წელს SILK TV-ის აბონენტებს უნიკალური სეზონი ელით
წელს SILK TV-ის აბონენტებს უნიკალური სეზონი ელით. მათ ყველა მნიშვნელოვანი საფეხბურთო მოვლენის ყურება შეეძლებათ.

ტრადიციულად, სპორტული ჩემპიონატებით დატვირთული იქნება "სილქ უნივერსალი" და "სილქ სპორტის" სამივე არხი (Silk სპორტი HD 1, Silk სპორტი HD 2, Silk სპორტი HD 3).

სპორტის მოყვარულებისათვის პირდაპირი ეთერით და ქართული გახმოვანებით, ინგლისის პრემიერლიგის ყველა საინტერესო შეხვედრა იქნება ხელმისაწვდომი.

რა თქმა უნდა, კვლავ სრულად იქნება წარმოდგენილი ესპანეთის პრიმერა დივიზიონი. ესპანური ფეხბურთის მოყვარულებს ექნებათ საშუალება, რომ ტურის ათივე შეხვედრა პირდაპირ ეთერში იხილონ და ისევე, როგორც ინგლისის პრემიერლიგის შემთხვევაში, ნახონ ესპანეთის ჩემპიონატის ტურისწინა მიმოხილვა, "ლა ლიგის სამყაროს" ძალიან საინტერესო გადაცემა და რა თქმა უნდა, ტურის მიმოხილვა.

გარდა მსოფლიოს ორი საუკეთესო ჩემპიონატისა, "სილქ სპორტის" და "სილქ უნივერსალის" ეთერში კვლავ იქნება წარმოდგენილი ჰოლანდიის და პორტუგალიის ჩემპიონატები, უეფას ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა, თავისი საინტერესო გადაცემებით და მიმოხილვებით.

არც სამხრეთამერიკული ფეხბურთის მოყვარული დარჩება უკმაყოფილო, ვინაიდან "სილქ სპორტის" და "სილქ უნივერსალის" ეთერში ყოველ შაბათ-კვირას არგენტინის და ბრაზილიის ჩემპიონატის ყველაზე საინტერესო მატჩები გავა, ხოლო ეგზოტიკის მოყვარულებისთვის არსებობს ჩინეთის ჩემპიონატი, სადაც არაერთი ვარსკვლავი თამაშობს.

დაბოლოს, მნიშვნელოვანი სიახლე: 17 აგვისტოდან SILK TV-ის აბონენტებს, "სილქ სპორტის" და "სილქ უნივერსალის" გარდა, არხი "სეტანტა ჯორჯია" და "სეტანტა ჯორჯია +" თავის პროგრამას შესთავაზებს, რაც ნიშნავს იმას, რომ SILK TV-ის აბონენტი ყველა მნიშვნელოვან და საინტერესო სპორტულ მოვლენას მიადევნებს თვალს.

ინგლისის პრემიერლიგა, ესპანეთის ლა ლიგა, იტალიის სერია A, გერმანიის ბუნდესლიგა, საფრანგეთის ლიგა 1, ჰოლანდიის, პორტუგალიის, ბელგიის და შოტლანდიის ჩემპიონატები, უეფას ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა - ყველაფერი ეს, SILK TV-ის აბონენტებისთვის.

კოტე
ჭორაობასთან დაკავშირებით გეთანხმები, თუმცა ამათი მარტო დატოვებაც არ იქნება - ან ჩაეძინება რომელიმეს, ან გუნდებს ვერ იცნობენ და რეპორტაჟს პირიქით წაიყვანენ :)
დათო
გთხოვთ ვისაც ეს ეხება, ფეხბურთის რეპორტაჟის თითოეული ტაიმი თითო კომენტატორმა წაიყვანოს და საერთოდ ამ დროს კომენტატორის ჯიხურში ერთი კომენტატორი იჯდეს, იქნებ ჭორაობას აღარ მოუნდნენ. ამ აზრზეა ფეხბურთის მოყვარულთა 100%, თუ არ გჯერავთ ჩაატარეთ ქუჩაში გამოკითხვა.
Georgian
აი ეს უკვე კარგი ამბავია. სერია ა და პლუს სეტანტა-ს არანორმალური კომენტატორები)))))
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა