სეზონისთვის მზადება "ბათუმმა" სენაკის სამხედრო ბაზაზე დაიწყო
საქართველოს ჩემპიონატი სექტემბრის პირველ დეკადაში დაიწყება. გუნდები, ცხადია, უკვე ემზადებიან მომავალი ბატალიებისთვის. ყველაზე საინტერესო კი, ალბათ, მაინც "ბათუმის" მზადებაა, რომელიც მომავალ სეზონში საქართველოს სახელს ევროასპარეზზე დაიცავს.

ბათუმელებმა ახალი სეზონის წინ საკმაოდ სერიოზული შევსება მიიღეს. თბილისის "ლელოდან" გუნდს დაემატა საქართველოს ნაკრების მგეზავი ლაშა ხმალაძე, რომელსაც მსოფლიოს ორი თასის გამოცდილება აქვს. 2011 წელს ახალ ზელანდიაში ლაშამ არგენტინას ლელოც გაუტანა. 2015 წელს კი, სამწუხაროდ, ტრავმამ საშუალება არ მისცა, მოედანზე გასულიყო.

"ბათუმის" მეორე ხაზს გააძლიერებს ასევე ყოფილი ლელოელი სანდრო ქოიავა. საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა მესამეხაზელი ხვიჩა ბუჯიაშვილი. უკანა ხაზში ბახვა კობახიძეს კიდევ ერთი ფეხჩუბინი, ყოფილი არმიელი ბექა ურჯუკაშვილი დაემატება. მატებაა პირველ ხაზშიც - ბექა მამრიკიშვილი და ტარიელ დონაძე ბათუმელთა შერკინებას საგრძნობლად გააძლიერებენ.

აღსანიშნავია, რომ სეზონისთვის მზადება "ბათუმმა" სენაკის სამხედრო ბაზაზე დაიწყო. სამხედროებმა მორაგბეებისთვის სპეციალური პროგრამა შეიმუშავეს, რაც მიზნად სპორტსმენების ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების დონის ამაღლებას ისახავდა.

ამჟამად, გუნდი მოედანზე ბურთით ვარჯიშობს და სხვადასხვა კომბინაციის დახვეწას ცდილობს. პირველი ტურის მატჩს "ბათუმი" სტუმრად, თბილისში გამართავს "არმაზთან".

შეგახსენებთ, რომ ევროთასებზე, უფრო სწორად, "ევროპული რაგბის კონტინენტურ ფარზე", რომელიც ჩელენჯ კაპის შესარჩევია, "ბათუმის" მეტოქეები რუმინული "ტიმიშოარა", გერმანული "ჰაიდელბერგი" და ორი იტალიური გუნდი, "როვიგო" და "ვიადანა" იქნებიან. ქართული გუნდი ამ ტურნირზე ასპარეზობას ოქტომბრიდან დაიწყებს.

ბათუმის შემადგენლობა

შერკინება: ზურაბ ერისთავი, ირაკლი კვანტიძე, მურმან ჯიჯავაძე, ბექა მამრიკიშვილი, შოთა გოგისვანიძე, ტარიელ დონაძე, ამირან მიქაძე, სანდრო ქოიავა, ზურაბ ბეჟანიძე, არჩილ ალიქაძე, ხვიჩა ბუჯიაშვილი, ვანო ფუტკარაძე, გიორგი თხილაიშვილი, გიორგი კორტავა, ნიკო ჯღამაძე, ნუკრი ფერსელიძე.

უკანა ხაზი: ზურაბ თუთბერიძე, ნიკა ნინიძე, ლაშა ხმალაძე, ალექსანდრე ტუჩაშვილი, დავით ტრაპაიძე, ბექა ტორაძე, გიორგი გოგიტიძე, ლადო მიმინოშვილი, ბახვა კობახიძე, დავით დოლიძე, ბექა ურჯუკაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი
წარმატებები ბათუმს!!!
სოსო
წარმატებები ბიჭებს.
ბარაკა
წარმატებები ბათუმს იმედია გაგვახარებენ ევროასპარეზზე.
crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
დიდი 10: ქუთაისის "აიამ" ლიდერობა დაიბრუნა, "ლელომ" ბონუს-ქულა დაკარგა
გავიცნოთ "ბათუმის" მეტოქე ევროთასებზე - "ჰაიდელბერგი"
დიდი 10. XIV ტური: "არმიამ" რევანში აიღო
დიდი 10. X ტურის წინ: პირველი წრე "აიასია", მეორე?
რაგბი ევროპა - ლაშა ხმალაძე და გიორგი ჭყოიძე "ფინალისთვის" მზადებაზე
მზ.საქართველო VS ქროშეიზი - სერიის მეორე დაპირისპირება
ლაშა ხმალაძე: რეკორდსმენი "ალაფიდან" დაწინაურებულ მორაგბეებს შორის
მაისაშვილი: შედეგით და თამაშით უკმაყოფილო ვარ, ბევრი შანსი გავანიავეთ და შედეგიც ლოგიკური დადგა
ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან
დიდი 10. I ტურის წინ: ვიწყებთ ქართულად, ვასრულებთ ავსტრალიურად
ქართველმა მორაგბემ ხელი რაგბის მოედანზე, შორტსა და ბუცებში მოაწერა
დიდი 10. XIV ტურის წინ: შეხვედრები არატრადიციულ დროს
დიდი 10: 2018 წლის ზაფხულის ტრანსფერები
დიდი 10. II ტური: "ლელო", "ხარები", "აია"... ლიდერებში
დიდი 10. XII ტური: "ლელო"-ურჯუკაშვილი 27:26
ლაშა ხმალაძე: მომავალ მსოფლიო თასს უფრო გამოცდილი გუნდით ვხვდებით
ქართული ლეგიონი: გურამ კავთიძისა და ვიტო კოლელიშვილის "ლიონი" ლიდერია
რაგბი. ლეგიონი: ქართველების შვიდი გუნდი ელიტისთვის იბრძოლებს
"კონტინენტის ფარი": "ბათუმმა" შეკრება დაიწყო
როვიგო VS ბათუმი - დებიუტი "კონტინენტურ ფარზე"
რაგბი ლეგიონი: ხუთი ჩვენებური პირველია
ბექა ურჯუკაშვილი: ევროთასები უმნიშვნელოვანესი მოტივაციაა
კონტინენტის ფარი: "ბათუმი" რუმინელებთან 5-ქულიანი სხვაობით დამარცხდა
ტრანსფერები: ფრანგულ კლუბებში ქართველ მორაგბეთა მიდი-მოდი დამთავრდა