საქართველოს პირველ ჩოგანს მეორე წრეში მე-6 ნომრად განთესილი მილოშ რაონიჩის ნაცვლად ამერიკელი კრისტიან ჰარისონი (240) ეყოლება
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (65) წარმატებით დაიწყო თამაში ცინცინატიში მასტერსის სერიის ტურნირ Western & Southern Open-ზე, რომლის საპრიზო ფონდი ვაჟთა შორის 4,97 მილიონი დოლარია.

ჩვენებური პირველ წრეში ხორვატ ბორნა ჩორიჩს (50) ხვდებოდა. ქართველმა თითქმის ორ საათში, ორ სეტში იმარჯვა - 6:3, 7:6 (5). პირველი სეტი ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, სანამ 4:3 გახდებოდა ნიკოლოზის სასარგებლოდ, აქ კი ხორვატმა საკუთარ მოწოდებაზე სუსტად ითამაშა და ბასილაშვილმაც მეოთხე ბრეიკ-პოინტით შეძლო გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება.

კიდევ უფრო თანაბარი გამოდგა მეორე სეტი, რომელშიც საკუთარი მოწოდების მოგებას ორივე ახერხებდა, თუმცა ორივე გაჭირვებით. ბასილაშვილმა 6, ხოლო ჩორიჩმა 4 ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა და ყველაფერი ტაი-ბრეიკში გადაწყდა, რომელშიც ჩვენებურმა უკეთესად ითამაშა და 7:5 იმარჯვა.

მაშ ასე, ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორე წრეში გავიდა, სადაც კიდევ უფრო გაუმართლა იმის გამო, რომ მე-6 ნომრად განთესილი მილოშ რაონიჩი ტურნირიდან მოიხსნა. წესით, სწორედ დასვენებული კანადელი უნდა შეხვედროდა ბასილაშვილი-ჩორიჩის წყვილის გამარჯვებულს. ახლა კი ბასილაშვილის მეტოქე ამერიკელი კრისტიან ჰარისონი (240) იქნება, როგორც საკვალიფიკაციო ბადეში იღბლიანი დამარცხებული. ქართველს და ამერიკელს ერთმანეთთან არასოდეს უთამაშიათ.

ამ მოგებით ქართველმა ჩოგბურთელმა 45 სარეიტინგო ქულა და 32,7 ათასი დოლარი გაინაღდა. თუ მეორე წრესაც გადალახავს, ბასილაშვილი 90 ქულასა და 62,1 ათას დოლარს შეიმატებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Bavaria
ღმერთმა შეარგოს!
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირიდან ბორნა ჩორიჩმა გამოთიშა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთეულებში დოჰას ტურნირს გამოეთიშა
შიდა პანდემია ჩოგბურთში - ჯოკოვიჩი ტესტირებაზე უარს აცხადებს
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
დღეს დოჰაში: ბასილაშვილი ჩორიჩის დამარცხებას მესამედ შეეცდება
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მონტე-კარლოს მასტერსის მოსალოდნელი ფინალი: ნადალი VS ჯოკოვიჩი
შანხაის მასტერსი ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის