რაგბი ევროპის სუპერთასის მეხუთე ტურში საკუთარ მოედანზე "ლოკომოტივ-პენზასთან" დამარცხების (16:19) შემდეგ ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე "შავი ლომის" მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა ლაშა ხმალაძემ ისაუბრეს, რომელთაც rugby.ge ციტირებს:

მაისაშვილი: "რა თქმა უნდა, შედეგით და თამაშით უკმაყოფილო ვარ. ძალიან ბევრი შანსი გავანიავეთ და შედეგიც ლოგიკური დადგა. რამდენჯერმე გვქონდა მატჩის გარდატეხის შესაძლებლობა, მაგრამ თამაშის მართვა იყო ცუდი, მოუთმენლად ვუტევდით და ეს ინდივიდუალურ შეცდომებში გადადიოდა. მოწინააღმდეგეს ქულების აღების ჩვენზე გაცილებით ნაკლები შანსი ჰქონდა, მაგრამ თითქმის ყველა მათგანის რეალიზება მოახერხა.

ჩვენი გეგმა იყო, რომ თუ ორი-სამი ფაზის შემდეგ წინსვლა არ გვექნებოდა, მეტოქის ნახევარზე ფეხით გადავსულიყავით და იქ გვეთამაშა, თუმცა, განსაკუთრებით მეორე ნახევარში მოთამაშეებმა რატომღაც მითითებებს გვერდი აუარეს და მივიღეთ ის რაც მივიღეთ. რამდენჯერმე შევძელით უპირატესობის ხაზის გადაკვეთა, მაგრამ მათი გამოყენება ვერ მოვახერხეთ და მთლიანობაში, ყველა შემთხვევაში ვცდილობდით პირველი ხელიდან თამაშს, რაც ჩვენს გეგმაში არ იყო.

ეს არ იყო მეტოქის დაუფასებლობა, თუმცა არის ერთი ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა, ჩვენს თამაშზე იმიქმედა. მოთამაშეთა ნაწილი ნაკრების შეკრებაზე იყო, ნაწილი დიდი 10-ის კლუბებში და 4 კვირის შემდეგ პირველად შევიკრიბეთ. მთელი რიგი მიზეზების გამო გვაკლდნენ ლიდერები და მათ შემცვლელებს მეტოქის დაუფასებლობა არ ექნებოდათ, მით უმეტეს, რომ არც პენზაში გვქონდა იოლი შეხვედრა. მთლიანობაში, "შავი ლომის" მიზანი სწორედ ისაა, რომ ახალგაზრდა, პერსპექტიულ მორაგბეებს მიეცეთ საერთაშორისო თამაშების ჩატარების შანსი და ჩავატაროთ ექსპერიმენტები. ახლა გვექნება ანალიზი, ვნახავთ სად დავუშვით შეცდომები და მოვემზადებით მომდევნო შეხვედრისთვის.

ხმალაძე: "ჩვენს ნახევარზე ძალიან დიდი დრო დავყავით და შეტევაში ბევრჯერ დავჯარიმდით. მიუხედავად ამისა, მეტოქის დაცვის ხაზი ბევრჯერ გავარღვიეთ და ლელოს გატანის არაერთი შანსი გვქონდა, მაგრამ მათი რეალიზება ვერ შევძელით და მივიღეთ ის შედეგი, რაც საბოლოოდ დაფიქსირდა. თავიდან შევძელით ინიციატივის დაუფლება, თუმცა მერე მოვდუნდით, თითქოს დინებას მივყევით და მოწინააღმდეგემ ჩვენი შეცდომებით კარგად ისარგებლა"

Gio
მსოფლიო ჩემპიონატი კარს მოგვადგა და ასეთი ტაქტიკით მგონი რეპეშაჟიც სანატრელი გაგვიხდება. თუ შეცვლაა დროზე შეცვალეთორემ მომავალ წელს უკვე დაგვიანებული იქნება.
დათო
თურმე, ახალგაზრდები, შედარებით გამოუცდელები რომ ათამაშა, რათა ნაკრებისათვის სიღრმეები უზრუნველყოს, ამისათვის მაისაშვილი უნდა წავიდეს! ახალწვეულები თურმე დიდი ათის თამაშითა და საწვრთნელი შეკრებით უნდა შეირჩეს! ჯარიმა აუტში რომ ვერ გადაიტანა მორაგბემ, თურმე მაისაშვილის ბრალია. სხვა მწვრთნელი რომ ყოფილიყო, ჯარიმა აუტში გადავიდოდა?! ვინმეს გჯერათ? რამდენიმე უშედეგო ფაზის შემდეგ, ბურთი ფეხით გადაიტანეთ მეტოქის ნახევარზეო. უი,უი,უი, ეს რა ტაქტიკააო?! თუ გუნდს მეტი არ შეუძლია, თავის მოედანზე 30 ფაზა განახორციელოს, დაჯარიმდეს და ქულები აჩუქოს მეტოქეს? იყავით სამართლიანები: ჩვენს ბიჭებს ამჟამად უნარები და გამოცდილება აკლია! ყველაფერი დალაგდება! ნუ ვიწნებით უმადურები!
zviads
ჰეიგის აშენებული არ გაიშვა...
დიდი პაპა
საშვილიშვილო!
Lado
თითქმის მთელი ერი უკმაყოფილოა თქვენი მთავარი მწვრთნელობით, მაგრამ რაა ისე აგრძელებთ აქამდე სიმწრით მოტანილი რეპუტაციის ნგრევას როგორც არაფერი. წადით რა ლელოს მიხედე ბევრად უკეთესად გამოგდიოდათ...
ა
გეუბნებით ეს კაცი არ არის ნაკრების დონის და მალე მოვა დღე როცა ნაკრებსაც იგივე დაემართება განვითარებისთვის და ექსპწრიმენტისთვის უნდა გამოვიყენოთ ეს გუნდიო და 2 ფაზის მერე ფეხით თამაში იყო ჩვენი გეგმაო ეს ნორმალურია რაგბის მცოდნეებო? ცენტრში 2 ფაზა და ფეხით გადასვლა ან ისინი ვერ გადმოვლენ იგივე ფეხით ჩვენთან თუ რა ფეხით გადასვლაზე ლაპარაკობს კარიმა ვერ გადაგვიტანიანაუტში დაუბრუნსი დიდ10-ს და მოიყვანეთ ნაკრებში მწვრთნელი
Soso
ისტორიული სირცხვილი
georgian
პროფესიონალმა, კაცმა, სპორტსმენმა პასუხის გრძნობა უნდა იქონიოს თუ მას თავის პატივიცემის მთლად განიავება არ უნდა. შენც ბიძინა ხომ არ ხარ ხალხის ხმა ვერ გესმოდეს? სირცხვილია, წადი!!
ragby
წადი მაისაშვილო,დაგვანებე თავი რაც ჰეიგმაა აშენა დაანგრიე ყველაფერი,წადი სანამ ჰოლანდაი და ბელგია მოგვიგებს! მაგრა 9 ნოერი სად იპოვნე მაინტერესებს? რამდენი გადაგიხადეს?
გიორგი
ბატონო მაისაშვილო. თქვენ მთავარი მწვრთნელობის შანსი დიდი ხანია გაანიავეთ. გადადით მეორე მწვრთნელად და გზა დაუთმეთ უკეთესს. თქვენს მიმართ ბევრ გულშემატკივარს გვაქვს სიმპათია და ამ რესიურსს ბუ გაანიავებთ.
ნიკა ამაშუკელი „რაგბის უდიდესი მეტოქეობის“ მესამე ტესტმატჩს განსჯის
"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
"სელტიკმა" "ბრაიტონისგან" ინგლისის ნაკრების მეკარე ინათხოვრა
გულიაშვილის "რასინგმა" ორი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "სიტიმ" ილიმან ნდიაიეც დაიმატა
ფერნანდესი "ჩელსიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა
"ატლეტიკომ" "იუვენტუსისგან" დევიდი ინათხოვრა
"შთამბეჭდავი იყო "ემპოლიში", ფიზიკური და ტექნიკური მონაცემებით გამორჩეულია" - "მონცამ" გოგლიჩიძე დაიმატა და შეაქო
This Is Anfield-ი მამარდაშვილის შესახებ უტყუარ ინფორმაციას ავრცელებს
ოფიციალურად - მექვაბიშვილი "ჩიკაგო ფაიერის" ფეხბურთელია
"გადარჩენილი უკანალი და მისი სითბო" - ბაგატსკისმა გამარჯვებების შემდეგ კომენტარები გააკეთა
პსჟ-მ კიდევ ერთი შემტევი გაყიდა
გოგლიჩიძე სერია A-ში გუნდს გამოიცვლის
მნიშვნელოვანი გაძლიერება შეტევაში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს - ევერტონმა ორი ფეხბურთელი დაიმატა
"მილანმა" სანტიაგო ხიმენესი "პორტოში" გაუშვა
კარგი ამბავი სანაკრებო შესვენების წინ - კიტეიშვილი მოედანს უბრუნდება
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
გადადის თუ არა მამარდაშვილი "ნოტინგემ ფორესტში" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს - რა გადაწყდება უახლოეს საათებში?
"რუსეთში სექს-წვეულებებზე უკანალზე გირტყამდნენ, მაშინ ჩემზე დაქორწინებული იყავი..." - ლოპესის სკანდალური მონაყოლი და ვანდას პასუხი
28 წლის გოლეადორი საფრანგეთში - "ლილმა" აიასე უედა დაიმატა
ბენზემამ "ალ-ჰილალი" დატოვა და შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
"შავი ლომი" რუსულ "ლოკომოტივ-პენზასთან" დამარცხდა
რაგბი ევროპა - ლაშა ხმალაძე და გიორგი ჭყოიძე "ფინალისთვის" მზადებაზე
ლაშა ხმალაძე: რეკორდსმენი "ალაფიდან" დაწინაურებულ მორაგბეებს შორის
"ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ" - "ლოკომოტივ-პენზას" მწვრთნელი
ძალა არ ეყოთ - კარგი პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ტოიოტა ჩიტასთან" დამარცხდა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
დიდი 10. I ტურის წინ: ვიწყებთ ქართულად, ვასრულებთ ავსტრალიურად
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
ლაშა ხმალაძე: მომავალ მსოფლიო თასს უფრო გამოცდილი გუნდით ვხვდებით
როვიგო VS ბათუმი - დებიუტი "კონტინენტურ ფარზე"
რუსულ გუნდს თბილისში გამარჯვების იმედი აქვს
"შავი ლომი" | სექტემბერში "ბენეტონი" გვეწვევა
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
"შავი ლომი" 12 მოთამაშით გაძლიერდა - მათგან ორი ლეგიონერია
ჩელენჯ თასი | ბრიტანელებთან თბილისში, ტოპ 14-ის გუნდებთან საფრანგეთში