გუნდის ამოცანა, სავარაუდოდ, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება
რუსთავის "ხარები" შარშან პირველ ლიგაში ასპარეზობდა და ელიტაში დასაბრუნებელი საგზური უპრობლემოდ მოიპოვა.

იქაური რაგბი მუდამ წამყვანი იყო ჩვენს ქვეყანაში. ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებშიც რუსთავური რაგბის აღზრდილები მუდამ მრავლად იყვნენ. ერთი სიტყვით, ის ერთ-ერთი მძლავრი სარაგბო კერა იყო და დღესაც ასეთად რჩება.

უმაღლეს ლიგაში დაბრუნების შემდეგ "ხარებს" საკუთარი აღზრდილები, ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი), ბიძინა ჯიმშიტაშვილი და ნიკა ბეჟუაშვილი (ორივე - "ჯიქი") დაუბრუნდნენ. თბილისის "არმაზიდან" გუნდს დაემატა შერკინების კვაჭი ირაკლი ჩომახაშვილი.

ამასთან, ძირითად გუნდში კლუბის აღზრდილი რამდენიმე რუსთაველი ახალგაზრდა მორაგბე ჩაირიცხა. "ხარების" უკანა ხაზში თამაშობს ასევე საქართველოს ნაკრების შუამარბი გიორგი კოშაძე.

"ხარების" ამოცანა, სავარაუდოდ, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება.

რუსთაველებმა უკვე გამართეს ორი საწვრთნელი მატჩი თბილისის "ლოკომოტივთან" და პატარძეულის "ვეფხვებთან" და ორივეში გაიმარჯვეს.

ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში "ხარები" შინ საქართველოს ჩემპიონს, გორის "ჯიქს" უმასპინძლებს.

"ხარების" განაცხადი

შერკინება: რევაზ წიკლაური, ირაკლი ჩომახაშვილი, უშანგი აღაშვილი, გიორგი გულორდავა, გიორგი ციცვიძე, ნიკა კევლიშვილი, გიორგი ხაბაშვილი, გიორგი გოგოლაძე, ნიკოლოზ ცუხიშვილი, ბიძინა ჯიმშიტაშვილი, ნიკოლოზ ბერძული, ლაშა გოგიაშვილი, გიორგი ქვლივიძე, ერეკლე მაჭარაშვილი, ზვიად ციცქიშვილი, თორნიკე აქუბარდია.

უკანა ხაზი: გიორგი კოშაძე, ვაჟა ხუციშვილი, კობა ბუჯიაშვილი, გიორგი მისრიაშვილი, გიორგი ბასილაია, ნიკა ბეჟუაშვილი, გურამ ქანდაურიშვილი, გიორგი ნათელაშვილი, ბექა ბებიაშვილი, ბაგრატ ღამბაშიძე, დავით თაბუკაშვილი, ლექსო მელიქიშვილი, გიორგი ნარიმანიძე, უშანგი მჭედლიშვილი, თორნიკე თეგეთაშვილი, გივი გვარამაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
ცვლილება 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში
"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] უბრალოდ შეუჩერებელია - კვერნაძემ სერია A-ში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 10 წლით გაიზარდა" - შევალიეზე მისმა მეგობარმა ისაუბრა
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
[VIDEO] ჭიკაძე ბრიტოსთან ნოკაუტით დამარცხდა
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა
[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ფინალში რუსი იპონით დაამარცხა - თენგო ზირაქაშვილი ევროპის თასის ჩემპიონია!
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
[VIDEO] წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ოსასუნას" დაუზავდა
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...