შაფათავამ იტალიელ კამილა როსატელოსთან ერთად გერმანული ჰეხინგენის ჩოგბურთელ ქალთა 60 000-იან ტურნირში გაიმარჯვა

სოფიო შაფათავა გერმანული ჰეხინგენის ჩოგბურთელ ქალთა 60 000-იან ტურნირში მონაწილეობდა. წყვილებში იტალიელ კამილა როსატელოსთან ერთად მან ყველა მეტოქეს აჯობა.

წინა კვირას ვწერდით, რომ ქართულ-იტალიურმა ტანდემმა გერმანული ბატალიების სტარტზე მე-4 ნომრად განთესილი ტერეზა მდრეზა (ხორვატია) და ჩანთალ სკამლოვა (სერბეთი) ჩამოიშორა გზიდან.

მეოთხედფინალური შეხვედრა უკრაინელ ალონა ფომინასა და პოლონელ მაგდალენა ფრეჩთან საათსა და 13 წუთს გაგრძელდა, შაფათავამ და როსატელომ ორ სეტში გაიმარჯვეს - 7:5, 6:3. ნახევარფინალში ისინი მეტოქეობას უწევდნენ რუმინელებს - ნიკოლეტა დასკალუსა და კრისტინა დინუს. ქართველ და იტალიელ ჩოგბურთელებს გასამარჯვებლად სამი სეტი და 81 წუთი დასჭირდათ - 6:3, 4:6, 14:12. ბევრი იყო წუნი: კარპატელებმა ექვსი ბრეიკპოინტიდან სამჯერ მიაღწიეს წარმატებას, სოფიომ და მისმა მეწყვილემ კი - ოთხჯერ, ოღონდ - თერთმეტიდან.

გუშინ ფინალში შაფათავა-როსატელოს პირისპირ დადგნენ გერმანელები - რომი კოელცერი და ლენა რუეტესი, რომლებმაც ნახევარფინალში იოლად აჯობეს ამინა ანშბას და ალინა სილიჩს (ორივე - რუსეთი) - 6:2, 6:1. გადამწყვეტი პაექრობა მხოლოდ 58 წუთს გაგრძელდა, ქართულ-იტალიური ტანდემის გამარჯვებით დასრულდა და საბოლოოდ წყვილებში ტურნირის მთავარი პრიზი მოიპოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს