9 აგვისტოს, ჩილეში დაწყებულ ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა ვერცხლის მედლით დაიწყო
9 აგვისტოს, ჩილეში დაწყებულ ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა ვერცხლის მედლით დაიწყო.

ტურნირის პირველ დღეს ჩვენმა ერთადერთმა მონაწილე ლუკა კაპანაძემ 55 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფინალამდე 4 შეხვედრა მოიგო, გადამწყვეტ შეხვედრაში კი თურქ მეტოქესთან წააგო და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.

კაპანაძე პირველ წრეში ისვენებდა, მერე კი იოლად დააიპონა დომინიკელი ანფერნი პეპინი. ეს არავის გაჰკვირვებია, მაგრამ მომდევნო ორ პაექრობაში კი ჩვენებურმა გასაოცარი გამარჯვებებით გაგვანებივრა: ჯერ იყო და, ბერლინის ტურნირის მომგები ყაზახი იერმეკ ამანგელდი გააგორა იპონით, მერე კი მართლაც შესაშური გამძლეობისა და მონდომების ხარჯზე იაპონელი ჰიტოიოში სუმი დაამარცხა ვაზარით. ლუკამ ნახევარფინალში რუსთა ევროპის მესამეპრიზიორ არბეკ ნაგუჩევს აჯობა, ფინალში კი თურქ მიჰრაკ აკუსთან წააგო.

დღეს ტურნირში იჭიდავებენ

დღეს სანტიაგოში 60-66-კილოგრამიანი ვაჟები და 48-52-იანი გოგონები იასპარეზებენ, ჩვენ კი ერთბაშად სამი ფალავანი გვეყოლება და ერთ-ერთი ისევ კაპანაძეა - გიორგი კაპანაძე 60 კილოგრამში.

გოგონებში ჩვენი პირველი მონაწილეც - ეკატერინე ტატუნაშვილი (52) - დღეს ჩაებმება ჩემპიონატში და დღესვე იასპარეზებს ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი მიხეილ ბახბახაშვილი (66).

სოსო
საიტერესოა,ახალკაცმა იაპონელს 54 წამში მოუგო სამი გაფრთხილებით.
judo
რა ტქმა უნდა ცარმატებას უსურვებ ლუკას, მარა ერტი და იგივე კაცტან ერტი ტვის მაზილზე ცაგება ,,ორჯერ სჰეხვდა,,ტანაც ტურქტან მე მგონი დაპიქრება მარტებს მცვრტნელებს,როდის იკო ტურქს ,,კიმანო ეცვაა,,სერიოზული დაპიქრებაა გვცჰირდება.
tatia
წარმატებები გისურვებთ
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
ჩემპიონთა დუეტი - რას ჰყვებიან ოლიმპიური ფესტივალის გმირი გოგონები
ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები დიორში გადახალისებული გუნდით გამოვა
აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
პოლონეთის ტურნირმა ჭაბუკები დაგვიხარისხა
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: გოგონები ბიჭებს უთანაბრდებიან [VIDEO]
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: ვერცხლს წაგებები მოჰყვა
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: შორეულ ჩილეში, ნაცნობი მეტოქეები
ძიუდო. ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში: კაუნასში სომხიშვილი დაასახელეს
ჩეხეთის ტურნირი: ქართველი გოგონების მორიგი წარმატება
სულამანიძემ ფინალში იპონით იმარჯვა და ევროპის ჩემპიონი გახდა [VIDEO]