ამერიკელს გენერალურ კლასიფიკაციაში გასამარჯვებლად და მსოფლიოს თასის ზედიზედ მეოთხედ მოსაპოვებლად სულ რაღაც სამი ქულა დააკლდა
დრამატულად დასრულდა მსოფლიოს თასზე ლინდსი ვონისა და მარია რიშის ხუთთვიანი მარათონული დაპირსპირება. ამერიკელს სულ რაღაც სამი ქულა არ ეყო გენერალურ კლასიფიკაციაში გასამარჯვებლად და მსოფლიოს თასის ზედიზედ მეოთხედ მოსაპოვებლად.

თანამედროვეობის ორი საუკეთესო მოთხილამურის დავაში ბუნება ჩაერია და ცუდი სამსახური გაუწია ლინდსის. მოგეხსენებათ, წვიმის გამო გაუქმდა სუპერ-გიგანტი - ვონის ერთ-ერთი საყვარელი დისციპლინა, რომელშიც ხშირად ამარცხებს რიშს და წელს ექვსიდან ოთხი დაშვება ჰქონდა მოგებული. შესაბამისად, დიდი ალბათობით შეიძლება იმის ვარაუდი, რომ აქ ვონი გაზრდიდა სხვაობას კონკურენტთან და გაიადვილებდა საქმეს სლალომისა და გიგანტური სლალომის წინ.

შემდეგი დისციპლინა სლალომი იყო, რომელშიც ვონი ყველაზე სუსტი გახლავთ. სწორედ ამ რბოლის შემდეგ დაიბრუნა საერთო ჩათვლაში ლიდერობა რიშმა. ის ფინიშზე მეოთხე მივიდა, ვონი კი მე-13 იყო, რის შემდეგაც საერთო ჩათვლაში ამერიკელის 27-ქულიანი უპირატესობა 3-ქულიან ჩამორჩენად იქცა, მაგრამ წინ იყო გიგანტური სლალომი და ლინდსის პირველი ადგილის დაბრუნების იმედი ჰქონდა, მით უმეტეს, თანაბარი ქულების შემთხვევაში მსოფლიოს თასის მფლობელად ვონი ცხადდებოდა, რადგან ამ სეზონში რიშზე მეტი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული.

მაგრამ ძლიერი წვიმისა და ნისლის გამო ეს ეტაპიც გაუქმდა და რიშმა პრაქტიკულად უბრძოლველად მოიპოვა კარიერაში პირველად "ბროლის გლობუსი". თუმცა გერმანელის ტიტულს დაუმსახურებელს ვერ ვუწოდებთ. ის მთელი სეზონის განმავლობაში უგებდა ვონს და მხოლოდ ბოლოსკენ მოუკლო, როცა მარტის დასაწყისში იტალიის კურორტ ტარვიზიოში ვონს სამი დღის განმავლობაში სამი სტარტის მოგების საშუალება მისცა და 196-ქულიანი უპირატესობა გაფლანგა.

სხვათა შორის, მსოფლიოს თასის გენერალურ კლასიფიკაციში სამქულიანი სხვაობა მეორედ დაფიქსირდა. პირველად ეს 2005 წელს მოხდა, როცა შვედმა ანია პერსონმა გაუსწრო ლეგენდარულ ხორვატ იანიცა კოსტელიჩს.

რიში მესამე გერმანელი ქალია, ვინც "ბროლის გლობუსი" მოიპოვა. მანამდე სეზონის მოგება შეძლეს როზი მიტერმაიერმა (1976) და კატია ზაიცინგერმა (1996, 1998). მარია სტაბილურობის ხარჯზე გახდა სეზონის ტრიუმფატორი. როგორც გითხარით, მან 2010-11 წლების სეზონში ვონზე ორით ნაკლები სტარტი მოიგო, თანაც არც დისციპლინაში არ მოუპოვებია "ბროლის მცირე გლობუსი", ლინდსი კი სამ კატეგორიაში - სუპერკომბინაციაში, სწრაფდაშვებსა და სუპერგიგანტში იყო პირველი, უბრალოდ ამერიკელს ცუდი სამსახური გაუწია სლალომში სუსტმა გამოსვლამ.

ლენცერჰაიდი (შვეიცარია)

სლალომი. ქალები

1. ტინა მაზე (სლოვენ) - 1:29.33 (44.08+45.25); 2. მარლის შილდი (ავსტრია) - 1:29.38 (43.38+46.00); 3. ვერონიკა ზუზულოვა (სლოვაკ) - 1:29.97 (44.92+45.05); 4. მარია რიში (გერ) - 1:29.99 (43.87+46.12); 5. მარია პიეტილაე-ჰოლმნერი (შვედ) - 1:30.00 (44.29+45.71); 6. კატრინ ცეტელი (ავსტრია) - 1:30.07 (44.40+45.67)...

საერთო ჩათვლა

1. მარია რიში (გერ) - 1728 ქულა; 2. ლინდსი ვონი (აშშ) - 1725; 3. ტინა მაზე (ნორ) - 1139; 4. ელიზაბეტ გიორგლი (ავსტრია) - 992; 5. ჯულია მანკუზო (აშშ) - 976; 1. მარლის შილდი (ავსტრია) - 756...

სლალომი. კაცები

1. ჯულიანო რაცოლი (იტა) - 1:25.72 (41.99+43.73); 2. მარიო მატი (ავსტრია) - 1:25.75 (41.27+44.48); 3. ფელიქს ნოიროიტერი (გერ) - 1:25.97 (41.46+44.51); 4. მარკ ჯინი (შვეიც) - 1:26.17 (42.62+43.55); 5. მაიკლ იანიკი (კან) - 1:26.19 (42.66+43.53); 6. ანდრე მიურერი (შვეიც) - 1:26.33 (41.93+44.40)...

საერთო ჩათვლა

1. ივიცა კოსტელიჩი (ხორ) - 1356; 2. დიდიე კუში (შვეიცარია) - 956; 3. კარლო იანკა (შვეიც) - 793; 4. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) - 789; 5. მიხაელ ვალჰოფერი (ავსტრია) - 727; 5. სილვან ცურბრიგენი (შვეიც) - 723...

ketilis msurveli
მგონი ლინდსი ჩოგბურთელი არ არის )) იხილეთ მეორე აბზაცი =))
სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის