ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლა ლიგა. I ტური. "რეალი" და "ბარსა" მოგებით იწყებენ [VIDEO]

ლა ლიგა. I ტური. "რეალი" და "ბარსა" მოგებით იწყებენ [VIDEO]

ლა ლიგა ჩემპიონმა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო - ზინედინ ზიდანის "რეალმა" გალისიაში "დეპორტივო" ბეილის, კაზემიროსა და კროოსის გოლებით მოიგო

ლა ლიგა ჩემპიონმა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო - ზინედინ ზიდანის "რეალმა" გალისიაში "დეპორტივო" ბეილის, კაზემიროსა და კროოსის გოლებით მოიგო. "სამეფო კლუბს" არ გასჭირვებია, მიუხედავად იმისა, რომ დისკვალიფიკაციის გამო კრიშტიანო რონალდო არ ჰყავდა.

ლა ლიგაში ვიდეორეფერის ინსტიტუტი შემოღებული რომ იყოს, სეზონის პირველი გოლი არ ჩაითვლებოდა, რადგან, როცა "ლეგანესის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა გაბრიელმა დამატებაზე ითამაშა, ის აშკარა თამაშგარეში იყო. არადა, მადრიდულმა კლუბმა სწორედ ამ გოლის წყალობით დაამარცხა "ალავესი". ვიდეორეფერის ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, მაგრამ საფეხბურთო სამართლიანობას ტექნოლოგიის ვერც ერთი ნაკლი ვერ გადაწონის.

საინტერესო იყო მარსელინოს "ვალენსიას" ნახვა "მესტალიაზე" (ახალწვეულები გაბრიელ პაულისტა და მურილიო შემდეგი ტურიდან ითამაშებენ), მაგრამ "ლას პალმასის" ხორვატმა ნახევარმცველმა ალენ ჰალილოვიჩმა ყველაფერი გააფუჭა - უკვე პირველ ტაიმში მიიღო წითელი ბარათი და "ღამურებს" სიმონე ძაძას გოლიც ეყოთ თამაშის მოსაგებად - 1:0. ამ მატჩით "ვალენსიას" ძალას ნამდვილად ვერ გავიგებთ, ჰალილოვიჩი კი, როგორც ჩანს, ვერშემდგარ ვარსკვლავთა არმიას შეუერთდა.

მარსელინო (ვალენსია): "იმაზე გაცილებით მეტი საგოლე შანსი შევქმენით, ვიდრე გავიტანეთ. თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ წინ ბევრი შრომა გველის. ბევრი ნაკლი გვაქვს, მაგრამ საფუძველი, როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური, ძალიან მყარი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ "ინტერში" მიდის, კანსელომ თამაში ითხოვა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, როგორი პიროვნებაა ის".

"ჟირონა" მერვე კატალონიური კლუბი გახდა, რომელმაც ლა ლიგაში ითამაშა და კინაღამ დიდი მოულოდნელობაც შემოგვთავაზა - პირველ ტაიმში ორ ჩაწოდებას "ატლეტიკოს" საჯარიმოში ურუგვაელი კრისტიან სტუანის გოლები მოჰყვა, მეორეში კი ამას ანტუან გრიზმანის გაძევება დაემატა. ფრანგი პენალტს ითხოვდა, მაგრამ ჯერ ყვითელი ბარათი მიიღო, შემდეგ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის წითელიც დაიმსახურა. 10-კაციანმა "ატლეტიკომ" კი მატჩი მაინც გადაარჩინა - ჯერ ბრწყინვალე გოლი გაიტანა ანხელ კორეამ, შემდეგ კოკემ საჯარიმოში ჩააწოდა და თავით ყველას ხოსე ხიმენესმა დაასწრო - 2:2. სხვათა შორის, რომ არა იან ობლაკი, "ატლეტიკო" I ტურში შერცხვებოდა.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ფაქტია, "ჟირონა" პირველ ტაიმში უკეთესი გუნდი იყო. მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, თუნდაც 10 კაცით. ჩვენი გუნდი არასოდეს ნებდება, ჩვენ ბოლომდე ვიბრძვით. მომეწონა მეტოქე, რომელმაც კარგად იცის, როგორ შეუტიოს და დაიცვას თავი".

"რეალ სოსიედადი" ორჯერ აგებდა ვიგოში "სელტასთან" და მაინც შეძლო გამარჯვება - 3:2. მაქსი გომესის მოწადინება წყალში ჩაიყარა, გადამწყვეტი კი ვილიან ჟოზეს პენალტი გამოდგა, რომელიც, სხვათა შორის, საეჭვო იყო.

ედუარდო ბერიცოს "სევილიამ" ვერ შეძლო "ესპანიოლის" დამარცხება, მიუხედავად იმისა, რომ კლემან ლონგლეს გოლით იგებდა, ლეო ბაპტიშტაომ გაათანაბრა. გუნდში ძალზე ცუდი დაბრუნება გამოუვიდა ევერ ბანეგას, რომელიც შეცვლაზე შემოვიდა და მალევე იძულებული გახდა, გასულიყო - გააძევეს.

ედუარდო ბერიცო (სევილია): "პირველ ტაიმში საშიში კონტრშეტევები გავატარეთ, მეორეში უკეთ ვითამაშეთ. იმედი მაქვს, რომ მეკარე სორიას ტრავმა სერიოზული არ არის".

ბილბაოს "ატლეტიკმა" ვერ შეძლო შინ "ხეტაფეს" გატეხა, რომელმაც ნახევარი საათი 10 კაცით ითამაშა.

"ბარსელონამ" სეზონი გამარჯვებით დაიწყო - ნეიმარის (პსჟ-ში წავიდა), ლუის სუარესის (ტრავმა) გარეშე მოთამაშე გუნდმა 2:0 მოუგო "ბეტისს". "ბარსამ" მატჩის ბედი პირველი ტაიმის სამწუთიან მონაკვეთში გადაჭრა, როცა დეულოფეუმ მცველს საკუთარი კარის დალაშქვრა აიძულა, შემდეგ კი მანვე სერხი რობერტოს გაატანინა. ერნესტო ვალვერდემ ლა ლიგაში ბარსელონური კარიერა სამი ქულით დაიწყო.

ფაქტები

მარსელინო გარსია ტორალმა (ვალენსია) ლა ლიგაში მე-100 მატჩი მოიგო მწვრთნელის რანგში

ლა ლიგის ბოლო 5 საშინაო მატჩში სიმონე ძაძამ (ვალენსია) 5 გოლში მიიღო მონაწილეობა (4 გოლი, 1 პასი)

გაბრიელ პირესი (ლეგანესი) გახდა პირველი ბრაზილიელი ფეხბურთელი ჟუნინიოს შემდეგ (1997 წ.), ვინც ლა ლიგის სეზონის პირველი გოლი გაიტანა

ივან კუელიარმა (ლეგანესი) ლა ლიგის ბოლო სამი პენალტი მოიგერია (ჩოლაქი, პარეხო, მანუ გარსია)

ლეო ბაპტიშტაოს (ესპანიოლი) "სევილიას" კარში აქამდე მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა გატანილი "ბეტისის" მაისურით

ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო) ლა ლიგაში კარიერაში პირველად გააძევეს (253 მატჩში)

რაც დიეგო სიმეონე "ატლეტიკოს" მწვრთნელია, აქამდე არავის გაუტანია მადრიდელთა კარში ერთ მატჩში ორი გოლი თავით, კრისტიან სტუანი (ჟირონა) პირველია

"სელტას" რიგებში დებიუტი დუბლით 21-ე საუკუნეში პირველმა მაქსი გომესმა აღნიშნა

2006 წლის მერე პირველად მოხდა, რომ ერთმა ფეხბურთელმა მატჩში 3-ჯერ გაარტყა ბურთი ძელს. ეს ლეო მესიმ (ბარსელონა) მოახერხა

სერხი რობერტომ "ბარსელონას" მაისურით ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა

"ბეტისმა" "კამპ ნოუზე" ზედიზედ მერვე მატჩი დათმო

სერხიო რამოსს (რეალი) ლა ლიგაში 18 წითელი ბარათი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენებს, პაბლო ალფაროსა და ხავი აგუადოს გაუსწორდა

კაზემიროს გოლამდე "რეალმა" 44 პასი გააკეთა, რაც ლა ლიგაში 2006/07 წლების სეზონის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია.

ლეგანესი-ალავესი 1:0

გოლი: 1:0 გაბრიელი (24)

ვალენსია-ლას პალმასი 1:0

გოლი: 1:0 ძაძა (22)

ვალენსია (4-4-2): ნეტო - ნ. ვიდალი, გარაი, ვეზუ, გაია - კანსელო, პარეხო, მედრანი (73. ნაჩო), სოლერი (89. მაქსიმოვიჩი) - როდრიგო (79. მინა), ძაძა

გაძევება: ჰალილოვიჩი (33. ლას პალმასი)

სელტა-სოსიედადი 2:3

გოლები: 1:0 მ. გომესი (22), 1:1 ოიარზაბალი (33), 2:1 მ. გომესი (50), 2:2 ხუანმი (80), 2:3 ვილიან ჟოზე (88-პენ)

ჟირონა-ატლეტიკო 2:2

გოლები: 1:0 სტუანი (22), 2:0 სტუანი (25), 2:1 ა. კორეა (78), 2:2 ხ. ხიმენესი (85)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი (58. ა. კორეა), ხ. ხიმენესი, სავიჩი, ლუკას ერნანდესი - საულ ნიგესი, გაბი (69. გაიტანი), კოკე, ფერეირა-კარასკო - ფ. ტორესი (73. ვიეტო), გრიზმანი

გაძევება: გრიზმანი (67)

სევილია-ესპანიოლი 1:1

გოლები: 1:0 ლონგლე (26), 1:1 ლეო ბაპტიშტაო (35)

სევილია (4-2-3-1): სორია (5. ს. რიკო) - კორშია, კიაერი, ლონგლე, სარაბია - ლასო ბორხა (54. ბანეგა), ნ"ზონზი (73. პისარო) - ხესუს ნავასი, განსო, ნოლიტო - მურიელი

გაძევება: ბანეგა (84)

ბილბაო-ხეტაფე 0:0

ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - დე მარკოსი (16. ლეკუე), ნუნიესი, ლაპორტი, ბალენზიაგა (88. კორდობა) - სან ხოსე, ბენიატი - სუსაეტა, რაულ გარსია (61. ადურისი), მუნიაინი - ვილიამსი

გაძევება: ა. გერერო (66. ხეტაფე)

ბარსელონა-ბეტისი 2:0

გოლები: 1:0 ტოშკა (36 ს.კ.), 2:0 სერხი რობერტო (39)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, მასკერანო, უმტიტი, ალბა (87. დინი) - სერხი რობერტო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი - მესი, პაკო ალკასერი (82. დენის სუარესი), დეულოფეუ (72. ვიდალი)

დეპორტივო-რეალი 0:3

გოლები: 0:1 ბეილი (20), 0:2 კაზემირო (27), 0:3 კროოსი (62)

რეალი (4-4-2): კ. ნავასი - კარვახალი, ს. რამოსი, ნაჩო, მარსელო - კროოსი, კაზემირო (72. მ. ლორენტე), ისკო (66. ასენსიო) - ბეილი (80. ლ. ვასკესი), ბენზემა

გამოუყენებელი პენალტი: ანდონე (89. დეპორტივო)

გაძევება: ს. რამოსი (92)

ორშაბათი. 21 აგვისტო

ლევანტე-ვილიარეალი 22:15

მალაგა-ეიბარი 23:59

ბომბარდირები: 2 - მაქსი გომესი (სელტა), კრისტიან სტუანი (ჟირონა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კონტრაქტს აღარ გააგრძელებს - კურტუა "რეალიდან" მალე წავა

"თუ ის წავა, "ბარსელონაში" დავბრუნდები" - მესის კატალონიური გრანდის მაისურით კვლავ ვიხილავთ?

[PHOTO] ლაპორტა: ვარ მიმზიდველი და ფულს ვნებიანი სექსი მირჩევნია

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა

საქართველო 3:2 ყირგიზეთი

39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა

"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა

"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია

"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს

რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა

ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?

ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"

"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია

მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი

"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს

ზინედინ ზიდანმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო კლუბი დაასახელა

"ალ-აჰლი" მზადაა ვინისიუსი 300 მილიონად შეიძინოს

[VIDEO] შენგელიას შედეგიანი მატჩი - "ბარსელონა" "დუბაისთან" დამარცხდა

"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა

"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე

"თავი დაანებეთ, ჯერ მხოლოდ 18 წლისაა" - მბაპემ იამალი დაიცვა

"თუ ის წავა, "ბარსელონაში" დავბრუნდები" - მესის კატალონიური გრანდის მაისურით კვლავ ვიხილავთ?

"ამას ნამდვილად არ ველოდი" - რას წერენ "ბარსელონას" ფანები თორნიკე შენგელიაზე?

კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა

[VIDEO] შენგელია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს - "ბარსელონამ" ევროლიგაზე "მაკაბი" დაამარცხა

"ოცნება არსად გამქრალა - სამომავლოდ "კვარას" ამ კლუბში გადასვლას არ გამოვრიცხავთ" - რას წერს Areanapoli ქართველზე?

"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს