კომპლექსი ორდარბაზიანი და მულტიფუნქციური იქნება, დიდი დარბაზი - 1 500, პატარა კი 500 მაყურებელს დაიტევს
სპორტული წარმატებებით ცნობილ ისეთ ქალაქს, როგორიც გორია, საშეჯიბრო დანიშნულების დარბაზი არასოდეს ჰქონია.

ათეული წლების განმავლობაში ამ ფუნქციას ქალაქში მტკვრისა და ლიახვის შესართავთან, ოდინდელი ქართული ჭიდაობის არენის ადგილზე აგებული ცირკის შენობა ასრულებდა, რომელიც ძირითადად, საჭიდაო სახეობებში გამართულ შეჯიბრებებს მასპინძლობდა. ის შენობა 90-იან წლებში ხანძარმა შთანთქა და მას მერე გორშიც სასპორტო სკოლების სავარჯიშო დარბაზებშიღა ტარდებოდა შეჯიბრებები, შესაბამისად, არცთუ მაღალი რანგის.

საშეჯიბრო დარბაზის აგების საჭიროებაზე გორში სპორტის მესვეურები თუ გულშემატკივრები წლების განმავლობაში ამაოდ საუბრობდნენ ადგილობრივი, რეგიონული, თუ ცენტრალური ხელისუფლების გასაგონად. დროში გაწელილ ამ ხვეწნა-მუდარას წერტილი შარშან დაესვა.

სპორტის სასახლის მშენებლობას საძირკველი სწორედ შარშან შემოდგომით ჩაეყარა და იგი უკვე წლევანდელი წლის მიწურულს დასრულდება. კომპლექსი ორდარბაზიანი და მულტიფუნქციური იქნება, დიდი დარბაზი - 1 500, პატარა კი 500 მაყურებელს დაიტევს.

სასახლეში შესაძლებელი გახდება რეგიონული და ქვეყნის მასშტაბის, აგრეთვე, საერთაშორისო პირველობების, ტურნირების გამართვა სპორტის ინდივიდუალურ თუ გუნდურ სახეობებში. სასახლე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც პროფესიული, ისე მასობრივი სპორტის განვითარებას.

პარადოქსია, რომ მაგალითად, ისეთ ტიტულოვან გორელ სპორტსმენებს, როგორებიც არიან ლადო ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი, არასოდეს უასპარეზიათ მშობლიურ ქალაქში, მათი თანაქალაქელი გულშემატკივრების წინაშე. მიზეზი მარტივი იყო, გორში თავისუფალ ჭიდაობაში ვერც ასაკობრივ და მით უფრო, უფროსებში ვერ ჩატარდებოდა საქართველოს ჩემპიონატები. ახალ სასახლეში კი ასეთი ჩემპიონატების ჩატარება შესაძლებელი გახდება.

სასახლის სივრცეში იგეგმება გორის სპორტის მუზეუმის მოწყობაც. მუზეუმში განთავსდება ექსპონატები, რომელიც ყოფილ და ამჟამად მოქმედ გორელ სპორტსმენებთან იქნება დაკავშირებული. აქვე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა საინტერესო ექსპოზიცია ქართველი და უცხოელი დამთვალიერებლებისთვის.

ამ დღეებში ქვეყნის სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, გორის და შიდა ქართლის რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კიდევ ერთხელ დაათვალიერა მშენებლობის პროცესი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gizog
ნამდვილად გასახარი ამბავია, მადლობა ამ საქმის ინიციატორებს და ვულოცავ გორელებს. სულ გამარჯვებებით გაეხარებინოთ სპორტსმენებს გორელი და საერთოდ ქართველი გულშემატკივარი.
სოსო
ძალიან კარგი სიახლეა,მაგრამ 1500 კცი გორისთვის ძალიან მეცოტავება,მით უმეტეს,რომ მეზობელი რაიონებიც ჭიდაობითა სუნთქავს.ვფიქრობ 2500-3000 კაციანი დარბაზი ოპტიმალური იქნებოდა გორისათვის.რა თქმა უნდა აქ ფინანსებიც მეტი იქნებოდა საჭირო.
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს
"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
[VIDEO] ამერიკელი მებრძოლი, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ფინალში გენო პეტრიაშვილი დაამარცხა, მეტოქე 13 წამში დაანოკაუტა
რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა