21 წლის ჩოგბურთელმა რეიტინგში სულ 2 საფეხურით წაიწია, 540 ქულით მსოფლიოს 125-ე ჩოგანი გახდა და კარიერის ახალი რეკორდი დაამყარა
ინდიან უელსის (აშშ) ტურნირი კვირა-ნახევრიანია. ამიტომ, რეიტინგები ორი კვირის შემდეგღა განახლდა. ვაჟთა მსოფლიო კლასიფიკაციისკენ გახედვაც არ გვსურს, მაგრამ სხვა რა გზაა - საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს 705-ე ჩოგანია! 19 წლის ქართველმა კიდევ 15 ადგილი დაკარგა რეიტინგში და 22 ქულით მე-8 ასეულში აღმოჩნდა.

ბასილაშვილმა ერთეულთა თანრიგში წლეულს სამ მცირე საერთაშორისო ტურნირში იასპარეზა და სამივეგან პირველ წრეში წააგო. მის გარდა კლასიფიკაციაში მხოლოდ ლადო ჩიხლაძეა (11 ქულა, 867-ე ადგილი), 25 წლის ჩოგბურთელი, რომელიც ბოლოს კორტზე ნოემბრის დასაწყისში გავიდა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში პროფესიული ვაჟთა ჩოგბურთი საერთოდ არა გვაქვს.

ქალთა ჩოგბურთში ბევრად უკეთესი მდგომარეობაა - გუშინ 21 წლის ანა ტატიშვილი 540 ქულით მსოფლიოს 125-ე ჩოგანი გახდა, სულ 2 საფეხურით წაიწია, თუმცა კარიერის ახალი რეკორდი დაამყარა. სხვები: 196 (-8) ოქსანა კალაშნიკოვა - 297 ქულა; 232 (+2) მაკა ჩახნაშვილი - 235; 284 (-5) სოფიო შაფათავა - 180; 292 (-7) თათია მიქაძე - 176; 417 (-2) სოფიო ქვაცაბაია - 90; 552 (-) ეკა გორგოძე - 53; 601 (-) მანანა შაფაქიძე - 44; 1151 (+4) ანა ჯიქია - 3. როგორც ხედავთ, ჩვენებურთა უმეტესობამ მცირედით უკან დაიხია, რაც ბოლოდროინდელი წარუმატებელი ასპარეზობის შედეგია.

ანა ტატიშვილი მაიამიშია, სადაც "სონი ერიქსონ ოუფენზე" გამოდის, რომლის საპრიზო ფონდი 4,5 მილიონი დოლარია. ჩვენ თანამემამულეს საკვალიფიკაციო ბადეში მეტოქედ ავსტრიელი პატრისია მაირი შეხვდა, რომელიც მე-16 ნომრად განთესეს. 24 წლის მაირი მსოფლიოს 108-ე ჩოგანია, ის თავის მწვრთნელს გაჰყვა ცოლად და ახლა მაირ-ახლაიტნერად მოიხსენიება. ორი წლის წინ ავსტრიელი მსოფლიოს 70-ე ჩოგანი იყო, ეს არის მისი საუკეთესო მიღწევა.

ბარსელონას თიხნარის კორტებზე ვაჟთა 10-ათასიანი ტურნირი მიმდინარეობს, სადაც ძირითად ბადეში გასვლა 17 წლის ნიკა დოლიძემ სცადა. ორი წრე ნიკამ წარმატებით დაძლია: მოუგო ინდოელ ნერაჯ ელანგოვანს - 7:6 (3), 6:2 და ესპანელ მარკ კასტელსს - 6:3, 6:1, მაგრამ ფინალურ ეტაპზე "მშრალად" დათმო ავსტრალიელ მეთიუ ბარტონთან (932) - 0:6, 0:6.

თურქული ანთალიის თიხნარზე (10 ათასი დოლარი) ძირითადში გაღწევა გიორგი რევაზიშვილმა და ზურაბ ცხაკაიამ სცადეს. 28 წლის რევაზიშვილმა ბულგარელ დიმიტარ პეტროვს მოუგო - 5:7, 6:4, 6:2, ხოლო 17 წლის ცხაკაიამ სერბ სლობოდან იევტიჩთან წააგო - 0:6, 0:6. მეორე წრეში რევაზიშვილმაც თანამემამულის ბედი გაიზიარა, მან გერმანელ ივო მიიჩთან დათმო - 0:6, 0:6.

ფრანგულ გონესში ქალთა 10-ათასიანი ტურნირი დაიწყო, მე-2 ნომრად განთესილი სოფიო შაფათავა საკვალიფიკაციო ბადის გამარჯვებულ ლეა ტოლეის (საფრანგეთი) ხვდება. სოფიო ქვაცაბაიას მეტოქე კი მე-4 ნომრად განთესილი იტალიელი ჯოია ბარბიერია (392).

ანთალიაში (10 ათასი დოლარი) ეკა გორგოძე ითამაშებს, რომელიც მომავალ მეტოქეს ჯერ კიდევ ელის. ჩინურ კუნმინში (25 ათასი დოლარი) ოქსანა კალაშნიკოვას პირველი მეტოქე მასპინძელი სასაი ჟენია (342).

vangyli
ვულოცავ გამარXვებას!6:3/3:6/6:4!!!
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე