადა, "მანჩესტერი" მზად არის, მისთვის ბრძოლაში ჩაერთოს. როცა მე "რეალში" მივედი, გუნდი ლიგაზე განთესილიც არ იყო, მთავარ ფეხბურთელებს მეოთხედფინალში თამაშის გამოცდილებაც არ ჰქონდათ. როცა წავედი, "რეალი" ლიგაზე მთავარი განთესილი გუნდი იყო".

ზინედინ ზიდანი (რეალი)
"ჩვენ უკვე გვქონდა არდადეგები, ახლა კი სამუშაოდ შემართულები ვართ. ბოლოდროინდელმა გამარჯვებებმა სულ სხვა ადამიანად მაქცია, ახლა ძალიან ბევრს ვშრომობ, რომ წარმატებები კვლავ გაგრძელდეს. "რეალი" ყოველთვის დაგეშილია ტიტულებზე. დიახ, ჩვენ ბევრს მივაღწიეთ და ეს კარგად ვიცით, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გვსურს. სეზონის სტარტზე შარშანდელი ტრიუმფის გამეორება მსურს და ეს ბუნებრივია. ამიტომაც სეზონის მოგებით დაწყება ძალზე მნიშვნელოვანია. სუპერთასი ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. პირველი ოფიციალური მატჩია და მოგება გვწყურია. მეორე მხრივ, გადაფასებაც არ ივარგებს, მთელი სეზონი მაღალ დონეზე უნდა ჩავატაროთ, როგორც ეს იყო შარშან, როცა იანვრამდე წაგება რა იყო, არ ვიცოდით. გასული სეზონი, უბრალოდ, საოცარი გამოგვივიდა. "რეალს" კარგი შემადგენლობა ჰყავს და მიზანი ისევ იგივეა, შარშანდელი ტრიუმფის გამეორება. ჩვენ ორჯერ ზედიზედ მოვიგეთ ლიგა და შევეცდებით, მესამედაც მოვიგოთ.

ყოველ მწვრთნელს თავისი სტილი აქვს. ერთადერთი, რაც მადრიდში არასოდეს არ იცვლება, ისაა, რომ 100%-ით ყველაფერი უნდა გაიღო წარმატებისთვის. მოურინიომ აქ კარგი სამუშაო გასწია და მეც მსურს იმავეს გაკეთება, სანამ "რეალის" მწვრთნელი ვარ. მხოლოდ იმიტომ, რომ ზედიზედ ორი ლიგა მოვიგე, გენიოსი არ ვარ, უბრალოდ, შევეცადე, საუკეთესოდ წარმომეჩინა თავი და ეს გამომივიდა. კარგია, რომ გარეთი ფორმაში შევიდა და ვარჯიშობს. რაც შეეხება კრიშტიანოს - ის ყოველთვის მაკვირვებს, ახლა ბაზაზე დაახლოებით ისეთ ფორმაში გამოცხადდა, როგორშიც ლიგის ფინალის დღეს იყო. და მაინც, ხვალ უკეთ გამოჩნდება, ითამაშებს თუ არა იგი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

murtalo
რონალდო ამიტომაც არის უძლიერესი თავდამსხმელი. შვებულების შემდეგ კაცი რომ ისევ ძველებურ Fორმაში იქნება, როგორ არ უნდა დაუფასო...აბა ამას წინათ მლს-ის თამაშს ვუყურე, მეგონა ყაზაიშვილს ვნახავდი. ნურას უკაცრავად, ძირითადში კი არა სატადარიგო სკამზე აჩვენეს შესვენებისას, კომენტატორმა კი ვერ არის სათანადო ფიზიკურ კონდიციაშიო(სათადარიგო ფეხბურთელებიდან მხოლოდ მასზე იყო აქცენტი). ლეგიაში ტყუილად არ იჯდა სკამზე და განაცხადშიც ვერ ხვდებოდა ისე იყო დამძიმებული. სირცხვილია ახალგაზრდა კაცი მსგავსი სიზარმაცის მსხვერპლი რომ ხდება. ვარჯიში რომ არ სიამოვნებს და თავის წესრიგში მოყვანა რომ არ შეუძლია იმის ადგილი ნაკრებში არაა. მერწნუნეთ ამას ავსტრიასთან პასის არმიცემისათვის არ ვწერ, უბრალოდ უვარჯიშებელ ფეხბურთEლს ავტომატიზამდე მიყვანილი უნარჩვევებიც ეკარგება. ასე რომ კიდევ ერთი ნიჭიერი ფეხბურთელი დავკარგეთ, არადა რა იმედი გვქონდა 3-4 წლის წინ, მალე აიაქსი აიყვანსო და ა.შ.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
[VIDEO] ვინისიუსის ულამაზესი გოლი, რასისტული შეურაცხყოფა, შეჩერებული მატჩი და მოურინიოს გაძევება - "რეალმა" "ბენფიკას", "დორტმუნდმა" კი "ატალანტას" სძლია
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
"ასეთი გოლი თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნო" - მოურინიომ ვინისიუსი გააკრიტიკა
"ფინალის შემდეგ მისი ბოდიშის მიღება არ მსურდა, შემდეგ კი..." - სანიოლმა ზიდანთან კონფლიქტი გაიხსენა
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
ESPN: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს დიდი ალბათობით, მოურინიო ჩაიბარებს
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
"2 წლის შემდეგ, ჩემმა ცოლმა მითხრა მისთვის დამერეკა და ეს გამეკეთებინა, ძალიან გულნატკენი ვიყავი..." - სანიოლმა ზიდანის შესახებ ისაუბრა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ამის გამო, არბელოას ბოდიში მოვუხადე" - ჟოზე მოურინიო "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება