საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს მალე თანამედროვე ტიპის საწვრთნელი ბაზა ექნება
საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი" ახალი ჩემპიონატისთვის მზადებას განახლებულ სარაგბო ბაზაზე გეგმავდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლები მცდელობას არ აკლებენ, რკინიგზელთა ბაზაზე, რომელიც დიღმის მასივშია, სამუშაო ჯერაც ბევრია...

"ლოკომოტივს" მალე თანამედროვე ტიპის საწვრთნელი ბაზა ექნება. ბუნებრივსაფარიანი მოედანი უკვე დაგებულია. მის უკან არასტანდარტული ხელოვნურსაფარიანი მოედანიც მოეწყო. ახლა ადმინისტრაციული კორპუსისა და სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ გუნდი ჯერ ბაზაზე ვარჯიშს ვერ ახერხებს.

"ლოკომოტივმა" საჩემპიონატო განაცხადში 45 მორაგბე შეიყვანა. რკინიგზელები მუდმივად ჩემპიონატის ფავორიტები არიან და, სავარაუდოდ, ეს ტრადიცია არც წლეულს დაირღვევა. გუნდს საკმაოდ სერიოზული მატება აქვს. შერკინებაში "ლელოდან" დაბრუნდა საქართველოს ნაკრების ყოფილი მესამეხაზელი ზვიად მაისურაძე. ინგლისური "ვორსტერიდან" წამოვიდა და "ლოკომოტივში" განაგრძობს კარიერას "ბორჯღალოსნების" შერკინების კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე. პირველ ხაზს გააძლიერებს "ბორჯღალოსან" ვასილ კაკოვინის ძმა გოგა კაკოვინი. რუსული "მეტალურგიდან" დაბრუნდა მესამეხაზელი ლევან დარასელია. მასთან ერთად რუსეთიდან ჩამოვიდა გარემარბი გიორგი შკინინი.

შკინინის გარდა, "ლოკომოტივის" უკანა ხაზს გააძლიერებენ საქართველოს ნაკრების ცხრა ნომერი გიორგი ბეგაძე, რომელიც აქამდე ბოლნისის "ყოჩებში" ირჯებოდა, ასევე - რამაზ ხარაზაშვილი და გიგა გაგოშვილი. თუ გავითვალისწინებთ, რომ გუნდში მათ გარდა საქართველოს ნაკრების წევრები, ბექა წიკლაური და გიორგი აფციაური, შვიდკაცა რაგბის ნაკრების მორაგბეები, ლევან გოგოლაშვილი და გიორგი ტალახაძე არიან, შეიძლება ითქვას, რომ "ლოკომოტივს" ერთ-ერთი საუკეთესო უკანა ხაზი ეყოლება მომავალ ჩემპიონატში.

აღსანიშნავია, რომ რკინიგზელებმა ივლისის ბოლოს ერთი საკონტროლო მატჩი გამართეს უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ რუსთავის "ხარებთან" და 22:58 დამარცხდნენ. პირველ ტურში "ლოკომოტივი" სტუმრად ითამაშებს ძველ მეტოქესთან, ქუთაისის "აიასთან".

ლოკომოტივის განაცხადი

შერკინება: ვახტანგ ქავთაძე, გიორგი ცუცქირიძე, გიორგი არაბული, ირაკლი ქვათაძე, ერიკ ღვინჯილია, დავით ხიდეშელი, გიორგი ქართველიშვილი, გიორგი კაკაურიძე, გორგი გეგია, გაგა არაბული, დაჩი კოპაძე, თორნიკე ტურაშვილი, ირაკლი წივწივაძე, ლაშა ფოფხაძე, ფარნა გასვიანი, ზვიად მაისურაძე, ვახო ამირანაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, გოგა კაკოვინი, ნიკა ჯოგლიძე, გურამ ჯოხაძე, ლევან დარასელია, გურამ გოგიჩაიშვილი, ლაშა გოგრიჭიანი, გიორგი მოსულიშვილი, მერაბ მჟავანაძე.

უკანა ხაზი: გიორგი ბეგაძე, გიორგი აფციაური, გიორგი ტალახაძე, ვახტანგ კავთიძე, გიგა გაგოშვილი, გიორგი შკინინი, ლევან გოგოლაშვილი, ბექა წიკლაური, საბა ნიკოლავა, რამაზ ხარაზიშვილი, ლაშა გედახური, გელა ელოშვილი, ნიკა ჩიღვინაძე, დავით გულიტაშვილი, რევაზ ხარაზიშვილი, გაიოზ ჩახვაძე, ალექსანდრე ზაბახიძე, დავით ლაბაძე, ივანე დავითაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა
მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს
ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
ბენზემამ "რეალში" დაბრუნება არ გამორიცხა - ფრანგი ფლორენტინო პერესს უარს ვერ ეტყვის
თუ დღეს კიდევ დამარცხდებიან, ეს ამბავი ბულგარული ფეხბურთის ისტორიაში მეორედ მეოხდება - საქართველოს ნაკრები დღევანდელი მეტოქის კიდევ ერთ მწვრთნელს იმსხვერპლებს?
"მეტოქეს 5 ან მეტი ბურთით მოვუგებთ და ჯგუფში გავასწრებთ? - მოდით, რეალისტები ვიყოთ..." - რას წერს ბულგარული მედია საქართველოსთან მატჩამდე
"საკვალიფიკაციო ეტაპი თავაწეულებმა უნდა დავასრულოთ... მინდა, ყველას ეს მოგიწოდოთ..." - ბულგარელთა მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის წინ
რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე
მიქაუტაძემ ვარჯიში დაიწყო და ალბათ, "მალიორკასთან" ითამაშებს
პსჟ მცველს ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებს და გასამრჯელოსაც მოუმატებს
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით
"გურია თუდეის" ექსკლუზივი: ლანჩხუთის „გურიას“ 100%-იან წილს სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს!
"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში
18 წ. | როტაციით და გადაადგილებებით მასპინძლებთან
კიტეიშვილი: ამ შეკრებაზე მიზანი განსაკუთრებით იგრძნობა
ლეგიონერები: ბრეგვაძისა და ლობჟანიძის ლელოები
ჯაბა ბრეგვაძე: სულ მალე მსგავსი შეხვედრები ჩვენ სასარგებლოდ დასრულდება
საქართველოს ნაკრების მორაგბემ ჟურნალისტებს აგინა [PHOTO]
დიდი 10: ჩემპიონი ფარ-ხმალს არ ყრის
ვეცდებით, მაქსიმალურად კარგი თამაში ვაჩვენოთ - საქართველო XV-ის ღია ვარჯიში და კომენტარები
ასე თავდადებით იწერება ისტორია [ბესიკ ჯანგავაძე კარდიფიდან]
ᕗᕑᓘᓚᓘᓡᓘᓡ "ᓚᕔᓚᓝ" ᓡᓐᓥᓐᓠᕗᓕᓔᓚᕝᕡ ᕩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓘ ᓖᓔᓓᓘᓖᓔᓓ ᕛᓔᓝᓠᓔᓓ ᓒᕐᕮᓓᓐ!
საქართველოს XXIV სარაგბო ჩემპიონატის I ტური: საუკეთესო შვიდეული
გიორგი ბეგაძე: გულშემატკივარს ამ სიყვარულს ვერასდროს დავუბრუნებთ
მსაჯის დაჭრის ფაქტზე "არმიას" წარმომადგენელს 5-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს
"ვვა პოდმოსკოვიე" ორი ქართველით გაძლიერდა
ჯაბა ბრეგვაძე: ფორმის შესანარჩუნებლად სახლში ვვარჯიშობ
ლელო VS ლოკომოტივი - დღეს ვაკეში დიდი ფინალია!
ჯაბა ბრეგვაძე: "ბორჯღალოსნების" კვართით თამაშს ფასი წინა თაობებმა შესძინეს
ზვიად მაისურაძე - 40 წელი რაგბისა და "ლოკომოტივის" სიყვარულში
გიორგი შკინინი - ეს ტურნირი რეგულარული უნდა გახდეს
დიდი 10. მცირე ფინალი: ჩემპიონობისთვის ისევ "ლელო" და "ლოკომოტივი" იბრძოლებენ
კანადა-საქართველო 0:13 - ქარში, წვიმასა და ავდარში [VIDEO+PHOTO]
ჯაბა ბრეგვაძემ "სანვულვზთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ლოკომოტივი-აია 14:8 - პირველი მარცხი ძველი მეტოქისგან
საქართველო VS ესპანეთი - ზედიზედ 22-ე გამარჯვებისთვის!
ლელო-ლოკომოტივი 30:21 - ლელო 2013, 2014, 2015 [VIDEO]
ექიმების რჩევა, კიდევ 1 ტრავმა და შოტლანდიასთან გამართული 2 მატჩით მიღებული პროგრესი
მსოფლიოს თასისთვის მზადებას ვიწყებთ - ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან
რაგბი. საქართველოს ჩემპიონატი: ვინ ითამაშებს "ჩელენჯ კაპზე"?
დიდი 10. XIII ტური: ფრეების მოყვარული ქუთაისის "აია"
ოთხი "ბორჯღალოსანი", რომელთა ხილვაც უელსელებს კელტთა ლიგაში სურთ
"ბორჯღალოსნების" ღია ვარჯიში და სამატჩო რაზმი რუსეთთან შეხვედრისთვის [VIDEO]
ლეგიონერები: ბრეგვაძემ ზე-რაგბის სეზონი ლელოთი გახსნა
საქართველო XV-მა "რაგბის ზაფხულის თასის" პირველ მატჩში გაიმარჯვა
საქართველო-ესპანეთი 38:7 [მიმდინარე, მეორე ტაიმი]
საქართველო-ესპანეთი 38:7 - "ბორჯღალოსნების" გამარჯვება ბონუს-ქულით [VIDEO+PHOTO]