რაფაელ ნადალმა ATP-ის კლასიფიკაციაში პირველობის დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯი გადადგა

რაფაელ ნადალმა ATP-ის კლასიფიკაციაში პირველობის დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯი გადადგა. ესპანელმა ძალიან დამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვა და ორ სეტში გაანადგურა ხორვატი ბორნა ჩორიჩი - 6:1, 6:2. არადა, აქამდე ამ თინეიჯერთან სამიდან ორი მატჩი ჰქონდა წაგებული.

მთელი შეხვედრის განმავლობაში, ნადალს მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია, თავად კი თითო სეტში ორ-ორი ბრეიკის შესრულება მოახერხა და თამაშის შემდეგ აღიარა, რომ ძალიან კარგი მატჩი გამოუვიდა. რაფას შემდეგი მეტოქეც თინეიჯერია - კანადელი დენის შაპოვალოვი, რომელმაც, მოულოდნელად, ხუან მარტინ დელ პოტრო გამოთიშა ბრძოლას.

ასევე სამი გეიმი დაუთმო თავის მეტოქეს როჯერ ფედერერმა, რომელიც უიმბლდონის მოგების შემდეგ პირველ მატჩს ატარებდა. ლეგენდის მეტოქე კანადელი პეტერ პოლანსკი იყო, რომელმაც მხოლოდ სტარტზე გაუწია მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა შვეიცარიელს, რის შემდეგაც, 2:4-დან მოყოლებული, ზედიზედ შვიდი გეიმი წააგო და 2:6, 0:5 ჩამორჩა. საბოლოოდ, ფედერერმა სეზონში 32-ე მატჩი (34-დან) 6:2, 6:1 მოიგო და მერვედფინალში შეხვდება დავიდ ფერერს, რომელსაც კარიერაში 16:0-ს ამარცხებს.

1/16-ფინალი
ნადალი (ესპ, 1)-ჩორიჩი (ხორ) 6:1, 6:2

ფედერერი (შვეიც, 2)-პოლანსკი (კან) 6:2, 6:1

შვარცმანი (არგ)-ტიმი (ავსტრია, 3) 6:4, 6:7(7), 7:5

ა. ზვერევი (გერ, 4)-გასკე (საფ) 6:3, 4:6, 7:6(3)

მონფილსი (საფ)-ნიშიკორი (იაპ, 5) 6:7(4), 7:5, 7:6(6)

მანარინო (საფ)-რაონიჩი (კან, 6) 6:4, 6:4

დიმიტროვი (ბულ, 7)-მ. ზვერევი (გერ) 6:3, 3:6, 6:3

კუერი (აშშ)-ცონგა (საფ, 8) 6:1, 3:6, 6:4

ჩუნგი (კორ)-გოფენი (ბელ, 9) 7:5, 6:3

ანდერსონი (ს. აფრ)-კარენო ბუსტა (ესპ, 11) 6:3, 7:6(6)

ბაუტისტა აგუტი (ესპ, 12)-ჰარისონი (აშშ) 7:5, 6:2

ფერერი (ესპ)-სოკი (აშშ, 15) 7:6(7), 3:6, 6:1

კირგიოსი (ავსტრა, 16)-ლორენცი (იტა) 6:2, 6:3

დონალდსონი (აშშ)-პერი (საფ) 6:2, 7:5

ჰაასე (ჰოლ)-ესკობედო (აშშ) 6:4, 6:1

შაპოვალოვი (კან)-დელ პოტრო (არგ) 6:3, 7:6(4)

1/8-ფინალი
ნადალი (ესპ, 1)-შაპოვალოვი (კან)

ჩუნგი (კორ)-მანარინო (საფ)

ა. ზვერევი (გერ, 4)-კირგიოსი (ავსტრა, 16)

ანდერსონი (ს. აფრ)-კუერი (აშშ)

დიმიტროვი (ბულ, 7)-ჰაასე (ჰოლ)

დონალდსონი (აშშ)-შვარცმანი (არგ)

მონფილსი (საფ)-ბაუტისტა აგუტი (ესპ, 12)

ფერერი (ესპ)-ფედერერი (შვეიც, 2)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
"მგრძნობიარე ადამიანი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება პიროვნებას, რომელსაც ძალიან ვაფასებ" - რაფაელ ნადალის ემოციური ინტერვიუ
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის