ახალკაცი ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციის საბჭოს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლაში უნდა დაეხმაროს
ავსტრალიური გამოცემა "სიდნეი მორნინგ ჰერალდი" საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს: ფიფას დელეგაცია ავსტრალიაში ჩადის, რათა ფეხბურთთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები მოაგვაროს. ამ ამბავში ჩვენთვის საინტერესო ის არის, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის 4-კაციან დელეგაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი ხელმძღვანელობს.

სფფ-ის ყოფილ თავკაცს რთული მისია ეკისრება - ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციის საბჭოს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლაში უნდა დაეხმაროს. საქმე ისაა, რომ არსებული პრობლემების გამო ფედერაცია ფიფადან გარიცხვის კანდიდატი გახდა.

სამი დღის განმავლობაში ახალკაცმა და დელეგაციის წევრებმა მოლაპარაკება უნდა გამართონ A ლიგის კლუბებთან, სახელმწიფო ფედერაციებთან, ფეხბურთელთა პროფესიულ კავშირთან და ეროვნული პრემიერლიგის კლუბებთან, რათა ავსტრალიური ფეხბურთის მმართველობა გახდეს უფრო დემოკრატიული და ფიფას მკაცრი მოთხოვნები დააკმაყოფილოს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველები ითხოვენ, რომ დაიხვეწოს საარჩევნო კანონმდებლობა და ის უფრო დემოკრატიული, წარმომადგენლობითი სისტემით შეიცვალოს.

თუ შეთანხმება 30 ნოემბრამდე ვერ მოხერხდა, ფიფა იძულებული გახდება, ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციას უფლებამოსილება შეუჩეროს, მის ნაცვლად კი დროებითი კომიტეტი დანიშნოს, რომელსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფიფას დამოუკიდებელი წარმომადგენელი უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ უწყებაში სერიოზული რეფორმები დაიწყო, რათა კორუფციული სკანდალის შემდეგ სახელშელახული ორგანიზაციის საქმიანობა გამჭვირვალე გახდეს და ყოველგვარ ეჭვზე მაღლა დადგეს.

ამ მიზნით ფიფას ახალმა ხელმძღვანელობამ ორგანიზაციაში გაწევრიანებული ეროვნული საფეხბურთო ფედერაციების წესდებების რევიზია დაიწყო. საქმე ისაა, რომ არაერთ ეროვნულ ფედერაციაში არიან ფორმალური სუბიექტები, რომელთა დანიშნულებაც არჩევნებში მმართველი გუნდის მხარდაჭერაა, რეალურად კი ისინი არაფერს აკეთებენ. აღნიშნული რეფორმის მიზნით, ნოდარ ახალკაცი-უმცროსი ფიფამ ყირგიზეთშიც მიავლინა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ფიფაში სოლიდურ თანამდებობაზე მუშაობს - ის ეროვნული ასოციაციების მართვის დეპარტამენტის თავმჯდომარეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zura
გოგა გეთანხმები,მეტსაც გეტყვი ამან დაღუპა ქართული ფეხბურთი.ახალკაცმა თავის ამფსონებთან ერთად სათავე დაუდო კორუფციას ნაკრებში,გაიხსენეთ დარსაძის ნაკრები.ის ფეხბურთელები რომლებიც მათ ბიჭებად არ მოიხსენიებოდნენ ვერც ნაკრებში ხვდებოდნენ და ვერც უცხოეთში მიდიოდნენ სათამაშოდ,ამიტომაც გვქონდა ნაკრებში კარგი ფეხბურთელების წყვეტა.ამ ბატონების ადგილი სანაგვეზეა და არა ფეხბურთში!
გოგა
ძაღლი შინ არ ვარგოდაო და სანადიროდ გარბოდაო,ამაზეა ნათქვამი
დავითი
ფიფა წარმოადგენდა და ეხლაც წარმოადგენს კარგად ამუშავებულ კორუფციულ მექანიზმს. ნოდარ ახალკაციც ამ მექანიზმის ერთ-ერთი ჭანჭიკია.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კიდევ უფრო მკაცრი წესები რასიზმის წინააღმდეგ - ინფანტინოს ინიციატივა
საბჭო ინფანტინოს არ დაეთანხმება - რუსეთს საერთაშორისო ტურნირებზე არ დააბრუნებენ
"ეს ყველაფერი როგორ გავიგო?" - გვარდიოლა აღშფოთებულია
"ვხედავ ფეხბურთელების ხელფასს და მსოფლიო ჩემპიონატზე მეც ვითამაშებ" - დონალდ ტრამპი
"ჯანომ ერთი წუთი მაინც რომ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, მერე რუსები ვეღარ წაგვართმევენ-მეთქი"
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
ნოდარ ახალკაცი ფიფას ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
FIFA-ს მშვიდობის პრიზი - მისი პირველი მფლობელი სავარაუდოდ, დონალდ ტრამპი გახდება
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი ფიფაში დააწინაურეს
"ამის გაგებისას შემრცხვა!... რუსეთში როგორ ვითამაშოთ, როდესაც უკრაინელები საკუთარ მიწაზე ვერ ასპარეზობენ?! - ფონსეკამ ომზე, ტრამპსა და ინფანტინოზე ისაუბრა
გარიცხეთ რუსეთი და მოკვეთეთ ირანი - უკრაინელები უეფასა და ფიფას მიმართავენ
1982 წელს ახალკაცის, ბესკოვისა და ლობანოვსკის ერთად ყოფნამ დაგვაბნია - ბლოხინმა წარსული გაიხსენა
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს
ინფანტინომ განაცხადა, რომ რუსეთი საერთაშორისო ტურნირებზე უნდა დაბრუნდეს