ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელები საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ფიბას საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში, ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელები საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ. მონტენეგროს დედაქალაქი პოდგორიცე 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონს მასპინძლობს, სადაც პარალელურად ფიბას ყველაზე პრესტიჟული სამწვრთნელო პროგრამა - FIBA Europe Coaching Certificate (FECC) ხორციელდება.

მონტენეგროში, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სუპერლიგის კლუბ "ოლიმპის" მწვრთნელი დავით როგავა და ზაზა ფაჩულიას აკადემიის მწვრთნელი დიმიტრი ჟაკობოვი გაემგზავრნენ.

FECC სამწლიანი პროგრამაა, რომელიც პერიოდულად ზაფხულობით, ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების პარალელურად მიმდინარეობს. მონტენეგროში წლეულს პროგრამის პირველი ნაწილი ტარდება, მომავალ წელს ამ პროგრამის მონაწილენი უკვე კონტინენტის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე შეიკრიბებიან, ხოლო დასკვნითი, მე-3 ნაწილი, რის შემდეგაც ფიბას სამწვრთნელო სერტიფიკატები გაიცემა, 2019 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გაიმართება.

FECC-ის პროგრამის გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია. მონაწილეეებს დილიდან სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში უწევთ თეორიული სემინარების მოსმენა, შემდეგ კი სავარჯიშო დარბაზებში, თეორიული მეცადინეობებისთვის ინაცვლებენ. საღამოს კი 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დღის ცენტრალურ მატჩებს ესწრებიან და ევროპელ სპეციალისტებთან ერთად სხვადასხვა ტაქტიკურ თუ სათამაშო კომპონენტს განიხილავენ.

პროგრამაში წამყვანი ევროპელი მწვრთნელები მონაწილეობენ, რომელთაგან გამოსარჩევია სერბი სვეტისლავ პეშიჩი. დავით როგავა და დიმიტრი ჟაკობოვი მონტენეგროში ევროპის ჩემპიონატის ბოლომდე დარჩებიან, რის შემდეგაც პროგრამის პირველ ნაწილს დახურავენ, სამშობლოში დაბრუნდებიან და მიღებულ ცოდნას საქართველოს შიდა ჩემპიონატებში გამოიყენებენ და დახვეწენ. მომავალ წელს FECC-ის პროგრამის ფარგლებში მათ ახალი გამოწვევა ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე ელით.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია არსებული რესურსით FECC-ისა და სხვა პროფილის სამწვრთნელო პროგრამებში აქტიურ ჩართულობას გეგმავს, რაც მომავალში ახალგაზრდა მწვრთნელების მოზიდვისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების საიმედო გარანტი იქნება.

წყარო: superleague.ge

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა