ადრიანო ლეიტე რიბეირო (ან უბრალოდ - ადრიანო) 2000-იანების შუა პერიოდში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად თუ არა, ფორვარდად მაინც მიიჩნეოდა

ადრიანო ლეიტე რიბეირო (ან უბრალოდ - ადრიანო) 2000-იანების შუა პერიოდში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად თუ არა, ფორვარდად მაინც მიიჩნეოდა. მიუხედავად უამრავი ბრწყინვალე მონაცემისა, მან ვერა და ვერ შეძლო საკუთარი თავის პოვნა იმ დონეზე მაინც, რომ ფეხბურთში გაცილებით ღრმა კვალი დაეტოვებინა...

ის 19 წლის იყო, როცა 2001 წელს "ფლამენგოდან" "ინტერში" უხმეს, მაგრამ პირველივე სეზონი წარუმატებელი გამოდგა - მხოლოდ 8 მატჩი და ერთადერთი გოლი. შემდეგ იყო არენდა "ფიორენტინაში" და "პარმა". სწორედ ამ გუნდში გამოჩნდა მისი რეალური ძალა და პოტენციალი. ამიტომაც დააბრუნეს "ინტერში" 2004 წელს, სადაც 4 სეზონის განმავლობაში 115 მატჩი ჩაატარა და 47 გოლი გაიტანა. ამავე პერიოდშივე, "ნერაძურისთან" ადრიანომ 4 სკუდეტოც მოიგო.

აქედან მოყოლებული ადრიანოს კარიერა დაღმასვლით წავიდა და შარშან "მაიამიში" უსახელოდვე დასრულდა.

ბრაზილიის ნაკრებში მას 2010 წლამდე უხმობდნენ, სადაც 50 მატჩში 29-ჯერ დაამწუხრა მეტოქე გუნდები.

ერთი სიტყვით, არ შედგა დიდი კარიერა და "ინტერის" ლეგენდა ხავიერ ძანეტი ამაში საკუთარ ბრალსაც ხედავს. მეტიც - ძანეტი ამას საკუთარ მარცხადაც კი აფასებს. ის ნანობს, რომ საკმარისად არ იზრუნა ან, უბრალოდ, ძალა არ აღმოაჩნდა უაღრესად ნიჭიერი ფეხბურთელის დეპრესიიდან გამოსაყვანად.

დეპრესია კი ფეხბურთელს მამის გარდაცვალების შემდეგ დაეწყო. ადრიანო ალკოჰოლს მიეძალა, რასაც არაერთი სკანდალი მოჰყვა ღამის ბარებსა თუ სხვა ადგილებში.

"როცა მან ის ცნობილი, ბრწყინვალე გოლი გაუტანა "რეალს", საკუთარ თავს ბედნიერმა ვუთხარი, რომ ჩვენ ახალი რონალდო აღმოვაჩინეთ, - იხსენებს ძანეტი "ტუტომერკატოვებთან" ინტერვიუში, - ის დაიბადა ბრაზილიის უღარიბეს უბანში და როცა არაფრისგან უცებ მდიდრდები, ყველაფერი იცვლება შენ გარშემო, პირველ რიგში - ღირებულებები. თუმცა ყველას არ ემართება ასე, ადრიანომ კი, სამწუხაროდ, ცდუნებებს ვერ გაუძლო.

ჩვენ ოთახში ვისხედით, როცა მას დაურეკეს და მამის გარდაცვალება ამცნეს. უცებ მან ტელეფონი იატაკზე დაახეთქა და არაადამიანური ღრიალი დაიწყო. ის დღე და ის ხმები რომ მახსენდება, ახლაც კი მზარავს.

იმის მერე, ადრიანო ჩემთვისაც და მასიმო მორატისთვისაც უმცროს ძმად იქცა. გარკვეული ხნის განმავლობაში ის აგრძელებდა თამაშს, გაჰქონდა გოლები, რომელსაც მამის ხსოვნას უძღვნიდა, მაგრამ იმ სატელეფონო ზარმა მაინც შეცვალა მისი ცხოვრება - ეს აღარ იყო ძველი ადრიანო.

ჩვენ ვერ შევძელით მისი გამოყვანა დეპრესიიდან და მიმაჩნია, რომ პირადად ჩემთვის ეს იყო ყველაზე დიდი მარცხი ცხოვრებაში, ყველაზე დიდი მარცხი უძლურების გამო", - ამბობს ძანეტი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოთო
ძალიან მაგარი იყო,სამწუხაროდ ქართულ სენს ვერ სძლია.აი შენ კი ძანეტი ყველაზე დიადი არგენტინელი ხარ და დიდი კაპიტანი.
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ხავიერ ძანეტი: ფინალში "რეალთან" შეხვედრა არ მინდა
ადრიანო 24-დღიანი ქორწინების შემდეგ მეუღლეს შორდება - მიზეზი ცნობილია
ადრიანოს სასტუმროში მოდელებთან სექსი განრიგის მიხედვით აქვს
ხავიერ ძანეტი: არ მგონია, რომ იკარდი იტალიაში დაბრუნდება
"იუვენტუსში" მიმავალ ლუკაკუს მოღალატე ამჯერად ძანეტიმ უწოდა
"ვიცი, სად გააგრძელებს კარიერას მესი" - ძანეტიმ ლიონელზე ისაუბრა
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
მორაიში: "ინტერს" მესის მოყვანის შესაძლებლობა ამ ადამიანის წყალობით აქვს
"ღმერთი ამ ცუდ ხალხსაც აპატიებს" - ადრიანო ტანმოვარჯიშეს მიმართავს
ტოპ 5 ბრაზილიელი, ვინც იმედები ვერ გაამართლა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
ხავიერ ძანეტიმ, მისი აზრით, ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
12 000 € თვეში, ადრიანომ სახლი გაყიდა და მდიდრულად ცხოვრება გადაწყვიტა
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი