ლეო მესის "ძელების ჰეთ-თრიკი" გამოუვიდა (ბოლო დეკადაში პირველად ერთმა მოთამაშემ მატჩში სამჯერ გაარტყა ბურთი ძელებს), თუმცა ცუდად ნამდვილად არ უთამაშია, ხოლო ერნესტო ვალვერდემ ლა ლიგაში ბარსელონური დებიუტი "ბეტისის" დამარცხებით (2:0) აღნიშნა. როგორი იყო "ბარსა" I ტურში ნეიმარის გარეშე?

"ბარსელონას" MSN თვალსა და ხელს შუა დაეშალა - თუკი ლუის სუარესი რამდენიმე კვირა ვერ დაეხმარება გუნდს, ნეიმარი უკვე სხვა გუნდის ფანებს ახარებს. ერნესტო ვალვერდემ, პირველ რიგში, კატალონიური გრანდის თამაში შეტევაში უნდა დაალაგოს. სუპერკოპას პირველ თამაშში ბასკმა "ბარსასთვის" კლასიკად ქცეულ 4-3-3-ს მიმართა, მაგრამ "რეალთან" 1:3 დამარცხდა და ცვლილებებზეც დაფიქრდა. "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ბარსელონამ" თამაში 3-5-2 ტაქტიკური სქემით დაიწყო და 4-4-2-ით დაასრულა. არც ერთმა ვარიანტმა შედეგი არ მოიტანა...

მესამე თამაშისთვის ვალვერდემ მიაგნო ლეო მესისთვის ყველაზე უპრიან პოზიციას (ამ სიტუაციაში) და არგენტინელი მისთვის კარგად ნაცნობი "ცრუ ცხრიანის" პოზიციაზე დააბრუნა. მოკლედ, ვალვერდემ "ბეტისთან" თამაში 4-2-3-1-ით დაიწყო. შესაძლოა, ეს მეტოქის სისუსტის ბრალია (აბა, სად "რეალი" და სად "ბეტისი"?), მაგრამ ფაქტია, მოთამაშეებმა ამ განლაგებით გაცილებით უკეთ ითამაშეს და მოედანზე თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობდნენ. მესი პეპის ეპოქაში ძირითადად ასე თამაშობდა და ის "ბეტისთანაც" მწვავე იყო (არ დაგვავიწყდეს სამი ძელი).

მესი "ცრუ ცხრიანის" პოზიციაზე მოქმედებდა, ხოლო ფლანგებიდან მას ჟერარდ დეულოფეუ და პაკო ალკასერი ეხმარებოდნენ, პლეიმეიქერობა კი... სერხი რობერტომ იტვირთა. სერხი რობერტოს ასაკი და გამოცდილება ემატება და იგი ახლაც ითხოვს, რომ შუა ხაზში ათამაშონ. მან თავი კარგად გაართვა ამოცანას, მაგრამ ნახევარდაცვაში არც ისე იოლი კონკურენცია ელის. სხვას რომ თავი დავანებოთ, ანდრეს ინიესტა გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად ვარჯიშიც დაიწყო.

"ბეტისთან" მეკარესა და დაცვის კვარტეტს პრობლემები არ ჰქონია. სერხი რობერტო ერთ-ერთი საუკეთესო იყო (ალბათ, მესის შემდეგ). კარგი იყო დეულოფეუც, აი, ალკასერი კი... ის სასტარტო 11-ეულის ყველაზე ცუდი ფეხბურთელი იყო. თუმცა ვალვერდეს შეუძლია მშვიდად იყოს, ინიესტას დაბრუნებასთან ერთად, მალე პაულინიოც ათამაშდება. არ დაგვავიწყდეს, რომ უსმან დემბელესა და ფილიპე კოუტინიოს კვლავ აკავშირებენ ესპანურ გრანდთან... "ნეიმარის წასვლის შემდეგ "ბარსელონამ" შეტევაში სიღრმე დაკარგა და ეს აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ", - ამბობს ვალვერდე.

Whoscored.com-ის საუკეთესო ხუთეული "ბეტისთან" მატჩში: მესი - 8,4 ბალი; რობერტო - 7,5; რაკიტიჩი - 7,4; დეულოფეუ - 7,3; ბუსკეტსი - 7,2.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ვალვერდე: უკეთესია, ხალხმა ჩემსა და მესიზე სიმართლე არ იცოდეს
მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა - "ბილბაოს" სავარაუდოდ, ტერზიჩი ჩაიბარებს
"ჩამოდით ბახმუტში - ეს "ბარსელონას" ფეხბურთელების სამარცხვინო საქციელია" - უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
ტერ-შტეგენი ბრუნდება - "ბარსელონას" ლაზარეთი ნელ-ნელა ცარიელდება
"არსენალს" სერხი რობერტოს დამატება სურს
"ვალენსიამ" 2012 წლის შემდეგ მე-11 მწვრთნელი გადააყენა
ისევ ყოფილ კლუბში - ერნესტო ვალვერდე სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ვალვერდეს მიაჩნია, რომ ესპანეთის ჩემპიონი "რეალი" გახდება
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
სერხი რობერტო "ბარსელონას" დატოვებს
სერხი რობერტო სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
ცნობილია, ვინ იქნება "ბარსელონას" ახალი კაპიტანი სერხი რობერტოს წასვლის შემდეგ
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
კარასკო: გვარდიოლა ჭკვიანია და "ბარსაში" არ დაბრუნდება