ევროპის კონტინენტზე ლამის ყველას გაუკვირდა, როცა "მანჩესტერ სიტიმ" კაილ უოკერი მსოფლიოში უძვირფასეს მცველად აქცია

ევროპის კონტინენტზე ლამის ყველას გაუკვირდა, როცა "მანჩესტერ სიტიმ" კაილ უოკერი მსოფლიოში უძვირფასეს მცველად აქცია. დიდი ალბათობით, "დეზების" ყოფილი ფეხბურთელი არ ღირს 50 მილიონი გირვანქა, მაგრამ პრემიერლიგა კიდევ ერთხელ ცდილობს, გადააფასოს ევროპული ფეხბურთის სატრანსფერო ღირებულება.

ის, რომ უოკერი ბოლო წლების პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფულბეკია, საკამათო ნაკლებადაა. და როცა მისი ტრანსფერი ბენჟამენ მენდის გადასვლამ დაჩრდილა, ცხადი გახდა, რომ პეპ გვარდიოლას უპირველესი ამოცანა განაპირა მცველების გამოცვლაა.

ამათ მოჰყვა დანილო, რომელმაც ბოლოს "რეალში" ითამაშა. "სიტიში" ის ხან უოკერს შეცვლის, ხან - მენდის. დანილოს დამატებით ცნობილი გახდა, რომ "სიტიმ" მხოლოდ განაპირა მცველებში 130 მილიონი გირვანქა დახარჯა!

ფულბეკებს გვარდიოლა ყოველთვის უდიდეს როლს ანიჭებდა თავის სამწვრთნელო კარიერაში, ბოლო სეზონში კი ის ოთხეული, ვინც პეპს ამ პოზიციებზე ჰყავდა, უბრალოდ, ვერ ასრულებდა იმ დავალებებს, რასაც ესპანელი მწვრთნელი იძლეოდა. "არ გვყავს ისეთი განაპირა მცველები, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში წინ და უკან ირბენენ", - ჩიოდა პეპი აპრილში, როცა "იუნაიტედს" უგოლოდ დაუზავდა - "პაბლო, სანია, კოლაროვი და კლიში, ყველა 33 წელს გადასცდა და მათ უბრალოდ ფეხები არ უშვებს წინ და უკან გამუდმებული სირბილისთვის".

ეს ოთხეული "სიტიში" აღარ ირიცხება, კვარტეტი ტრიოთი შეიცვალა (23, 26 და 27 წლის ბიჭებით). მუდამ ინოვატორი პეპის ფეხბურთი ცოტა მეტს მოითხოვს ფულბეკებისგან, ვიდრე განაპირა მცველის ფუნქციების შესრულებაა. ახლა ელიტის დონეზე მოთამაშე თითქმის ყველა ფლანგის შემტევი მოქმედებს, შეწეული ვინგერის პოზიციიდან, ფლანგზე კი აქცენტი ფულბეკებზე კეთდება, რომელთაც ლამის მთლიანად უნდა დაფარონ ფლანგი. მაგრამ გვარდიოლა თავის ფულბეკებს წინ წასვლასა და ზოგჯერ შუაში შეწევასაც ავალდებულებს, პეპი კიდევ უფრო მომთხოვნია, ვიდრე თანამედროვე მწვრთნელები. პეპის ფულბეკები ხანდახან შეიძლება აღმოაჩინოთ ორ ცენტრალურ ნახევარმცველს შორის. ეს კი გუნდს პასებით თამაშისთვის მეტ ალტერნატივას სთავაზობს. ზოგჯერ პეპის გუნდის განლაგება მისი მენტორის, მარსელო ბიელსას საყვარელ 3-3-1-3-ს ემსგავსება.

გასულ სეზონში ასაკი და სივრცე ხშირად აღალატებდა "სიტის" განაპირა მცველებს და მეტოქეები ამით კარგად სარგებლობდნენ. ეს ყველაზე ნათლად "ლესტერთან" 2:4 მარცხის დროს გამოჩნდა.

უოკერი და მენდი მსოფლიოში ყველაზე ძვირი განაპირა მცველები კი არიან, მაგრამ მათ სწორედ იმის კეთება შეუძლიათ მინდორზე, რასაც პეპი ითხოვს. მაგალითად, კაილ უოკერმა გასულ სეზონში შეტევის მესამედში მეტი პასი გააკეთა, მეტი სივრცე აითვისა და მეტი სპრინტი შემოგვთავაზა, ვიდრე საბალეტამ, სანიამ, კოლაროვმა და კლიშიმ ერთად.

დანილო "მხოლოდ" 26,5 მილიონი გირვანქა დაჯდა და შესაძლოა, მან ესპანეთში ფეხი ვერ მოიკიდა, მაგრამ ბრაზილიელს მარცხენა მცველადაც შეუძლია თამაში. ასევე, ადრეულ წლებში, "სანტოსში" ყოფნისას, დანილო ცენტრალური ნახევარმცველი იყო. მისი ტექნიკური არსენალი შესაძლოა, "რეალისთვის" ცოტა იყო, მაგრამ პრემიერლიგაში ნაკლად ეს არ გამოჩნდება.

როცა უოკერი "სიტიში" მივიდა, მან გაიხსენა, როგორ გახადა გვარდიოლამ დანი ალვეში და ფილიპ ლამი მსოფლიო დონის ვარსკვლავებად და იმედი გამოთქვა, რომ ახლა მისი ჯერია. "სიტის" ხელმძღვანელობამ პეპს მოთხოვნა შეუსრულა, ახლა კი ყველაფერი მასზე და ახალწვეულთა ტრიოზეა დამოკიდებული, რამდენად გაუმკლავდებიან ისინი მსოფლიოს უძნელესი ლიგის ზეწოლას.

Goal-ისა და Sure-ის პარტნიორობით იშვა ახალი პროდუქტი Pressude Index, რომელიც ერთადერთი მეთოდია, გამოვიკვლიოთ, როგორ უმკლავდებიან სტრესულ სიტუაციებს მსოფლიოს ყველაზე კონკურენტუნარიანი ლიგის ფეხბურთელები. ამ სისტემის თანახმად, "მანჩესტერ სიტის" წინა განაპირა მცველები არაფრად ვარგოდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
7 გაუპატიურებაში ბრალდებული მენდი გირაოთი გაათავისუფლეს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
მენდი "სიტის" 2 წლის ხელფასის ანაზღაურებას სთხოვს
ბენჟამინ მენდი თქვა, რომ სექსი 10 000 ქალთან ჰქონდა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
ბენჟამინ მენდი კარიერას შვეიცარიაში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
შეთანხმება შედგა - "ნაპოლი" "იუვენტუსიდან" მცველს იმატებს
დანილოს "ნაპოლიში" გადასვლა სურს, მაგრამ პრობლემა რონალდოა - რას წერს იტალიური გამოცემა?
"იუვენტუსის" მცველი შეიძლება "ნაპოლიში" გადავიდეს
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
"იუვენტუსის" კაპიტანი "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება
დე ლაურენტისი რასპადორის გასაყიდად მზადაა
მენდიმ "სიტის" სასამართლო დავა მოუგო - ფეხბურთელი მანჩესტერული გუნდისგან მნიშვნელოვან თანხას მიიღებს
"სექსი მექნება და თუ ოდესმე დავორსულდი, ეს დღეს მოხდება... 10 000 ქალთან მეძინა..." - გაუპატიურებაში ბრალდებული მენდის სკანდალური სასამართლო პროცესი
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში
დანილომ "იუვენტუსთან" კონტრაქტი გააგრძელა
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ