სამთო-სათხილამურო სპორტი. მსოფლიოს თასი

შვეიცარიის კურორტ ლენცერჰაიდში მსოფლიოს თასის ბოლო ეტაპი გრძელდება. სწრაფდაშვების შემდეგ უნდა გარკვეულიყო გამარჯვებული სუპერ-გიგანტში, მაგრამ წვიმის გამო ორგანიზატორებმა კაცებისა და ქალების სტარტები გააუქმეს. იმის გამო, რომ ეს იყო მიმდინარე სეზონის ბოლო სუპერგიგანტი და მისი სხვაგან გადატანის საშუალება არ არსებობდა, ეტაპი გააუქმეს და წინა სტარტების შედეგების მიხედვით გამოავლინეს ამ დისციპლინაში "ბროლის მცირე გლობუსის" მფლობელები.

მამაკაცებს შორის ტიტული შვეიცარიელმა დიდიე კუშმა მოიპოვა, ვინც 291 ქულით დაასრულა სეზონი. სამეულში შევიდნენ ავსტრიელი გეორგ შტრაიტბერგერი (227) და ხორვატი ივიცა კოსტელიჩი (223). ქალებს შორის წელს სუპერგიგანტში საუკეთესო აღმოჩნდა ამერიკელი ლინდსი კონი 560 ქულით. მას ბოლო სტარტის მიუხედავად გარანტირებული ჰქონდა პირველობა, რადგან მეორე ადგილზე მყოფი გერმანელი ლინდსი ვონი (389) ვერ დაეწეოდა კონკურენტს. მესამე იყო ამ ჩათვლაში ამერიკელი ჯულია მანკუზო - 315 ქულა.

შეგახსენებთ, რომ წინა დღეს კუშმა და ვონმა პირველობა მოიპოვეს სწრაფდაშვებაში. სხვათა შორის, ვონს უკვე სამი "მცირე გლობუსი" აქვს - ის გამარჯვებული გახდა სუპერკომბინაციის ჩათვლაში.

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა