16 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის პირველი მატჩები გაიმართა
16 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის პირველი მატჩები გაიმართა.

ინტერესით ველოდით მატჩს "სან პაოლოზე", სადაც "ნაპოლი" საფრანგეთის გასული სეზონის სენსაცია "ნიცას" მასპინძლობდა.

ფრანგული კლუბი პირველი მატჩის შემდეგ შავ დღეშია. იტალიაში ტრავმირებული მარიო ბალოტელისა და ახალწვეული ვესლი სნეიდერის გარეშე ჩავიდა, 0:2 წააგო და საპასუხო მატჩისთვის ვენსან კოზიელოსა და ალასან პლეას გარეშე დარჩა, ორივე მეორე ტაიმში გააძევეს. მანამდე, ჯერ დრის მერტენსმა გახსნა ანგარიში, შემდეგ ჟორჟინიომ პენალტით გაიტანა და ახლა მაურიციო სარის გუნდი აშკარა ფავორიტია.

აღარაფერია გადასაწყვეტი ყაზახეთში, რადგან გლაზგოში "სელტიკმა" 5:0 გაანადგურა "ასტანა".

სკოტ სინკლერმა დუბლი მიითვალა, ყაზახეთის ჩემპიონი ევროპალიგით უნდა დაკმაყოფილდეს.

ედუარდო ბერიცოს "სევილიამ" სტუმრად 2:1 სძლია "ბაშაქშეჰირს", გამარჯვების გოლი ვისამ ბენ იედერის ანგარიშზეა.

თურქული კლუბი გამოცდილი ვარსკვლავებით არის დაკომპლექტებული, მაგრამ თავად გუნდს ევროთასების გამოცდილება ფაქტობრივად არა აქვს, რაც ასე მოზღვავებულად გააჩნია "სევილიას". "ბაშაქშეჰირს" საბოლოოდ ჯერ არ ჩამოვწერთ, მაგრამ თითქმის გადაწყვეტილი გვგონია, რომ "სევილია" ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

დანარჩენ ორ წყვილში ბრძოლები ჯერ წინაა...

ბაშაქშეჰირი (თურ)-სევილია (ესპ) 1:2

გოლები: 0:1 ესკუდერო (16), 1:1 ელია (64), 1:2 ბენ იედერი (84)

სევილია (4-3-3): ს. რიკო - მერკადო, პარეხა, ლონგლე, ესკუდერო - ნ"ზონზი, პისარო, ბანეგა - მონტოია (63. ნოლიტო), ბენ იედერი (86. კრონ-დელი), ხ. კორეა (83. ხ. ნავასი)

სელტიკი (შოტ)-ასტანა (ყაზ) 5:0

გოლები: 1:0 პოსტნიკოვი (32 ს.კ.), 2:0 სინკლერი (42), 3:0 სინკლერი (60), 4:0 ფორესტი (79), 5:0 გრიფიტსი (88)

ბეერ შევა (ისრ)-მარიბორი (სლო) 2:1

გოლები: 0:1 ტავარეში (10), 1:1 ნვაკაემე (12), 2:1 ცედეკი (45)

ნაპოლი (იტა)-ნიცა (საფ) 2:0

გოლები: 1:0 მერტენსი (13), 2:0 ჟორჟინიო (70-პენ)

ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი (85. როგი), ჟორჟინიო, ჰამშიკი (59. ზიელინსკი) - კალეხონი, მერტენსი (75. მილიკი), ინსინიე

ნიცა (4-3-2-1): კარდინალე - სოკე, ლე მარშანი, დანტე, სარი (60. ბოსკალი) - კოზიელო, სერი, ჟალე (94. ბერნერი) - ლე მელუ, სან-მაქსიმი (82. ვალტერი) - პლეა

გაძევება: კოზიელო (79), პლეა (79)

ოლიმპიაკოსი (საბ)-რიეკა (ხორ) 2:1

გოლები: 0:1 ჰებერი (42), 1:1 ოჯიჯა-ოფოე (66), 2:1 რომაო (93)

გაძევება: ჟუტა (83. რიეკა)

საპასუხო მატჩები 22 აგვისტოს გაიმართება

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
ხარობს სრულიად ყაზახეთი - "კაირატი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
პიუელი კვლავ საქმეშია - მას ნაცნობ კლუბში მძიმე მემკვიდრეობა დახვდება
მიმდინარე სეზონში მეორედ - “სელტიკმა” მწვრთნელად ო’ნილი დააბრუნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
სენსაცია - "კაირათმა" შოტლანდიაში ფრედ ითამაშა და ჩემპიონთა ლიგას უახლოვდება
კიტეიშვილის "შტურმი" ოთხი გამარჯვების შემდეგ "სელტიკთან" დამარცხდა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
"სელტიკმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი დანიშვნიდან 2 კვირაში მოხსნას
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] კვარაცხელიას ლამაზი გოლი გაუუქმეს - პსჟ-მ "ნიცას" ადვილად მოუგო