საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ტურნირ „ალპე ადრიაზე“ ისრაელის, რუმინეთისა და ალბანეთის 21-წლამდელებს ეთამაშება
დღეს, გამთენიისას საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ავსტრიაში გაემგზავრა, სადაც 23-29 მარტს ქალაქ კლაგენფურტში ოთხთა ტურნირ „ალპე ადრიაზე“ ისრაელის, რუმინეთისა და ალბანეთის 21-წლამდელებს ეთამაშება.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოთარ გაბელიამ კლაგენფურტში 20-კაციანი შემადგენლობა წაიყვანა:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე („ლე მანი“, საფრანგეთი), თორნიკე ზარქუა („დინამო“, თბილისი).

მცველები: ლევან კაკუბავა („დინამო“, თბილისი), მამუკა კობახიძე („ზესტაფონი“), გიორგი ოთარაშვილი („სპარტაკი“, ცხინვალი), ივანე კანდელაკი (უგუნდო), დავით ხოჭოლავა („საბურთალო“).

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი, გიორგი თექთურმანიძე (ორივე - „დინამო“, თბილისი), თორნიკე თარხნიშვილი (“ტორპედო”, ქუთაისი), ნიკა ძალამიძე („ვიძევი“, პოლონეთი), ნიკა აფაქიძე („ბაია“, ზუგდიდი), თორნიკე ოქრიაშვილი („ილიჩივეცი“, უკრაინა), დავით კაკულია („ოლიმპია“, მოლდოვა).

თავდამსხმელები: გიორგი ილურიძე („ანჟი“, რუსეთი), ირაკლი ქობალია („ბაია“, ზუგდიდი), ირაკლი კვეკვესკირი („პეჩი“, უნგრეთი), თემურ შარაშენიძე („დიორი“, უნგრეთი), გიორგი ჭანტურია („ვიტესი“, ჰოლანდია), ირაკლი შეყილაძე („ემპოლი“, იტალია).

წინასწარ დასახელებულთა სიაში ერთი ცვლილებაა: ბათუმის “დინამოს” მცველ გიორგი კაჭკაჭიშვილის ნაცვლად გაბელიამ ქუთაისის “ტორპედოს” ნახევარმცველი თორნიკე თარხნიშვილი მიიწვია.

გამგზავრებამდე ოთარ გაბელიას ინტერვიუ ჩამოვართვით:

- ავსტრიაში თბილისი-სტამბოლი-ლუბლიანა-ვენის რეისით მივფრინავთ, შემდეგ კი დაახლოებით ერთი საათი დაგვჭირდება კლაგენფურტში ავტობუსით ჩასასვლელად. ეს ქალაქი იტალია-სლოვენია-ავსტრიის საზღვარზე მდებარეობს. 21 მარტს დავისვენებთ, ბიჭებს საღამოს მხოლოდ მსუბუქად ვავარჯიშებთ.

- გამგზავრებამდე სიაში ცვლილება რამ გამოიწვია?

- გიორგი კაჭკაჭიშვილი დაშავდა და თარხნიშვილით შევცვალეთ. თორნიკე საინტერესო ფეხბურთელია და ამიტომაც გვყავდა სარეზერვო სიაში. კაჭკაჭიშვილი ბევრისთვის უცნობი მოთამაშე კია, მაგრამ მე პირადად მომწონს, ნიჭიერი ცენტრალური მცველია და ამიტომაც მსურდა ავსტრიაში მენახა. ახლა ძიების პროცესში ვართ და ყველა კანდიდატს უნდა დავაკვირდეთ.

შემადგენლობის შესარჩევად სელქცია მიმდინარეობს და ჯერ კიდევ არ ჩამოვყალიბებულვართ, საბოლოოდ ვის დავეყრდნობით. ბირთვი მეტ-ნაკლებად გარკვეულია, შემდგომში ანანიძის, ყენიასა და მჭედლიძის დამატების იმედიც გვაქვს.

შემადგენლობაში ადგილი არავის აქვს გარანტირებული. სელექციას ავსტრიული ტურნირის შემდეგაც განვაგრძობთ. მაგალითად, 26 აპრილს საუდის არაბეთში ამხანაგურ მატჩზე გვიწვევენ. თავად დაინტერესდნენ და დიდი შანსია, დავთანხმდეთ.

- თქვენი აზრით, არაბებთან შეხვედრა სასარგებლო იქნება?

- რა თქმა უნდა, რადგან სპარინგ-პარტნიორების დეფიციტია და თითოეული ამხანაგური შეხვედრა გუნდის შეთამაშებასა და ოპტიმალური შემადგენლობის შერჩევას შეუწყობს ხელს. შემდეგი შეხვედრა, სავარაუდოდ, აგვისტოში მოლდოვასთან გვექნება.

ჯგუფში პირველი მატჩი 3 ივნისს ხორვატიასთან გვაქვს, მანამდე არცთუ დიდი დროა. ასე რომ ახლა ჩვენ შედეგი ნაკლებად გვაინტერესებს, რადგან მთავარი კანდიდატების შერჩევაა.

- რომელ პოზიციას თვლით პრობლემურად და რომელშია შედარებით უკეთესი მდგომარეობა?

- ეს ტურნირზე გამოჩნდება, დღევანდელი გადასახედიდან კი ისე ჩანს, რომ თავდასხმაში შედარებით უკეთესი არჩევანი გვაქვს, დაცვაში, განსაკუთრებით კი ფლანგებზე, შესაფერისი კანდიდატების შერჩევა შედარებით ჭირს.

- ავსტრიაში ყველა ფეხბურთელი ითამაშებს?

- რა თქმა უნდა. ტურნირი იმით არის კარგი, რომ ყველა ფეხბურთელზე დაკვირვების საშუალებას იძლევა. ზოგი მეტს ითამაშებს, ზოგი ნაკლებს, მაგრამ გავიგებთ, რეალურად ვის რა შეუძლია. სამწუხარო ისაა, რომ ავსტრიაში ყველა საინტერესო მოთამაშეს ვერ წავიყვანთ.

- ნაკრების წინა თაობა უფრო შეთამაშებულიც იყო და მეტი საერთაშორისო გამოცდილებაც ჰქონდა, ზოგიერთს ეროვნულ ნაკრებშიც კი ჰქონდა ნათამაშები.

- ეს ასეა, მაგრამ ამით ჩვენი ამოცანა ვერ შეიცვლება. ყველასთვის ცხადია, რომ უძლიერეს ჯგუფში მოვხვდით - ესპანეთი, ხორვატია, შვეიცარია და ესტონეთი სასურველი მეტოქეები არ არიან. მიუხედავად ამისა, წინასწარ ხელების ჩამოყრა გაუმართლებელია. ბედს რომ შეგუებოდა, წინა შესარჩევ ციკლში ისლანდიის ნაკრები გერმანიასა და ჩეხეთთან წარმატებაზე ვერ იფიქრებდა, მაგრამ ორივე ჩამოიტოვა და ევროპის ჩემპიონატის მიღმა დატოვა. ან ფარერების ახალგაზრდული ნაკრების რუსეთთან მოგება გავიხსენოთ, რაც წარმოუდგენელი ჩანდა.

რაღა სხვებზე ვილაპარაკოთ, თურქეთთან შეხვედრამდე საქართველოსაც ყველა აუტსაიდერად თვლიდა, რადგან თურქთა ამ თაობამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. ჩვენ კი, ორივე შეხვედრა მოვუგეთ და ევროპის ჩემპიონატის მიღმა დავტოვეთ. ასე რომ, ბრძოლა ყველასთან შეიძლება და გულშემატკივარიც ამას ითხოვს. ჩვენც ამას გპირდებით. კვალიფიციური მოთამაშეების დეფიციტი საგრძნობია, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ამ თაობაში არჩევანი არ გვაქვს. შედარებით ნაკლებად გამოირჩევიან 1991 წელს დაბადებულები, 1990, 1992 და 1993-წლიანთა შორის კი ბევრი საინტერესო მოთამაშეა.

კლაგენფურტის ტურნირის კალენდარი:

23 მარტი

საქართველო-ისრაელი

ალბანეთი-რუმინეთი

26 მარტი

საქართველო-ალბანეთი

რუმინეთი-ისრაელი

29 მარტი

საქართველო-რუმინეთი

ალბანეთი-ისრაელი

[VIDEO] U21. უშანსოდ - საქართველოს ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს