"იუვენტუსი" ცუდ ფორმაში ხვდება სერია A-ს ახალ სეზონს, რომელიც მომავალ უქმეებზე იწყება. "ბებერი ქალბატონი" ძალიან უსახური იყო ბოლო ამხანაგურ მატჩებში, რაც "ლაციოსთან" სუპერთასზე მარცხით (2:3) დაგვირგვინდა

"იუვენტუსი" ცუდ ფორმაში ხვდება სერია A-ს ახალ სეზონს, რომელიც მომავალ უქმეებზე იწყება. "ბებერი ქალბატონი" ძალიან უსახური იყო ბოლო ამხანაგურ მატჩებში, რაც "ლაციოსთან" სუპერთასზე მარცხით (2:3) დაგვირგვინდა.

"იუვემ" ბოლომდე იბრძოლა, რასაც ამ გუნდს ნამდვილად ვერ წაართმევ - აგებდა რა 0:2-ს, პაულო დიბალას დუბლით კინაღამ დამატებით დროში გადაიყვანა თამაში, მაგრამ ბოლო წამებზე ალესანდრო მურჯამ "ლაციო" კიდევ ერთხელ და საბოლოოდ დააწინაურა.

"თუ არ ჩავთვლით იმ ორ გოლს, მთელი შეხვედრის განმავლობაში ძალიან ცუდად გამოვიყურებოდით. ამიტომ, არ გამიჭირდება იმის თქმა, რომ "ლაციომ" გამარჯვება დაიმსახურა. უბრალოდ, მათ უკეთ ითამაშეს. ჩვენ კი, ასე თუ ისე, მხოლოდ ბოლო 30 წუთში დავემსგავსეთ გუნდს", - თქვა მასიმილიანო ალეგრიმ ნამატჩევს.

"იუვენტუსის" მწვრთნელმა შედარებით შეცვალა თამაშის სცენარი მას მერე, რაც ხუან კუადრადოს ნაცვლად მოედანზე დუგლას კოშტა შეუშვა.

"ამ სვლით ჩვენ უფრო გავშალეთ თამაში და "ლაციოც" გაიხსნა. სხვათა შორის, სწორედ ამას ვცდილობდით პირველ ტაიმშიც, მაგრამ არაფერი გამოგვდიოდა", - ესეც ალეგრის სიტყვებია. შემდეგ ის ხსნის, თუ რითია გამოწვეული "იუვენტუსის" ნეგატიური სათამაშო კონდიციები:

"ჩვენ გვიან დავიწყეთ წინასასეზონო სამზადისი და გასაკვირი არ არის, რომ ფიზიკური კონდიციების მხრივ სერიოზული პრობლემები გვაქვს. ვიცოდით, რომ ამ ეტაპისთვის სირთულეები გვექნებოდა, მაგრამ მეორე ტაიმის ნახევარსაათიანმა მონაკვეთმა დამიტოვა რწმენა, რომ მალე შევალთ სასურველ ფორმაში და ჩემპიონატის სტარტს ყოველმხრივ უკეთესი კონდიციებით შევხვდებით. ორი წლის წინ "ლაციოს" ჩინეთში ვეთამაშეთ სუპერთასზე და მოვუგეთ, თუმცა სერია A ცუდად დავიწყეთ. იმედია, ამჯერად პირიქით იქნება", - ამბობს "იუვეს" თავკაცი, რომლის გუნდი ახალ ჩემპიონატს შაბათს, 19 აგვისტოს, "კალიარისთან" საშინაო მატჩით იწყებს.

რა თქმა უნდა, უფრო ამაღლებულია განწყობაა "ლაციოს" ბანაკში. კლუბის პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო იმედოვნებს, რომ სუპერთასზე გამარჯვება ფანებს გუნდისკენ შემოატრიალებს:

"დიდი შედეგები კლუბის ხელმძღვანელობის, გუნდისა და ქომაგების ერთიანობით მოდის. ჩვენ არასოდეს ვერიდებით ინვესტიციებს, თუმცა ეს ყველაფერი გეგმაზომიერად უნდა ხორციელდებოდეს", - თქვა ლოტიტომ, რომელსაც კეიტა ბალდე დიაოზეც ჰკითხეს.

საქმე ისაა, რომ სენეგალელი ფორვარდის მომავალს ბოლო პერიოდში "იუვენტუსს" უკავშირებდნენ. ის არ შეიყვანეს სასუპერთასო განაცხადში, რამაც გააღრმავა ეჭვი, რომ კეიტას ყიდიან. თავად ფეხბურთელმა კი თქვა, რომ "გულმოკლულია" კლუბის მესვეურთა გადაწყვეტილებით.

ლოტიტოს პასუხი ლაკონური იყო: "კეიტა? ჩვენი სპორტული დირექტორი იგლი ტარე მუშაობს ამ საკითხზე და ვნახოთ, რა მოხდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
სატრანსფერო ციებ-ცხელება
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
ალეგრი "რეალის" მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში თან ორი ფეხბურთელის გადაყვანას მოითხოვს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
1000 ქულიანთა კლუბში - გასპერინიზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მიმდინარე სეზონში მეორედ - ალეგრი სერია A-ს ნოემბრის თვეში საუკეთესოდ ცნეს
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?