კილიან მბაპემ "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლის სურვილი გამოთქვა
13:04. დღის პირველ სენსაციურ ინფორმაციას Daily EXpress-ი ავრცელებს - კილიან მბაპემ "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლის სურვილი გამოთქვა. 18 წლის ფრანგს ხიბლავს ნეიმარის მხარდამხარ თამაშის პერსპექტივა.

13:11. კიდევ ერთი ინფორმაცია პსჟ-ის ბანაკიდან: პარიზულმა კლუბმა მოლაპარაკებები დაიწყო "არსენალთან" ალექსის სანჩესის ტრანსფერზე - წერს Telegraph-ი. ჩილელი გაისად თავისუფალი აგენტი გახდება და სავარაუდოდ, "არსენალს" არ სურს ამ ზაფხულს დაახლოებით 100 მილიონის დაკარგვა.

13:37. "ლივერპულმა" კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ფილიპე კოუტინიო არ გაიყიდება და "ბარსელონა" სულ ტყუილად კარგავს დროს. ინგლისელებს არ აინტერესებთ ესპანელების მიერ შეთავაზებული 120 მილიონი ევრო.

13:55. ანტონიო კონტემ Sky Sports-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "ჩელსის" ახალი ფეხბურთელები სჭირდება. იმავე მედიის ცნობით, ლონდონელები დაინტერესებულები არიან "ვალენსიას" პორტუგალიელი მცველით, ჟუან კანსელუთი. სახელდება ტრანსფერის თანხა - 28 მილიონი ევრო.

14:23. გაზეთი Corierre dello Sport-ი წერს "იუვენტუსის" ინტერესის შესახებ "ლივერპულის" ნახევარმცველ ემრე ჩანის მისამართით. თანხა დაახლოებით 30 მილიონი ევროა. ემრეს უწოდებენ ამ ზაფხულს ტურინული კლუბის მთავარ სატრანსფერო მიზანს.

14:37. როგორც Daily Mail-ი წერს, "არსენალმა" ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის სატრანსფერო ფასი დაასახელა - 28 მილიონი ევრო. ერთ-ერთი გუნდი, რომელსაც ამ შემტევის შეძენა სურს, "ჩელსია".

14:42. "ჰალმა" საკუთარ "ტვიტერზე" გამოაცხადა 32 წლის შვედი ნახევარმცველის, სებასტიან ლარსონის დამატების შესახებ. ეს ფეხბურთელი გუნდს უფასოდ ერგო.

14:50. გარდა ამისა, "ჰალი" ფავორიტია აჰმედ მუსასთვის ბრძოლაში. "ლესტერის" ნიგერიელზე ასევე პრეტენზიას აცხადებენ - "ვესტ ბრომვიჩი" და "ფენერბაჰჩე".

14:56. თურქული Fotosport-ი იტყობინება არტიომ ძიუბას მიმართ "ფენერბაჰჩეს" ინტერესის შესახებ. ამბობენ, რომ თურქული კლუბისა და "ზენიტის" წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკება.

15:03. "იუვენტუსმა" 30-მილიონიანი წინადადება გაუგზავნა "რომას" კევინ სტროტმანის შესაძენად. ამის შესახებ წერს Tuttosport-ი. რომაელებს არ დააკმაყოფილებთ ასეთი შეთავაზება, რადგან ჰოლანდიელში 45 მილიონი ევრო სურთ.

15:22. "ბარსელონაში" სკანდალია. კლუბის ხელმძღვანელობა უარს ამბობს "რეალ სოსიედადიდან" ინიგო მარტინესის შეძენაზე. მანამდე კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ პირადად მოითხოვა 26 წლის ცენტრალური მცველის შეძენა. იგეგმებოდა მარტინესისთვის 32 მილიონი ევროს გადახდა, მაგრამ არ გამოვიდა, - წერს Diario Sport-ი.

15:27. კიდევ ერთი ინფორმაცია Diario Sport-ისგან და ისევ "ბარსელონას" შესახებ. კატალონიელები ოფიციალური წინადადებით მიმართავენ "ნიცას" კოტდივუარელი ნახევარმცველის, ჟან-მიკაელ სერის თაობაზე. ტრანსფერის თანხა არ სახელდება.

15:47. "ვესტ ჰემის" 24 წლის გამთამაშებელი მანუელ ლანცინი "ლივერპულის" მიერ განიხილება, როგორც ფილიპე კოუტინიოს პოტენციური შემცვლელი, - ამის შესახებ წერს Sky Sports-ი. ლანცინიმ შარშანდელ სეზონში 35 მატჩი ჩაატარა ლონდონურ კლუბში, გაიტანა 8 გოლი და 3 საგოლე პასი შეასრულა.

15:57. ფილიპე კოუტინიოს შეცვლის კიდევ ერთი ვარიანტი - 18 წლის ამერიკელი კრისტიან პულიშიჩი დორტმუნდის "ბორუსიადან". The Sun-ის ინფორმაციით, "წითლებმა" უკვე გაგზავნეს დორტმუნდში საკუთარი სკაუტები. სახელდება თანხა - დაახლოებით 35 მილიონი ევრო.

16:12. პსჟ უარყოფს პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 155 მილიონ ევროს იხდის კილიან მბაპეს სანაცვლოდ. უფრო მეტიც, "პარი სენ-ჟერმენი" ამ ზაფხულს არ აპირებს მბაპესთან დაკავშირებით რაიმე შეთავაზებას.

16:35. იურგენ კლოპს სურს არტურო ვიდალი! ამ სატრანსფერო ჭორს ავრცელებს World Football Index-ი. წერენ, რომ "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი ჩილელ სუპერვარსკვლავზე მას შემდეგ გადაერთო, რაც "წითლებმა" ჩააგდეს "ლაიპციგთან" მოლაპარაკებები ნაბი კეიტას თაობაზე.

16:46. ედენ აზარმა "ბარსელონაში" გადაბარგება მოისურვა. ეს ინფორმაცია Daily Express-ს ეკუთვნის. მალე ბელგიელი ამის შესახებ ორივე კლუბის ხელმძღვანელობას აცნობებს.

17:11. "დეპორტივომ", შესაძლოა, ლუკას პერესი დაიბრუნოს. "არსენალის" 28 წლის ფორვარდზე "ნიუკასლიც" აცხადებს პრეტენზიას, - წერს ESPN.

17:25. 26 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი ჟონათან კაფუ "ლუდოგორეციდან" "ბორდოში" გადავიდა. გარიგების თანხაა - 7.5 მილიონი ევრო. ბოლო ორ სეზონში მან 13 გოლი გაიტანა, მათ შორის, ერთი - ჩემპიონთა ლიგაზე "არსენალის" კარში.

17:36. "არსენალს", შესაძლოა, ჩაუვარდეს "მონაკოდან" ტომას ლემარის ტრანსფერი. საქმე ისაა, რომ თუ ფრანგული კლუბი კილიან მბაპეს გაყიდის, ლემარს არსად გაუშვებენ. ასე ვარაუდობს The Sun-ი. ადრე წერდნენ, რომ არსენ ვენგერის გუნდი მოელაპარაკა "მონაკოს" ლემარის 45 მილიონად შეძენაზე.

17:37. "ინტერმა" შეიძინა დალბერტი. ბრაზილიელი მცველი წარადგინეს მილანური კლუბის ოფიციალურ "ტვიტერზე". დალბერტი 23 წლისაა და გასულ სეზონში 33 მატჩი ჩაატარა ფრანგული "ნიცას" შემადგენლობაში. ტრანსფერის თანხა 25 მილიონია, კონტრაქტი - 5-წლიანი.

18:08. "მანჩესტერ სიტის" სურს სერხიო ბუსკეტსი, - ესპანურ წყაროებზე დაყრდნობით წერს Sky Sports-ი. სავარაუდო ტრანსფერის მთავარი ინიციატორი პეპ გვარდიოლაა.

18:14. "სპარტაკი" ისევ ზრუნავს რომან ნოიშტედტერის ტრანსფერზე. მოსკოველებმა "ფენერბაჰჩესთვის" შეთავაზება 8 მილიონ ევრომდე გაზარდეს, - იტყობინება Milliyet-ი. წინა წინადადება - 3.5 მილიონი ევრო თურქებმა უარყვეს.

18:17. "რეალმა" "იუვენტუსს" მატეო კოვაჩიჩის იჯარაში 25 მილიონი (!) ევრო მოსთხოვა. ეს უცნაური ინფორმაცია ესპანურ AS-ს ეკუთვნის.

18:31. ამასობაში, "რომამ" მეოთხე (!) წინადადებით მიმართა "ლესტერს" რიად მაჰრეზის თაობაზე. Sky in Italy-ს ინფორმაციით, თანხა 44 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

18:47. "ფიორენტინამ" "ტორინოდან" მარკო ბენასი გადაიბირა. ეს ფეხბურთელი 23 წლისაა. იყო "ტორინოს" კაპიტანი, ხოლო ფლორენციაში "იუვენტუსში" გადასული ფრედერიკო ბერნარდესკი უნდა შეცვალოს.

19:09. სტივენ ნ'ზონზის "სევილიადან" წასვლა უნდა, - წერს BEIN Sports-ი. ფეხბურთელის სატრანსფერო თანხა - 36 მილიონი ევროა.

19:19. რობერტო სოლდადო, დიდი ალბათობით, "ფენერბაჰჩეში" გადადის. თურქები მზად არიან, "ვილიარეალის" 32 წლის ფორვარდში 10 მილიონი ევრო გადაიხადონ. პრინციპული შეთანხმების შესახებ ესპანური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია. დარჩენილია სამედიცინო შემოწმება.

19:23. "უოტფორდმა" ოფიციალურად გამოაცხადა "ბარნლის" ფორვარდის, ანდრე გრეის შეძენის შესახებ. თანხა - 18.5 მილიონი ევრო, ვადა - 5 წელი. ეს საკლუბო რეკორდია.

19:42. გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დენის აოგო თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა "შალკედან" "შტუტგარტში". 30 წლის მცველთან კონტრაქტი ორწლიანია.

19:51. რაფაელ ბენიტესმა The Sun-თან კომენტარში დაადასტურა, რომ ელაპარაკა არსენ ვენგერს ლუკას პერესის "ნიუკასლში" გადასვლასთან დაკავშირებით.

20:13. "ფიორენტინას" მორიგი შენაძენი გახდა "ნიცას" 25 წლის ნახევარმცველი ვალენტინ ეისერიკი. ეს ფეხბურთელი ბენასიზე ნაკლებად ცნობილია და უფრო ნაკლებიც ღირს - 4 მილიონი ევრო. კონტრაქტი 4 წლით არის გაფორმებული.

20:23. არასატრანსფერო ინფორმაცია: იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯანპიერო ვენტურამ 2020 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი. ამის შესახებ გვამცნო "სკუადრა აძურას" "ტვიტერმა".

20:51. "ჩელსის" "მანჩესტერ იუნაიტედში" წასული ნემანია მატიჩის შემცვლელად სერხი რობერტო სურს. ანტონიო კონტემ პირადად სთხოვა ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობას "ბარსელონას" ფეხბურთელის შეძენა.

21:05. "სუონსიმ" კონტრაქტი გააფორმა "ლიდსის" 26 წლის მცველ კაილ ბარტლისთან. კონტრაქტი ოთხწლიანია. ოდესღაც, ეს ფეხბურთელი "არსენალში" ირიცხებოდა, მაგრამ ლონდონელებში ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია.

21:15. დორტმუნდის "ბორუსიას" ახალგაზრდა თურქი ვარსკვლავი ემრე მორი საეჭვო ისტორიაში მოხვდა - ის ვერ ვიხილეთ გერმანული კლუბის გუნდურ ფოტოზე, რაც მისი წასვლის შესახებ ეჭვებს უჩენს გაზეთ The Sun-ს.

21:55. Independent-მა დაწერა, რომ "პარი სენ-ჟერმენი" თითქმის 90 მილიონ ევროს იხდის ალექსის სანჩესში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალვარესი "ბარსელონაში"? არგენტინელს ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავენ
AS: 2024 წლის ზაფხულში "რეალი" ალფონსო დევისის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს
"ბარსელონა" და "რეალი" სანეს დამატებით დაინტერესდნენ - ფეხბურთელი გადაწყვეტილებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამდე მიიღებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
კლოპი ამ ფეხბურთელების გაშვებას მოითხოვს - გერმანელი "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია
თუ კლოპი "რეალში" დაინიშნება - გერმანელი "ბლანკოსს" ორი ფეხბურთელის გაყიდვას მოსთხოვს
მბაპე: ეპიზოდი უნდა გამოიძიონ, პელესტრინიმ ვინისიუსს "მაიმუნი" ხუთჯერ უწოდა
"2015 წელს "რეალში" გადასვლასთან ახლოს ვიყავი, თუმცა მათ კაზემირო აირჩიეს" - ვიდალმა "ბლანკოსში" არშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
არტურო ვიდალი მამის დაკრძალვას Online დაესწრო - რატომ გააკეთა ეს ჩილელმა ფეხბურთელმა [VIDEO]
მბაპეს შედეგი გაიმეორა - კვარაცხელიას ბრწყინვალე მაჩვენებლები რიცხვებში
"რეალი" მბაპეს გარემოცვას არ ენდობა - რა ხდება მადრიდში?
ვიდალმა "ინტერთან" კონტრაქტი გაწყვიტა და კარიერას სამხრეთ ამერიკაში გააგრძელებს
"მხითარიანი იდიოტია! როგორ შეიძლება ის თამაშობდეს და..." - ვიდალმა სომეხ ფეხბურთელს შეურაცხყოფა მიაყენა
"კროოსმა ჩემგან ბევრი რამ ისწავლა" - არტურო ვიდალი
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
უეფას სამართალი - "რეალთან" მატჩის წინ პრესტიანი და შესაბამისად "ბენფიკაც" დასაჯეს
სად ითამაშებს ხვიჩა - ცვლილებები წინა მატჩის ენდშპილის გათვალისწინებით
მბაპეს რეკორდი მოხსნილია - იამალმა ტოპ 5 ლიგაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
რა დროს ფეხბურთია, როდესაც ორგიაა - ვიდალი თანანაკრებელებთან ერთად გაერთო
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა