მახაჩყალაში, „თავისუფლად“ მოჭიდავეთა მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრებმა ქვეჯგუფში მხოლოდ ბულგარელთა ძლევა მოახერხა და ბოლოსწინა ადგილი დაიკავა
მახაჩყალაში დასრულებულ „თავისუფლად“ მოჭიდავეთა მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრებმა ქვეჯგუფში ყველა მატჩი დათმო, მხოლოდ ბულგარელთა ძლევა მოახერხა და ბოლოსწინა ადგილი დაიკავა.

ჩვენებმა პირველი სამი შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით - 2:5 დათმეს აზერბაიჯანთან, ირანთან და კუბასთან. ამ შეხვედრებში დავით ქერაშვილმა (96) და გიორგი საკანდელიძემ (120) მხოლოდ ირანელებთან წააგეს, დანარჩენი ორი კი მოიგეს. ირანელებთან გელა საღირაშვილმა (74) და ბექა ჭელიძემ (84) იმარჯვეს.

ქვეჯგუფის ბოლო შეხვედრაში ჩვენებს შეეძლოთ, პირველი გამარჯვებაც ეზეიმათ ყაზახეთ-უნგრეთის გაერთიანებულ გუნდთან, მაგრამ 3:4 დამარცხდნენ და მეხუთეზე გავიდნენ. ამ პაექრობაში დასანანი მარცხი იწვნია ჭელიძემ, თუმცა ქერაშვილმა უნგრელი გერეგელი კისი დაჯაბნა და ანგარიში გაათანაბრა - 3:3. ყველაფერი მძიმეწონოსანთა შეხვედრას უნდა გადაეწყვიტა საკანდელიძესა და უნგრელ დანიელ ლიგეტის შორის. ჩვენებური პირველი პერიოდის დამთავრებამდე 10 წამით ადრე 4:3 იგებდა, მაგრამ ქულა დაკარგა და პერიოდიც უნგრელმა მოიგო. ვფიქრობთ, საკანდელიძეს ეს უფრო გამოუცდელობით მოუვიდა - ალბათ, აჯობებდა, უფრო დროის გაყვანაზე ემუშავა და იერიშში არ გაჰყოლოდა.

ასეა თუ ისე, მან შეცდომები მეორე პერიოდში გაითვალისწინა და 3:1 დამაჯერებლად იმარჯვა. ჩვენებური საგრძნობ უპირატესობას ფლობდა დამატებითშიც და კვლავ დაწინაურდა, მაგრამ ისევ ბოლო წამების დრამა, ისევ ცოტათი სიჩქარე და უნგრელმა ამჯერადაც გამთანაბრებელი ქულა მოიპოვა, ეს კი ბოლო ქულის წესის გამო გამარჯვებასაც უდრიდა.

ასე სამწუხაროდ წააგეს ჩვენებმა ეს შეხვედრა - 3:4, თუმცა მისი მოგებაც ცოტაოდენი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების მეტს არაფერს გვარგებდა - ქვეჯგუფში მეოთხეზე გავიდოდით და VII-VIII ადგილისთვის ვიჭიდავებდით, თუმცა ეგ მეასეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რაც საკანდელიძესა და ლიგეტის შორის ზუსტად იმ ავბედით ბოლო წამზე მოხდა - ლეიბზე გულაღმა გადაგორებულ ჩვენებურს უნგრელი თავზე დაადგა და გამარჯვების ყიჟინა პირდაპირ სახეში ჩასძახა!

აქ ერთი ისტორიაც გავიხსენოთ მოსკოვში გამართული მსოფლიოს შარშანდელი პირველობიდან - მაშინ ლიგეტის ლევან ბერიანიძემ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მოუგო და დაახლოებით ასეთივე ყიჟინა დასცა, ოღონდ მაშინ ბერიანიძემ სიხარულისგან უბრალოდ დაიყვირა - ასე სხვა შეხვედრაშიც მოიქცა, ლიგეტის ახლანდელი ჟესტი კი აშკარად პროვოკაციული იყო - რამდენიმე ნაბიჯი გადადგა საკანდელიძისკენ, დაიხარა და ისე დაუყვირა. ისედაც გამწარებულმა ჩვენებური, ყვირილი მასე არ უნდაო, წამში წამოუხტა ფეხზე და გინებ-გინებითა და წიხლის კვრით გამოენთო მწვრთნელის კუთხისკენ გაქცეულ უნგრელს. ქართველის დაოკება არც ამის შემდეგ გამოდგა იოლი, ჩვენს მწვრთნელებთან წესისამებრ მისულ ლიგეტის კი ახალგაზრდა მწვრთნელებიც შეეკამათნენ.

სამწუხაროდ, ეს ჩხუბი ჩვენებურთათვის ბოლო არ გამოდგა და ანალოგიური უსიამოვნო ფაქტი ბულგარელებთან შერკინებაშიც ვიხილეთ. ჩვენი არ იყოს, თავის ქვეჯგუფში ბულგარელებიც ბოლო ადგილზე გავიდნენ და ერთმანეთში IX-X ადგილისთვის იჭიდავეს. როგორც იქნა, ჩვენებმა ამ არაფრის მომცემი შეხვედრის მოგება შეძლეს - 6:1, თუმცა ის ერთი ორთაბრძოლაც აბსოლუტურად გაუმართლებელი ჩხუბისა და დისკვალიფიკაციის გამო წავაგეთ.

ამჯერად მოვლენათა ეპიცენტრში საღირაშვილი აღმოჩნდა - პირველ პერიოდში თეოდორ სტოევს 4:0-ს უგებდა, როცა მეტოქეს ფეხი ჩაარტყა, რისთვისაც მსაჯმა დაუყოვნებლივ მოხსნა შეჯიბრებიდან. საღირაშვილმა ის ქულები იმდენად თავისუფლად მოიპოვა, იმდენად აღემატებოდა ბულგარელს, წაგების არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა და მისი გაცხარება სრულიად გაუგებარია. ამ დროს ჩვენები უკვე 3:0-ს იგებდნენ - თავიანთ შეხვედრებში იმარჯვეს ბესარიონ გოჩაშვილმა (55), მალხაზ ქურდიანმა (60) და შალვა მუზიაშვილმა (66), რომელმაც წინა დღეს პირველივე შეხვედრაში ნეკნი იტკინა და ასპარეზობა ვეღარ გააგრძელა. დარჩენილ ორთაბრძოლებში ჭელიძემ, ქერაშვილმა და საკანდელიძემ იმარჯვეს.

ამდენად, ჩვენებმა მსოფლიოს თასზე მხოლოდ ის შეძლეს, რომ ბოლო ადგილს დააღწიეს თავი და IX-ზე გავიდნენ. არადა, მწვრთნელები სამეულში მოხვედრას გეგმავდნენ...

[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
[VIDEO] წარმატებული დებიუტი - მაჭარაშვილმა ბიუკენენი ეფექტური ილეთით დაამარცხა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის