ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"რეალის" ძვირი დერბი

"რეალის" ძვირი დერბი

პრიმერადივიზიონი. XXIX ტური: ლიდერებმა დაძაბულობით აბსოლუტურად განსხვავებულ შეხვედრებში ერთნაირი სცენარითა და ანგარიშით (2:1) მოიგეს
პრიმერას ლიდერებმა ერთნაირი სცენარით და ანგარიშით (2:1) მოიგეს დაძაბულობით აბსოლუტურად განსხვავებულ შეხვედრებში. თუკი "ბარსელონას" დიდად არ გასჭირვებია "ხეტაფესთან" სამი ქულის მოპოვება, "რეალს" "ვისენტე კალდერონზე" მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ მაინც ჟოზე მოურინიოს ბიჭებმა იმარჯვეს. ბომბარდირთა დავაში გალიდერებულებს კი მცირე "შემოქმედებითი" კრიზისი აქვთ, ამ ტურში თავი ვერც ლეო მესიმ გამოიჩინა და ვერც კრიშტიანო რონალდომ, არადა, ორივემ ითამაშა...

"კამპ ნოუზე" "ბარსას" დანი ალვეშის ქვემეხისებურმა გასროლამ და ბოიან კრკიჩის გოლმა (რომელსაც რიკოშეტი დაეხმარა) მოაგებინა. "ხეტაფემ" სულ ბოლოს, მატჩის მიწურულს გაიტანა ერთი, მაგრამ ძალიან კარგი გოლი. სულ ეს იყო, რაც მადრიდის გარეუბნის გუნდმა შეძლო. "რეალის" ლეგენდა მიჩელი მშობლიურ კლუბს კონკურენტის დამუხრუჭებით ვერ დაიხმარა, თუმცა კი ცდა არ დაუკლია.

ორივე გუნდი მინდორზე ერიკ აბიდალის მხარდამჭერი მაისურებით გავიდა, "კამპ ნოუს" ტრიბუნებზეც ბევრი ბანერი გამოეკიდათ, რომლებიც "ბარსას" ფრანგი მცველის გამამხნევებელი მოწოდებებით იყო აჭრელებული. შეგახსენებთ, რომ აბიდალს ახლა არ ეფეხბურთება, ექიმებმა მას ღვიძლის სიმსივნე მოკვეთეს.

მე-7 წუთზე პირველი საგოლე მომენტი ლეო მესის იმპროვიზაციას მოჰყვა - არგენტინელის საოცარი დარტყმა ხორდი კოდინამ მოიგერია. ათ წუთში ამას დანი ალვეშის გასროლა მოჰყვა, კარში ერთი კი არა ორი კოდინა, რომ მდგარიყო, ამ ბურთის ამღები არცერთი იყო. ტაიმის მიწურულამდე რომ არ გაიზარდა ანგარიში ამაში ჩავი და დავიდ ვილია არიან დამნაშავენი, განსაკუთრებით კი მეორე, რომელმაც ორი საგოლე მომენტი ქარს გაატანა.

მეორე ტაიმი ბრწყინვალედ დაიწყო ბოიან კრკიჩისათვის, რომლისთვისაც ეს მატჩი არ იყო რიგითი - 20 წლის ფორვარდი ლა ლიგაში მე-100 მატჩს ატარებდა და ბოიანმაც მესის პასით იუბილე გოლით აღნიშნა, თუმცა სტუმართა მეკარე თავისივე მცველმა დააბნია, რადგან რიკოშეტმა დარტყმულს მიმართულება უცვალა. ბოიანის გარდა ასეთ ასაკში 100 მატჩს მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა უწია - რაულმა და ეჩებერიამ. პირველი "რეალის" ლეგენდა გახდა, მეორე - "ბილბაოსი", ვნახოთ როგორ იქნება საქმე ბოიანის შემთხვევაში.

ამის შემდეგ თამაში მხოლოდ ერთხელ გამოცოცხლა, როცა ვიქტორ სანჩესმა მარჯვნიდან ჩააწოდა და მანუ დელ მორალმა დაუმუშავებლად დაჰკრა ბურთს ფეხი - 2:1.

ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა): "ძალიან გრძელი და მოვლენებით აღსავსე კვირა გვქონდა და ასეთ დროს კაცმა არ იცის, როგორ ითამაშებს გუნდი. გუნდმა კი მაინც კარგად ითამაშა, მისი რეაქცია მიმდინარე მოვლენებზე იყო ადეკვატური. ძალიან ბევრი საგოლე შანსი შევქმენით. ეგაა, ძალიან ცოტა გამოვიყენეთ. ერიკი ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს. ერთ-ორ კვირაში თავად გვეწვევა ბაზაზე და მოგვინახულებს, მანამდე კი ჩვენ ვივლით მასთან. სამწუხაროდ, "ვილიარეალთან" მატჩში ჩავი არ გვეყოლება, რომელმაც მე-5 ყვითელი ბარათი მიიღო, მაგრამ, არა უშავს, დაისვენებს მაინც".

მიჩელი (ხეტაფე): "ბარსელონა" ჩემპიონია, ერთი დარჩა გადასაწყვეტი, როდის გაიფორმებს ეს გუნდი ტიტულს. ჩემი აზრით, ბიჭები მეტისმეტად უფრთხოდნენ "ბარსელონას", რაც მეტოქეს თამაშს უიოლებდა. ერთია მხოლოდ, რომც მოგვემატებინა თამაშისთვის, დარწმუნებული ვარ, "ბარსა" ერთი დონით უკეთეს ფეხბურთს ითამაშებდა და მაინც მოგვიგებდა".

მადრიდის დერბიში გადამწყვეტი პირველი ტაიმი გამოდგა, როდესაც ცოტა უცნაური ტაქტიკით (4-3-3, მაგრამ საკმაოდ დაცვითი შემადგენლობით დაკომპლექტებული) მოთამაშე "რეალმა" ორი გოლი გაუტანა მეტოქეს, შემდეგ კი იკერ კასილიასისა და ორი პორტუგალიელი ცენტრალური მცველის წყალობით "ატლეტიკოს" იერიშები მოიგერია.

1999 წლის მერე "ატლეტიკოს" არ მოუგია "რეალისთვის", "ლოს კოლჩონეროსმა" "სამეფო კლუბის" კომპლექსი ვერც ამჯერად დაძლია. დაიწყო თამაში და "რეალი" ეკვეთა დავიდ დე ხეას კარს, თუმცა ახალგაზრდა მეკარე დიდებულად გაუმკლავდა კრიშტიანო რონალდოსა და სამი ხედირას დარტყმულებს. ამის შემდეგ ყველაზე დასამახსოვრებელი ლასანა დიარას სოლორეიდი იყო, აქამდე ფრანგისგან მსგავსი დრიბლინგი არ გვინახავს. ამ ეპიზოდიდან რამდენიმე წამში "რეალმა" გოლი გაიტანა - ჩაბი ალონსომ ცენტრში სამი ხედირა მოძებნა, რომლის დიდებულმა პასმა ქარიმ ბენზემა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და ფრანგმაც ჩემპიონატში მე-10 გოლი გაიტანა (სულ სეზონში 21-ე გოლი).

ამის შემდეგ იკერ კასილიასის გამოცდის ჯერი დადგა და კაპიტანმაც ორჯერ აუღო რეიესს, თითოჯერ - გოდინსა და აგუეროს. "ატლეტიკოს" შემართება მხოლოდ მესუთ იოზილის გოლმა ჩაკლა - ბრწყინვალედ მოთამაშე მარსელომ გერმანელს დაუგორა ბურთი, რომლის დარტყმულსაც ხეირიანად ვეღარ დაუხვდა მანამდე უშეცდომოდ მოთამაშე დე ხეა.

მეორე ტაიმში "ატლეტიკო" სჯობდა მეტოქეს, კასილიასს მარიო სუარესის ძლიერად დარტყმულის მოგერიება მოუწია. 54-ე წუთზე კი მასპინძლებმა გოლის გატანის დიდებული შანსი გაუშვეს ხელიდან - რეიესმა აგუერო გაიყვანა მეკარესთან რანდევუზე, მაგრამ კასილიასმა ამჯერადაც იმარჯვა. აგუერომ მაინც გაიტანა, მაგრამ ეს უკვე თამაშის მიწურულს მოხდა და "რეალს" 3 ქულის შენარჩუნება აღარ გასჭირვებია.

"რეალს" ძვირი ფასის გაღება მოუწია ამ მოგებისთვის - გუშინ ტესტირებამ აჩვენა, რომ კრიშტიანო რონალდოს I ხარისხის დაზიანება აქვს კუნთზე, პორტუგალიელს 2-3 კვირა მოუწევს დასვენება. ის ნაკრების ორ თამაშს და პრიმერას მატჩს გამოტოვებს "სპორტინგის" წინააღმდეგ, საეჭვოა რონალდოს თამაში 5 აპრილს "ტოტენჰემის" წინააღმდეგაც.

კიკე ფლორესი (ატლეტიკო): " ვიბრძოლებთ ევროთასების საგზურისთვის. დანებებაზე იოლი არაფერია, მაგრამ ჩვენ ამას არ ვიზამთ. გუნდმა კარგად ითამაშა ზოგადად, თუმცა დაცვის ხაზს უკეთაც შეეძლო გარჯილიყო. კარგი იქნება, თუკი მომავალში ტეიშეირა ჩვენ მატჩებს არ იმსაჯებს".

ჟოზე მოურინიო (რეალი): "დიდებული მატჩი გამოდგა, "ატლეტიკო" ბრწყინვალედ გვიტევდა, ამიტომ ძალიან დასაფასებელი გამარჯვება მოვიპოვეთ. ძალიან გაგვიჭირდა, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში, როცა ჩემი ბიჭები დაიღალნენ, განსაკუთრებით ეს რონალდოსა და ბენზემაზე ითქმის. ნახევარდაცვაში სამი კაცის დაყენება რისკი იყო, მაგრამ, რა მექნა, ბიჭები გადაღლილები იყვნენ, ამიტომაც დავასვენე დი მარია. ახლა სამდღიან დასვენებას ვაცხადებ. არ მინდა დამავიწყდეს - დღეს იკერი ფანტასტიკური იყო".

ბალეარის კუნძულებზე "მალიორკამ" მინიმალური სხვაობით სძლია "სარაგოსას". ასე დაუშვეს მიწაზე "ვალენსიას" 4:0 მძლეველი ხავიერ აგირეს გუნდი. მატჩის ბედი 64-ე წუთზე გადაწყდა, როცა ტონი დობლასმა ხელით საჯარიმოს გარეთ ითამაშა. არაგონელთა გოლკიპერი გააძევეს, კარში ჩამდგარმა ლეო ფრანკომ კი დობლასის შეცდომის გამო დანიშნული საჯარიმო დარტყმა გაუშვა, რომელიც ჯონათან დე გუზმანმა შეასრულა - 1:0.

კვირის ადრეული მატჩებიდან აღვნიშნავთ "ერკულესის" განადგურებას ალიკანტეში, ვალენსიელებს ნელსონ ვალდესი და როისტონ დრენტე დაუბრუნდნენ, მაგრამ 0:4 დამარცხდნენ. "სან მამესზე" ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა ტრავმირებული ნილმარის გარეშე მოთამაშე "ვილიარეალმა". ბასკთა კარში ერთადერთი გოლი სწორედ ნილმარის შემცვლელმა მარკო რუბენმა გაიტანა - 0:1.

მომდევნო ტური

3 აპრილი: ალმერია-ბილბაო, დეპორტივო-მალიორკა, ესპანიოლი-რასინგი, ხეტაფე-ვალენსია, ლევანტე-მალაგა, ოსასუნა-ატლეტიკო, რეალი-სპორტინგი, რეალ სოსიედადი-ერკულესი, სევილია-სარაგოსა, ვილიარეალი-ბარსელონა.

მალიორკა-სარაგოსა 1:0

მალიორკა (4-2-3-1): ავატე - სენდროსი, ნუნიეში, რამისი, კევინი - ტეხერა (88. პერეირა), მარტი (76. ჟოაო ვიქტორი) - ნსუე, დე გუზმანი, გ. კასტრო (59. იენაგა) - ვებო.

სარაგოსა (4-2-3-1): დობლასი - დიოგო, იაროშიკი, პ. და სილვა, ობრადოვიჩი - პონსიო, გაბი - ხ. ლოპესი (74. მ. პერესი), ანდერი, ბერტოლო (65. ლეო ფრანკო) - უჩე (62. ბრაულიო).

გოლი: 1:0 დე გუზმანი (67)

გაფრთხილება: მარტი, დე გუზმანი, ტეხერა - ანდერი, იაროშიკი

გაძევება: დობლასი (64)

კუთხური: 2-3; ჯარიმა: 20-18; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 10-5 (4-1); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 14 000

ბარსელონა-ხერესი 2:1

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, გ. მილიტო, ადრიანო - ჩავი, მასკერანო, ინიესტა (80. აფელაი) - მესი, კრკიჩი (67. კეიტა), ვილია (88. ჟეფრენი).

ხერესი (4-2-3-1): კოდინა - ვ. სანჩესი, კატა დიასი, მარკანო, მ. ტორესი - ბორხა, კასკერო (59. მიკუ) - მანუ, პარეხო (74. მოსკერა), ალბინი - არისმენდი (66. სარდინერო).

გოლები: 1:0 დანი ალვეში (16), 2:0 კრკიჩი (49), 2:1 მანუ (87)

გაფრთხილება: ალვეში, ვილია, ჩავი - დიასი, მოსკერა

კუთხური: 6-3; ჯარიმა: 13-10; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 14-8 (6-3); ბურთის ფლობა: 67%-33%.

მაყურებელი: 78 000

ატლეტიკო-რეალი 1:2

ატლეტიკო (4-4-2): დე ხეა - უიფალუში, გოდინი, ა. დომინგესი, ფილიპე ლუიში - რეიესი, მ. სუარესი, ტიაგო (89. ხუანფრანი), ელიასი (46. კოკე) - აგუერო, ფორლანი (77. დ. კოშტა).

რეალი (4-3-3): კასილიასი - სერხიო რამოსი, პეპე. რიკარდო კარვალიო, მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო, ლ. დიარა (80. არბელოა) - იოზილი, ბენზემა (69. ადებაიორი), რონალდო (71. დი მარია).

გოლები: 0:1 ბენზემა (11), 0:2 იოზილი (32), 1:2 აგუერო (86)

გაფრთხილება: აგუერო, უიფალუში - ლ. დიარა, მარსელო, ჩაბი ალონსო

კუთხური: 12-1; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 3-6; კარში დარტყმა: 16-17 (9-8); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 54 000

სპორტინგი-ალმერია 1:0

სპორტინგი (4-2-3-1): ხ. პაბლო - ლორა, ბოტია, ი. ერნანდესი, კანელია - რივერა, კასესი (71. ეგურენი) - დე ლას კუევასი (78. ნაჩო ნოვო), ანდრე კაშტრო, დ. კასტრო (88. აიოსე) - ბარალი.

ალმერია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - მასედო, მარსელო სილვა, კ. გარსია, ლუნა - მ'ბამი, ბერნარდელო - ვარგასი (53. ულოა), პიატი (61. კალუ უჩე), კრუსატი (67. ფეგული) - გოიტომი.

გოლი: 1:0 დე ლას კუევასი (13)

გაფრთხილება: ბოტია, ხ. პაბლო, ანდრე კაშტრო - ვარგასი, სილვა, ულოა

გაძევება: პელერანო (90. ალმერია) სათადარიგოთა სკამიდან

კუთხური: 0-3; ჯარიმა: 18-24; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 9-15 (4-5); ბურთის ფლობა: 45%-55%.

მაყურებელი: 18 000

ერკულესი-ოსასუნა 0:4

ერკულესი (4-2-3-1): კალატაიუდი - ხუანრა, პასი, პამარო, პულჰაკი (55. კრისტიანი) - ფარინოსი, აგილარი - კიკო, ნ. ვალდესი (87. სენდოა), დრენტე - პორტილიო.

ოსასუნა (4-2-3-1): რიკარდო - ნელსონი (79. დამია), ლოლო, სერხიო, მონრეალი - პუნიალი, ვადოცი - სეხუდო (62. ხოსეჩო), მასუდი, კამუნიასი - კიკე სოლა (71. კალეხა).

გოლები: 0:1 კამუნიასი (10), 0:2 ნელსონი (35), 0:3 ვადოცი (59), 0:4 სოლა (67)

გაფრთხილება: ვალდესი, კიკო - კიკე სოლა, პუნიალი, ლოლო, დამია

კუთხური: 8-2; ჯარიმა: 17-12; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 18-13 (6-7); ბურთის ფლობა: 48%-52%.

მაყურებელი: 20 000

რასინგი-რეალ სოსიედადი 2:1

რასინგი (4-4-2): ტონიო - ფრანსისი, ტორეხონი, ოსმარი, სისმა - კენედი (84. პინილიოსი), ლასენი (77. დიოპი), კოლსა, მუნიტისი - როზენბერგი (46. ნაუელპანი), ჯ. დოს სანტოსი.

რეალ სოსიედადი (5-4-1): ბრავო - კ. მარტინესი, ანსოტეგი, ლაბაკა, მ. გონსალესი (59. ზურუტუზა), დე ლა ბელა - ჩაბი პრიეტო, ელუსტონდო, არანბურუ (82. სუტილი), გრიზმანი - ტამუდო (59. იფრანი).

გოლები: 1:0 კენედი (42), 1:1 გრიზმანი (72), 2:1 ჯ. დოს სანტოსი (77)

გაფრთხილება: ლასენი - გრიზმანი, ლაბაკა

კუთხური: 5-4; ჯარიმა: 18-14; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 15-11 (3-5); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 18 000

მალაგა-ესპანიოლი 2:0

მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, ელიზეუ - რესიო, აპონიო - პორტილიო (74. სანდრო სილვა), ს. ფერნანდესი (78. ხუანმი), დუდა - რონდონი (87. მარესკა).

ესპანიოლი (4-2-3-1): კამენი - ხ. ლოპესი, ამატი, გალანი, დ. გარსია - ბაენა, ვერდიუ - ს. გარსია (71. ტიევი), ლ. გარსია (87. ე. ლოპესი), ა. ვასკესი (59. ოსვალდო) - ი. ალონსო.

გოლები: 1:0 რონდონი (7), 2:0 რონდონი (25)

გაფრთხილება: რონდონი - ს. გარსია

კუთხური: 8-7; ჯარიმა: 15-18; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 11-10 (7-2); ბურთის ფლობა: 49%-51%.

მაყურებელი: 25 000

დეპორტივო-ლევანტე 0:1

დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - ლაურე, ლოპო, კოლოტო, მ. პაბლო - რ. პერესი (70. საული), ტომასი - ხ. როდრიგესი, ადრიანი (64. სანდი), გუარდადო (76. მიჩელი) - ლასადი.

ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ვენტა, ბალესტეროსი, ნანო, ხუანფრანი - ხ. ტორესი, იბორა - მონტერო (81. რ. სუარესი), ვალდო, ხუანლუ (75. ნადალი) - კაისედო (41. სტუანი).

გოლი: 0:1 რ. სუარესი (90)

გაფრთხილება: პერესი, ლოპო - იბორა, ტორესი

კუთხური: 5-7; ჯარიმა: 14-8; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 11-20 (3-6); ბურთის ფლობა: 45%-55%.

მაყურებელი: 16 000

ბილბაო-ვილიარეალი 0:1

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, ეკიზა, კოიკილი (79. გაბილონდო) - ხ. მარტინესი, ორბაისი - დ. ლოპესი (62. ვერა), დე მარკოსი (67. სუსაეტა), მუნიაინი - ფ. ლორენტე.

ვილიარეალი (4-4-2): დ. ლოპესი - მარიო, გონსალო, მუსაჩიო, კატალა - კასორლა (70. კანი), მარჩენა, ბ. ვალერო (82. კიკო), ბრუნო - მ. რუბენი, როსი (86. ვაკასო).

გოლი: 1:0 მ. რუბენი (58)

გაფრთხილება: ირაისოსი, სან ხოსე - რუბენი

კუთხური: 9-2; ჯარიმა: 22-5; თამაშგარე: 14-3; კარში დარტყმა: 15-9 (6-4); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 39 000

ვალენსია-სევილია 0:1

ვალენსია (4-4-2): გუაიტა - ბრუნო, დ. ნავარო, დეალბერტი, მატიო - ხოაკინი, მ. ტოპალი, ტ. კოსტა, მატა - ჟონასი, სოლდადო.

სევილია (4-4-2): ვარასი - ალექსისი, ფასიო, ესკუდე, დაბო - ხესუს ნავასი, რაკიტიჩი, მედელი, პეროტი - კანუტე, ნეგრედო.

გოლები: 0:1 ი.რაკიტიჩი (70)

გაფრთხილება: ალექსისი, ბრუნო, ხ.სანჩესი

კუთხური: 9-6; ჯარიმა: 14-16; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 11-11 (?-?); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: ?? 000

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბარსელონა 29 25 3 1 81-15 78

2. რეალი 29 23 4 2 69-21 73

3. ვილიარეალი 29 16 6 7 48-30 54

4. ვალენსია 29 16 6 7 42-33 54

5. ესპანიოლი 29 14 1 14 37-41 43

6. ბილბაო 29 13 3 13 44-41 42

7. სევილია 29 12 6 11 43-43 42

8. ატლეტიკო 29 11 6 12 42-39 39

9. მალიორკა 29 11 5 13 30-38 38

10. ოსასუნა 29 9 8 12 34-33 35

11. სოსიედადი 29 11 2 16 39-48 35

12. ლევანტე 29 10 5 14 30-39 35

13. ხეტაფე 29 9 7 13 39-45 34

14. რასინგი 29 8 9 12 28-43 33

15. სპორტინგი 29 7 11 11 27-35 32

16. დეპორტივო 29 7 10 12 23-39 31

17. სარაგოსა 29 7 9 13 28-40 30

18. მალაგა 29 8 5 16 38-59 29

19. ალმერია 29 5 11 13 30-48 26

20. ერკულესი 29 7 5 17 25-47 26

ბომბარდირები: 27 - ლეო მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 17 - დავიდ ვილია (ბარსელონა); 15 - ჯუზეპე როსი (ვილიარეალი), ფერნანდო ლორენტე (ბილბაო); 13 - პედრო (ბარსელონა); 12 - ხოსე რონდონი (მალაგა); 11 - ნილმარი (ვილიარეალი), ფელიპე კაისედო (ლევანტე), სერხიო აგუერო (ატლეტიკო); 10 - დავიდ ტრეზეგე (ერკულესი), ქარიმ ბენზემა (რეალი), ალვარო ნეგრედო (სევილია), ლუიშ ფაბიანო (სევილია).

ბელინგემმა ვარჯიში დაიწყო - "რეალი" აჩქარებას არ აპირებს

რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია

"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია